ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

27/4/2022

ვენახების კადასტრის პროგრამა

Comments

Read Now
 
Picture
ღვინის ეროვნული სააგენტო ქვემო და შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელებას იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის დეტალები და მნიშვნელობა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ვაჭარაძემ და მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსმა, დავით მაღრაძემ აღნიშნული რეგიონების ადმინისტრაციების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს.

აღინიშნა, რომ ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის; კადასტრის შექმნა რთველის პროცესის გამარტივებასა და ყურძნისეული პროდუქტების ხარისხს უზრუნველყოფს. შეხვედრაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, პროგრამის განხორციელების პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში, ჩართვის სრული მზადყოფნა გამოითქვა.

ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთავნეთის რეგიონები ცნობილია ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებითა და უნიკალურობით. აქ გავრცელებული ჯიშებიდან აღსანიშნავია ჩინური, გორული მწვანე, ბუდეშური თეთრი, თავკვერი, შავკაპიტო, ასურეთული შავი, ასევე, იშვიათი ჯიშები: ძელშავი, ჭყაპა, დანახარული, მელიკუდა ქართლის, ჭროღა და სხვა.

გარდა ადგილობრივი ჯიშებისა, ქართლში გავრცელებულია ისეთი უცხოური ჯიშებიც, როგორებიცაა ალიგოტე, პინო შავი, თეთრი და სხვა. ვენახების კადასტრის პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს, პროგრამის ეტაპი კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის რეგიონებში დასრულდა.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი