ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

14/1/2022

ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოქმნა

Comments

Read Now
 
Picture
​ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოქმნის შესახებქართულ საისტორიო მწერლობაში არსებობს ორი თვალსარისი. „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით ალექსანდრე მაკედონელმა მცხეთის მმართველად დატოვა არიან-ქართლის მეფის ძე აზო, რომელმაც არიან-ქართლიდან მცხეთაში მიიყვანა მდაბიოთა ათასი სახლი და მამამძუძეთა ათი გვარი, ასევე კერპები გაცი და გაიმი. „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით აზონი იყო პირველი მეფე ქართლში, ხოლო ქართველები იბერიაში სხვა ქვეყნიდან, არიან-ქართლიდან მოსული ხალხია. მანამდე ამ ტერიტორიაზე ჰუნები ცხოვრობდნენ. არიან-ქართლი მეცნიერთა მოსაზრებით აქემენიდური ირანის XIX სატრაპიაა, სადაც მოსხები ცხოვრობდნენ.
ლეონტი მროველის მიხედვით ქართლის სამეფოს დამაარსებელია ფარნავაზ I. ლეონტი მროველი არ ახსენებს არიან ქართლს, აზო კი მისი ცნობით ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი სარდალი იყო, რომელმაც დაიპყრო ქართლი და ეგრისი, შეავიწროვა ადგილობრივები, დახარკა ოსები, ლეკები და ხაზარები. აზოს დაუპირისპირდა მცხეთის მამასახლისის ძმისწული ფარნავაზი, რომელიც 3 წლის ასაკიდან მთიულეთში იყო გახიზნული.

„ხოლო ფარნავაზ იყო კაცი გონიერი, მხედარი შემმართებელი და მონადირე ხელოვანი... იხილა ფარნავაზ სიზმარი, ვითომც იყო იგი ერთ უკაცრიელ სახლში, სურდა გასვლა და ვერ გადიოდა. მაშინ შემოვიდა სარკმელში შუქი მზისა, შემოერტყა წელზე, მიიწია და გაიყვანა სარკმელიდან. და ველზე რომ გავიდა, იხილა მზე ძირს ჩამოსული, მაშინ მოხოცა ცვარი პირსა და თვითონ წაიცხო სახეზე...
იმავე დღეს წავიდა ფარნავაზ და ნადირობდა მარტო და დიღმის ველზე დაედევნა ირემს, ხოლო ისინი ილტვოდნენ ტფილისის ღირღალთა შიგან. მისდია ფარნავაზმა, სტყორცნა ისარი და ჰკრა ირემსა და მცირედ გაირბინა და დაეცა ძირსა კლდისასა. მოეწია ფარნავაზ ირემსა და შემოაღამდა... ხოლო კლდისა მის ძირსა ქვაბული იყო, რომლის კარი ამოქოლილი იყო ქვითა ძველად და სიძველისაგან ირღვეოდა.

მაშინ დაასხა მძაფრმა წვიმამ, ხოლო ფარნავაზმა აიღო ჩუგლუგი და გამოარღვია ამოშვებული კარი ქვაბულისა, რათა შიგ გამშრალიყო წვიმისაგან. და შევიდა ქვაბულში. იხილა მუნ განძი - ოქრო და ვერცხლი და ჭურჭელი ოქროსი და ვერცხლისა მოუწვდომელი. ხოლო ფარნავაზ აივსო სიხარულითა, მოაგონდა ნანახი სიზმარი, კვლავ ამოქოლა კარი ქვაბულისა, მსწრაფლ წამოვიდა და უთხრა დედასა და ორთავ დასა თავისსა. და მასვე ღამეს წამოვიდნენ სამივე სახედრებითა და ჭურჭლებითა და ხუთ ღამეში გამოიკრიბეს განძი და დაფლეს მარჯვე ალაგას“
​
ეგრისის ერისთავმა ქუჯიმ ფარნავაზს გააცნო აზოს წინააღმდეგ გამოსვლის გეგმა და შესთავაზა მას პირველობა. ფარნავაზმა დაიხმარა ლეკები და დურძუკები. ამისთვის მან ცოლად შეირთო დურძუკთა მეფის ასული. გამარჯვებულმა ფარნავაზმა თავი ქართლის მეფედ გამოაცხადა. აზო კლარჯეთში გამაგრდა. ფარნავაზს მხარი დაუჭირა სელევკიდების მეფე ანტიოქოს I-მა, გაუგზავნა მას სამეფო ნიშნები და დაახმარა სომხეთის ერისთავები. გადამწყვეტ ბრძოლაში აზოს ჯარი დამარცხდა, ხოლო აზო მოკლეს.

ფარნავაზმა ქვეყნის მმართველობის მოსაწესრიგებლად სამეფო დაყო 8 საერისთავო: მარგვეთის, კახეთის, ხუნანის, სამშვიდლის, წუნდის, ოძრხის, კლარჯეთის და ეგრისის. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში შექმნა ქართლის სასპასპეტო, რომელსაც ხელმძღვანელობდა სპასპეტი — სამხედრო სარდფალი. საერისთავოს სათავეში მეფის მოხელე ერისთავი იდგა. ერისთავებს ექვემდებარებოდნენ სპასალარნი და ათასისთავნი, რომელთა მეშვეობით იკრიფებოდა „ხარკი სამეუფო და საერისთავო“.

ფარნაავაზმა გააშენა ქალაქი მცხეთა და სხვა ქალაქები. მცხეთის მნიშვნელობას განაპირობებდა სავაჭრო გზა, რომელიც ევროპას აკავშირებდა ინდოეთთან. მანვე შექმნა მთავარი ღვთაება - არმაზის კულტი, არმაზის კერპი მცხეთის მოპირდაპირე ე.წ ქართლის მთაზე აღმართეს. არმაზთან ერთად, რომელიც მთვარის ღვთაება იყო, შენარჩუნდა გაცის და გაიმის კულტი. ფარნავაზის შემდგომმა მეფემ საურმაგმა აღმართა აინინას კერპი, ხოლო მირიან I-მა დანინას კერპი. კერპების აღმართვას თან სდევდა ციხესიმაგრეების მშენებლობა. არმაზის კერპის სიახლოვეს აშენდა არმაზის ციხე, ხოლო მეფე ფარნაჯომმა აღმართა ზადენის კერპი და ციხე. ამ კერპებთან ერთად იბერიის სამეფოში გავრცელებული იყო მზის კულტიც.

ფარნავაზს ლეონტი მროველი ქართლში ერთიან სახელმწიფო ენად ქართულის შემოღებას და ქართული მწიგნობრობის შექმნას მიაწერს. ქართლის სამეფომ ფარნავაზისა და მისი უშუალო მემკვიდრეების - საურმაგისა და მირიან I-ის დროს მნიშვნელოვნად გაძლიერდა. სამეფოს ფარგლები საკუთრივ ისტორიული ქართლის გარდა მოიცავდა, კახეთის დიდ ნაწილს, სამცხეს, ჯავახეთს, კოლა-არტაანს, კლარჯეთს, აგრეთვე დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს (აჭარას, არგვეთს, ეგრისს, სვანეთს). ფარნავაზმა დასავლეთ საქართველოში თავისი პოზიციების განსამტკიცებლად შორაპნის და დიმნის ციხეები ააგო. ქართლი თავის გავლენას აღმოსავლეთითაც ავრცელებდა. ქართლის სამეფოს ექვემდებარებოდა უმნიშვნელოვანესი გადმოსასვლელები კავკასიონის ქედზე. ამ გადმოსასვლელების გამაგრებით დაინტერესებულები იყვნენ საქართველოს მეზობელი ქვეყნებიც, რადგან აქედან მუდმივად მომთაბარე-მეომარი ტომების შემოსევის საფრთხე იყო. ამ პოლიტიკურ ფაქტორს ქართლის მმართველები კარგად იყენებდნენ.

„ოცდაშვიდი წლის გამეფდა და სამოცდახუთ წელს მეფობდა ნებიერად. და ემსახურებოდა ანტიოქოსს, ასურასტანის მეფეს... და ეს ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლში, ქართლოსისა ნათესავთაგანი. მან განავრცო ენა ქართული და იზრახებოდა სხვა ენა ქართლში, თვინიერ ქართლისა და შექმნა მწიგნობრობა ქართული. და მოკვდა ფარნავაზ და დაფლეს არმაზის კერპის წინ“

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი