ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

20/4/2022

ინერტულ ნარჩენებთან დაკავშირებული გამოწვევები

Comments

Read Now
 
Picture
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, ინერტული ნარჩენების მართვის პოლიტიკის განსაზღვრის, ინერტულ ნარჩენებთან დაკავშირებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების საკითხებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ ეტაპზე არ არსებობს ინერტული ნარჩენების მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ნარჩენების მართვის კოდექსთან და თანამედროვე საუკეთესო გამოცდილებასთან.

„მოგეხსენებათ, გვაქვს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგია, ასევე, 2022-2025 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა. სამინისტრო გეგმავს ცვლილებები განახორციელოს ინერტული ნარჩენების მართვის მიმართულებით და ცალკე თავი დაუთმოს აღნიშნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ინერტული ნარჩენების მართვას.

ინერტული ნარჩენების ცირკულარულ ეკონომიკაში გამოყენება სარგებლის მომტანი იქნება, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება ნაკლები ინერტული ნარჩენი აღმოჩნდეს ნაგავსაყრელზე და მათი გადამუშავება-რეციკლირება მოხდეს“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ თემატური მოკვლევის ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობა საქართველოს პარლამენტის წევრებით განისაზღვრა. თემატური მოკვლევის მიზანს ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება, არსებული რეგულაციების და პრაქტიკის ანალიზი და შესაბამისი სტრუქტურების მუშაობის შეფასება წარმოადგენდა. შედეგად, თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი