ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

19/8/2021

ადამიანის უფლებები საქართველოს კონსტიტუციაში

Comments

Read Now
 
Picture
შენი უფლებები - ვრცლად
​ისევე როგორც ყველა სხვა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციები, ადამიანის უფლებებს აღიარებს და უზრნველყოფს საქართველოს კონსტიტუციაც (2017 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით).

​კონსტიტუციის მეშვიდე მუხლის თანახმად, “სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს”. 

კონსტიტუციით მეორე თავით დაცულია: 
​
  • ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, პატივისა და ღირსება ხელშეუვალობა;
  • სიტყვის, აზრის, სინდისის, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება;
  • პირადი ცხოვრების, მიმოწერისა და შეტყობინებათა ხელშეუხებლობა;
  • საკუთრების უფლება;
  • თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებლის თავისუფალი არჩევის უფლება;
  • ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების, აზრების თავისუფლად გამოთქმისა და გავრცელების უფლება;
  • შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება;
  • გაერთიანებების შექმნის უფლება;
  • პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება; 
  • ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება;
  • შრომის თავისუფლება;
  • განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლებები.

კონსტიტუციით აკრძალულია სიკვდილით დასჯა. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა.

კონსტიტუცია უზრუნველყოფს ადამიანთა თანასწორობას: “ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.

კონსტიტუციით გარანტირებულია საპროცესო უფლებები: 


  • დაცულია უდანაშაულობის პრეზუმფცია (ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით). 
  • არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. 
  • ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს; 
  • დაცვის უფლება გარანტირებულია.

კონსტიტუცია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობას. დაცულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შექმნის უფლება და თანასწორი საარჩევნო უფლებები. 
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი