ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

5/4/2022

სამედიცინო ტარიფების დარეგულირების საკითხი განხილვების პროცესშია

Comments

Read Now
 
Picture
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დღის წესრიგშია და აქტიური განხილვების პროცესშია სამედიცინო ტარიფების დარეგულირების საკითხი.

„რასაკვირველია, დღის წესრიგშია და აქტიური განხილვების ფაზაშია. უკვე პირველი აპრილიდან სატესტო რეჟიმიც გვაქვს. არის ერთ-ერთი სისტემა, რომელიც ყველაზე სამართლიან ტარიფს თვლის ბაზარზე, რათა არ მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან მეტის ან უსამართლოდ ნაკლების გადახდა.

ეს სისტემა უკვე საპილოტე რეჟიმში გვაქვს ჩართული. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ამ ტარიფების „გამოყვანაზე“ და ვფიქრობ, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. წლები სჭირდებოდა სხვა ქვეყნებში, მაგრამ როგორც ჩვენი სამუშაო ჯგუფი მპირდება, წლის ბოლომდე ეს სისტემა დანერგილი იქნება, რომელიც უკვე სამართლიანად დააფიქსირებს ყველა სამედიცინო მომსახურებაზე ტარიფებს და ამის მიხედვით მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი