ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

30/6/2022

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების თანადგომის ქსელი

Comments

Read Now
 
Picture
​ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მადრიდის სამიტის შემდეგ ერთობლივ დეკლარაციას აქვეყნებს. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს რომელიმე ქვეყნისთვის, ნატო იცავს საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს ქარტიის მიზნებს და მზად არის, დაიცვას წესებზე დაფუძებული საერთაშორისო წესრიგი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების თანადგომის ქსელში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სპეციალური წარმომადგენელი დანიელ მაქსვინი.

სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა იმ მნიშვნელობაზე, რასაც საქართველოს მთავრობა ანიჭებს 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და მათი ოჯახების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის წარმატებით და ეფექტიანად განხორციელებას.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების თანადგომის მიზნით განხორციელებული საქმიანობა, იმსჯელეს აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო ხედვებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, გაუჩინარებულთა მოძიების პროცესში მრავალწლიან მოლოდინსა და გაურკვევლობაში მყოფი ოჯახების მდგომარეობისა და საჭიროებების შეძლებისდაგვარად გათვალისწინების მნიშვნელობასა და მათ ცენტრალურ როლზე პროგრამის განხორციელების პროცესში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თბილისიდან, გორიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან; ასევე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

„საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად გაუჩინარებულთა ხვედრის დადგენის და მოძიების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების თანადგომას და მხარდაჭერას. სწორედ პროგრამის ამ კომპონენტში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ მათი საქმიანობა და დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიმსჯელეთ სამომავლო პრიორიტეტებზე. პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, უმნიშვნელოვანესია მის განხორციელებაში ჩართულ ყველა აქტორთან კოორდინირებული მუშაობა, რაზეც სახელმწიფო მინისტრის აპარატი შემდგომშიც და კიდევ ერთხელ მზადყოფნას ადასტურებს“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი