ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

11/1/2022

პირველი ქართული სახელმწიფოები

Comments

Read Now
 
Picture
ძვ. წ. XII საუკუნეში შეიქმნა პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება დიაოხი. ასურეთის მეფის ტიგლათფილესერ I–ის წარწერაში ნახსენებია ძვ. წ. XII საუკუნის შუაში მუშქებთან ბრძოლის ისტორიები. იმავე მეფის წარწერაშია ნახსენები დაიაენის (იგივე დიაოხის) მეფე საენი. დიაოხი იყო მდიდარი ქვეყანა, განვითარებული ბრინჯაოს მეტალურგიითა და მესაქონლეობით. დიაოხი ოთხი საუკუნის განმავლობაში ებრძოდა ჯერ ასურეთს, შემდეგ კი ურარტუს, სანამ ამ უკანასკნელმა არ გაანადგურა. ძვ. წ. VI-VI საუკუნეებში დიაოხის დაცემის შემდეგ მოხდა მუშქების იმიგრაცია ჩრდილო–აღმოსავლეთ ანატოლიიდან სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.
დიაოხის ჩრდილოეთი ნაწილები დაიკავეს კოლხებმა და ისინი დაუმეზობლდნენ ურუარტუს. ძვ. წ. VIII საუკუნეში წარმოიქმნა კოლხეთის სამეფო. კოლხეთი იყო განვითარებული და ძლიერი სახელმწიფო მესაქონლეობითა და რკინის მეტალურგიით. ძვ. წ. VIII საუკუნეში მას ომი ჰქონდა ურარტუსთან. ამ დროს იხსენიება კოლხეთის დედაქალაქი ილდამუსა. ძვ. წ. VIII საუკუნის ბოლოს მოხდა კავკასიაში სკვითებისა და კიმერიელების შემოსევები. ამ შემოსევების შედეგად კოლხეთის სამეფომ დაკარგა ჭოროხის აუზი. ძვ. წ. VII საუკუნეში ჩამოყავლიბდა ხალიბებისა და ხალდების სახელმწიფოებრივი გაერთიანებები, რომლებსაც ასევე ურარტუსთან ჰქონდათ საომარი ურთიერთობები. ძვ. წ. VI საუკუნეში ხალიბები შეცვალეს სასპერებმა. სასპერებს პირველად ასახელებს ჰეროდოტე, რომლის მიხედვით ისინი კოლხეთსა და მიდიას შორის მოსახლეობდნენ. ჩრდილოეთით მათი განსახლების არეალი აღწევდა შავ ზღვამდე.

კოლხეთის სამეფო

ასურულ ლურსმულ წარწერებში კოლხები ძვ. წ. XII საუკუნიდან იხსენიება. ამ დროს ისინი პირველყოფილი თემური სისტემის მიმდევრები იყვნენ. ასურული წყაროები „ათეულობით მეფეს“ (ანუ ტომის ბელადს) ასახელებდნენ. ისინი თანდათანობით ერთიანდებოდნენ და ყალიბდებიან, როგორც ერთ გაერთიანებად. დამპყრობლებთან ბრძოლაში მყარი გაერთიანება აუცილებელი იყო. კოლხურ ტომთა სოციალურ ეკონომიკური პირობებიც იცვლებოდა. გაბატონებულ მდგომარეობას იკავებენ გვაროვნული არისტოკრატიის წარმომადგენლები, რომლებიც იქვემდებარებენ ტომის რიგით წევრებს და მმართველობასაც ისეთ ფორმას აძლევენ, რომელიც უზრუნველყოფდა მათ ბატონობას. აქ ფართოდ ვითარდება მესაქონლეობა და მეტალურგია, განსაკუთრებით - რკინის წარმოება. რკინის სამრეწველო გამოყენებაზე გადასვლამ დააჩქარა საზოგადოების განვითარება და სახელმწიფოს ჩამოყალიბება. შავი ზღვის სამხრეთი სანაპიროს მთიანეთში რკინის მდიდარი საბადოები იყო. აქაური ქართველი ტომები მაგალითად ხალიბები, სახელგანთქმულები იყვნენ რკინის დამუშავებით.

კოლხეთის განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს არქეოლოგიური გათხრები. აქ აღმოჩენილია ბრინჯაოს და რკინის საბრძოლო და სამუშაო იარაღები. ძვირფასი ლითონის სამკაულები და ფუფუნების სხვა საგნები. ასევე თანდათანობით, ძვ. წ. XI-IX სს-ის დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა კოლხეთის ძლიერი სამეფო. ძვ. წ. IX-VIII სს-ში კოლხეთის სამეფო თავის გავლენას ავრცელებს დასავლეთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. კოლხების სიძლიერე აისახა ძველ ბერძნულ მითში არგონავტების შესახებ.

ურარტუსთან ალიანსი დიდხანს არ გაგრძელებულა ძვ. წ. VIII ს-დან კოლხას წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს ურარტუ, რომლის მეფემ სარდურ II-მ ორჯერ დალაშქრა კოლხეთის ტერიტორია, დაიპყრო სამეფო ქალაქი „ილდამუსა“. ამ ბრძოლებმა დაასუსტა კოლხა, რასაც დაერთო ჩრდილო კავკასიიდან მომთაბარე მეომარი ტომების - კიმერიელების, მოგვიანებით კი კასპიის ზღვის სანაპიროთი და დარიალის ხეობით ამიერკავკასიაში შემოჭრილი სკვითების შემოსევები.

ძვ. წ. 590 წელს ურარტუს სამეფო გაანადგურა მიდიელებმა. მისი მოსახლეობის ნაწილი ჩრდილოეთით გადაასახლეს. ისინი თანდათან შეერივნენ იქ მცხოვრებ ქართველ ტომებს და მათ კულტურას და მეტყველებაში ბევრი საგულისხმო ელემენტები შეიტანეს.

ძვ. წ. VI საუკუნის განმავლობაში ბერძნენთა კოლონიზაციის პროცესი თანდათან შენელდა. გაძლიერებულმა ეტრუსკებმა, კართაგენმა, ეგვიპტემ და სპარსეთის იმპერიამ წერტილი დაუსვეს ბერძნულ კოლონიურ ექსპანსიას. ბერძნებმა საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი ახალშენი დააარსეს, მაგალითად ფაზისი (ქ. ფოთის მახლობლად), გიენოსი (ქ. ოჩამჩირესთან), დიოსკურია (ქ. სოხუმთან) აგრეთვე ბერძნული დასახლებები იყო ფიჭვნარში (ქობულეთის მახლობლად).

ბერძნებმა ახალშენები დააარსეს ასევე ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში (პანტიკაპეონი, ოლბია, ქერსონესი, და სხვა). ხშირად ბერძნები ადგილობრივ მოსახლეობას იპყრობდნენ, მაგრამ კოლხეთში ყველაფერი პირიქით მოხდა, მათ არა თუ ვერ შესძლეს კოლხებზე თავიანთი გავლენის მოხდენა, პირიქით ისინი მოექცნენ კოლხების გავლენის ქვეშ.

დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ბერძნული ახალშენების გარდა არაერთი ქალაქი იყო. არქეოლოგებმა დღევანდელი ქალაქ ვანის, სოფელ დაბლაგომის და საირხეს ტერიტორიაზე გათხარეს იმდროინდელი ნაქალაქევები. ასევე კოლხეთის დედაქალაქი იყო დღევანდელი ქუთაისის მახლობლად, რომელსაც კუტაიას ან კვატაიას სახელით იხსენიებდნენ. კოლხეთში ამ პერიოდში იჭრებოდა ფული, რომელსაც მეცნიერებმა კოლხური თეთრი შეარქვეს. საკმაოდ მწირი ინფორმაციაა შემორჩენილი კოლხეთის პოლიტიკური ისტორიის, სახელმწიფოებრივი წყობილების და სოციალური ურთიერთობების შესახებ. უდავოა, რომ ამ პერიოდში კოლხეთის სათავეში მეფე დგას, რომლებიც ბერძნების ცნობებით ლეგენდარული აიეტის შთამომავლები იყვნენ. კოლხი წარჩინებულები მკვეთრად განსხვავდებოდნენ უფლებრივი და ქონებრივი მდგომარეობით ქვეყნის რიგითი მოსახლეობისაგან, ამას მოწმობს უხვი არქეოლოგიური მასალა, განსაკუთრებით სამარხისეული ინვენტარი. თუკი ერთ შემთხვევაში გვაქვს საზოგადოების რიგით წევრთა უაღრესად ღარიბი სამარხები, მწირი ინვენტარით, მეორე მხრივ გვხვდება ოქროს ინვენტარი და სხვა ძვირფასი ნივთები.

მიდია და სპარსეთი ამ პერიოდში უძლიერესი სახელმწიფოები იყვნენ და მათ გვერდით დამოუკიდებლად კოლხეთის არსებობა მის სიძლიერეზე მიუთითბს. ამას ისიც მოწმობს, რომ სპარსელებმა ვერ შესძლეს კოლხეთის სრული დაპყრობა და დახარკვა, კოლხები ნებაყოფლობით ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ სპარსეთს უგზავნიდნენ 100 გოგონას და 100 ბიჭს. როგორც ჩანს ეს ხარკი კი არა თავისებური კონტრიბუცია იყო. კოლხეთი ამ ვალდებულებას იღებდა მძლავრი მეზობლის სასარგებლოდ, რათა თავიდან აეცილებინა მისი აგრესია.

კიდევ უფრო მცირე ინფორმაციებია სასპერების შესახებ. როგორც ჩანს ეს აღმოსავლეთ ქართულ ტომთა გაერთიანება იყო, რომელიც საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე იყო განსახლებული. სამხრეთ-დასავლეთით იგი აღწევდა მდინარე ჭოროხსაც და მოიცავდა იმ უძველეს ოლქს რომელმაც დღემდე შემოინახა სასპერების სახელი - სპერი.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი