ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

26/4/2022

ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა ქვეყანაში

Comments

Read Now
 
Picture
„ჩვენი გუნდის აქტიური პოლიტიკური ნების შედეგია ის, რომ დღეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენციის აქტიური კონტროლი მიმდინარეობს და ძალიან ბევრი კეთდება იმისთვის, რომ ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა ქვეყანაში ეფექტიანად იქნეს გაუმჯობესებული”, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მეათე მოწვევის პარლამენტი მიიღო კანონი გარემოსდაცვითი ზიანის შესახებ, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, აქტიური კონტროლი დაიწყო იმ საწარმოების, რომელსაც არა აქვს მოწესრიგებულ ტექნოლოგიური ციკლი და ამით აბინძურებენ პერმანენტულად ატმოსფერულ ჰაერს, რაც პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ჯანმრთელობასთან.

„ბოლო თვეების განმავლობაში, დაახლოებით, ორმოცდაათამდე ობიექტი იქნა შემოწმებული და აქედან, 23 შემოწმებული იქნა ქალაქ რუსთავში.
აქტიური მონიტორინგის შედეგად, რომელშიც საქართველოს პარლამენტი აქტიურად იყო ჩართული, გამოვლინდა მთელი რიგი საკითხები, რომელსაც საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და რუსთავის ხელისუფლება ბიზნესთან ერთად აქტიურად აწესრიგებს იმისთვის, რომ ასოცირების ახალი რეგულირების და ევროკავშირის რეგულაციების ამ რთულ გზაზე, ერთი მხრივ, ხელი შეეწყოს ბიზნესს, რომ გამოასწოროს საწარმოო პროცესი და მეორე მხრივ, ატმოსფერული ჰაერი იყოს სუფთა და ჯანმრთელობისთვის ადეკვატური. ამისთვის, მრავალმილიონიანი ინვესტირება უწევს ბიზნეს და ეს ყველაფერი ხდება სახელმწიფოს მონიტორინგის საფუძველზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს აღარ გვექნება დარღვევების გამოვლენები.

უკვე არის დადებით დინამიკა. საწარმოთა უმრავლესობა ცვლის საწარმოს ციკლს იმისთვის, რომ თვითმონიტორინგის სისტემა იყოს დაყენებული და ის სავალალო შედეგები, რომლებიც წლების განმავლობაში გვქონდა არაერთ ინდუსტრიულ ქალაქში, მათ შორის, ქალაქ რუსთავში, ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდეს”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან კანონს მიიღებს დღეს პარლამენტი მესამე მოსმენით. „ეს არის ის, რაც თბილისში უკვე ორი წელია მოქმედებს. სველი წესით სამშენებლო მასალის დაუმუშავებლობა, ასევე, ტრანსპორტირება გადაუხურავი წესით, სამშენებლო მოედნებზე ამტვერებადი მასალის განთავსება გადაუხურავი წესით გახდება მთელი საქართველოს მასშტაბით სამართალდარღვევის ობიექტი”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი