ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

26/3/2022

რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

Comments

Read Now
 
Picture
საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი შეემატა.

რეკრუტებმა სამხედრო ფიცი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილას, ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან დადეს. პირადმა შემადგენლობამ ვარძიამდე სიმბოლურად დროშებით 1203 წელს ბასიანის ბრძოლაში მიმავალი ქართული მხედრობის მიერ განვლილი გზა გაიარა.

ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საბრძოლო მომზადების (BCT) რვა კვირიანი კურსი ახალქალაქში მდებარე უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის ცენტრში გაიარეს. პროგრამის ფარგლებში მათ სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო, ტაქტიკური მომზადება ჩაუტარდათ. დღეიდან ისინი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში გაივლიან.

პირად შემადგენლობას მნიშვნელოვანი დღე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა მალხაზ დუმბაძემ მიულოცა და საქართველოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით ცენტრის მეთაურის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა შოთა ქურდოვანიძემაც მიმართა. ღონისძიების დასასრულს, სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო მომზადების კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცათ.

Share

Comments




Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი