ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

12/1/2022

საქართველო ანტიკურ ხანაში

Comments

Read Now
 
Picture
ძვ. წ. II საუკუნის მანძილზე დიდი ცვლილებები მოხდა ახლო აღმოსავლეთში, რამაც შეცვალა ქართული სახელმწიფოების სამხრეთ საზღვრებთან არსებული ვითარება. აღმოსავლეთით ექსპანსია დაიწყო რომის რესპუბლიკამ. იბერიის მოკავშირე სელევკიდების სამეფომ დაიწყო დასუსტება რომთან დამარცხების შემდეგ. მას გამოეყო და ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა პართია. შეიქმნა ორი სომხური სახელმწიფო - მცირე სომხეთი და დიდი სომხეთი. ამ სამეფოებმა დასუსტებულ ქართლის სამეფოს წაართვეს ტერიტორიები, სტრაბონის მიხედვით ეს იყო ჭოროხის ხეობა, ტა-კლარჯეთ-არტაანი და გუგარქი. ქართლის სამეფოს აღმოსავლეთით დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ალბანეთის სამეფო.
დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა ქართლისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული მეფით სათავეში. მას დაუმეზობლდა პონტოს სამეფო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა მითრიდატე VI ევპატორის მმართველობის დროს. მან დაიპყრო შავი ზღვის სანაპიროები, მათ შორის ძვ. წ. II საუკუნის ბოლოს და I საუკუნის დასაწყისში დაიპყრეო კოლხეთის ტერიტორიებიც. მითრიდატემ დაიწყო ბრძოლა რომის წინააღმდეგ. რომსა და პონტოს შორის პირველი ომი ძვ. წ. 89-84 წლებში მიმდინარეობდა. რომმა სულას მეთაურობით პონტოს სამეფო დაამარცხა. ძვ. წ. 83 წელს კოლხეთსა და ბოსფორში პონტოს საწინააღმდეგო აჯანყება დაიწყო. აპიანეს მიხედვით კოლხები მითრიდატეს სთხოვდნენ მისი შვილი, ასევე სახელად მითრიდატე დაენიშნა კოლხეთის მეფედ. მითრიდატე VI ჯერ დათანხმდა, თუმცა შემდეგში შვილი გაიწვია და სიკვდილით დასაჯა, მან ჩათვალა, რომ კოლხეთის აჯანყება მისი შვილის მიერ იყო დაწყებული.

რომის წინააღმდეგ მეორე ომში მითრიდატეს ეხმარებოდნენ ქართლის და ალბანეთის სამეფოები, ასევე სომხეთის მეფე ტიგრან II. რომაელთა სარდალმა ლუკულუსმა აიღო სომხეთის დედაქალაქი ტიგრანაკერტი. მითრიდატე მაინც აგრძელებდა ბრძოლას. რომის სარლად დაინიშნა გნეუს პომპეუს მაგნუსი. პომპეუსმა ძვ. წ. 66 წელს სასტიკად დაამარცხა პონტოელები მითრიდატე VI გაიქცა კოლხეთში, გამოიზამთრა დიოსკურიაში და შემდეგ გაემგზავრა ბოსფორში, საიდანაც ბრძოლის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ ძვ. წ. 63 წელს იქვე თავი მოიკლა. გნეუს პომპესუი ჯერ დაიძრა სომხეთისკენ, სადაც ტიგრან II-მ დანებება ამჯობინა. ძვ. წ. 65 წელს პომპეუსი შეიჭრა ქართლში, სადაც ამ დროს მეფობდა არტაგ II. არტაგი კარგად ხვდებოდა, რომ ძალები უთანაბრო იყო და მას არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია რომაელთა უძლეველი არმიისთვის. ამიტომ მან პომპეუსს დესპანი გაუგზავნა და ზავი შესთავაზა. რომაელთა სარდალი ზავს არ დასთანხმდა და არმაზის ციხეს მიადგა. არტაგი გადავიდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და დაწვა მდინარეზე გადებული ხიდი, შემდეგ კი არაგვის მარცხენა სანაპიროზე გადავიდა. პომპეუსი არაგვის ხეობაში შეიჭრა და ტყეების გაკაფვა და გადაწვა დაიწყო. ამის შემდეგ არტაგი დანებდა, მან საჩუქრები და მძევლები გაუგზავნა პომპეუსს, დადო ჩრდილოეთ კავკასიიდან მეომარი-მომთაბარე ტომების შეკავების და რომისთვის სამხედრო დახმარების გაწევის პირობა. ზავის პირობების თანახმად, ქართლში რჩებოდა მეფის ხელისუფლება. თავის მხრივ რომი ქართლის მიმართ არავითარ ვალდებულებას არ კისრულობდნენ. ქართლის სამეფო რომის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა. რომის ვასალად იქცა კოლხეთისც, სადაც პომპეუსმა მმართველად დანიშნა ადგილობრივი წარჩინებული არისტარქე.

ძვ. წ. I საუკუნის შუა წლებში მითრიდატე VI ევრპატორის შვილმა ფარნაკე II-მ სცადა ეარგებლა რომში არსებული სამოქალაქო ომით პომპეუსსა და იულიუს კეისარს შორის და მამის სახელმწიფოს აღდგენა სცადა. მან დაიკავა პონტო, კოლხეთი და მცირე სომხეთი. ძვ. წ. 47 წელს ზალესთან ბრძოლაში კეისარმა დაამარცხა ფარნაკე,რაც რომის სენატს სამი სიტყვით აცნობა veni, vidi, vici (მიველ, ვნახე, გავიმარჯვე). კეისარმა კოლხეთი მითრიდატე II პერგამონელს გადასცა. ძვ. წ. 37 წელს რომმა აღადგინა პონტოს სამეფო და მის მეფედ პოლემონ I დასვა. პონტოს სამეფოში შევიდა კოლხეთიც.

ძვ. წ. 36 წელს ქართლში შევიდა პუბლიუს კანიდიუს კრასუსი მარკუს ანტონიუსის დავალებით, რომელიც პართიის წინააღმდეგ ლაშქრობდა. ისტორიკოს კასიუს დიონ კოქცეიანუსის ცნობით რომაელებმა დაამარცხეს იბერების მეფე ფარნავაზ II და ალბანეთის მეფე ზობერი.

I საუკუნეში დიდი სომხეთი მნიშვნელოვნად დასუსტებული იყო და მის დასაუფლებლად რომის იმპერია და პართია ერთმანეთს ებრძოდნენ. ქართლი იყენებდა რომის მოკავშირეობას სომხეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების დასაბრუნებლად და სამხრეთით საზღვრების გასაფათოებლად. ჩრდილოეთ კავკასიის გასასვლელების კონტროლი ქართლის სამეფოს დიდ უპირატესობას ანიჭებდა. 35 წელს დაიწყო შიდა აჯანყება პართიაში. მასში ჩაერია რომის იმპერატორი ტიბერიუსი. ქართლის მეფემ, რომელიც ტიბერიუსის მოკავშირე იყო, პართიის შემადგენლობაში მყოფ სომხეთში საკუთარი ძე მითრიდატე გაამეფა.

ქართლის მომდევნო მეფემ ფარსმან I-მა რომისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო. მან სომხეთის უშუალოდ შეერთება სომხეთის სამეფო ტახტიდან მისი ძმის ჩამოგდება გადაწყვიტა. მან ამ მიზნით სომხეთში ვაჟი რადამისტი გაგზავნა, რომელმაც ბიძა დაამარცხა და ტახტი დაიკავა, მაგრამ რადამისტი დაამარცხა პართიის მეფემ. დამარცხებული და ქართლში დაბრუნებული რადამისტი ფარსმანმა მოაკლვევინა. ფარსმანის მოქმედებებმა სომხეთი რომს დააკარგვინა და ის კვლავ პართიას დაემორჩილა. სომხეთის დაბრუნება სცადა რომის იმპერატორმა ნერონმა, რომელსაც აქტიურად ეხმარებოდა ფარსმანი. სომხეთის საბოლოოდ პართიას დარჩა, თუმცა ფარსმანმა მოახერხა და ქართლს დაუბრუნა ჭოროხის ხეობა, ტა-კლარჯეთ-არტაანი და გოგარენე. დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას აგრძელებდა ფარსმანის ძე მითრიდატე II. მან ჩრდილო კავკასიიდან გადმოიყვანა ალანები და ისინი სომხეთსა და პართიას შეუსია. ამისთვის რომის იმპერატორი ვესპასიანე მას არმაზციხის გამაგრებაში დაეხმარა.

63 წელს რომის იმპერიამ საბოლოოდ გააუქმა პონტოს სამეფო და ის პროვინციად აქცია. კოლხეთის ზღვისპირა ქალაქებში რომაული გარნიზონები ჩადგა.

Share

Comments




Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი