ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

18/4/2022

საინფორმაციო შეხვედრა დამსაქმებლებთან

Comments

Read Now
 
Picture
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მსხვილი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.დასაქმების სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა მოწვეულ სტუმრებს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და სააგენტოს სერვისების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების მიმართულებით გამახვილდა. იმსჯელეს საზოგადოებრივი სამუშაოების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, რომლის მიზანი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმებაა. საინფორმაციო შეხვედრაზე მხარეებმა, ინტერაქციულ ფორმატში, იმსჯელეს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პროცესში ურთიერთთანამშრომლობის ორმხრივი გზების განვითარებასა და ერთობლივ სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრას 50-ზე მეტი, სხვადასხვა მიმართულების, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის რითეილ ჯგუფის, რესტორატორთა და დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი პირები.

მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.

Share

Comments




Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი