ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

16/1/2022

მდგრადი განვითრების პრინციპები და მიზნები

Comments

Read Now
 
Picture
სახელმწიფო
მდგრადი განვითარება საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემაა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.

მდგრადი განვითარება გულისხმობს ეკონომიკური ზრდის ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობას მოკლე, საშუალო და, რაც მთავარია, ხანგრძლივი ვადით. იგი ეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმად, დღევანდელობის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს. მდგრადი განვითარება გულისხმობს პირობების შექმნას გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის გარემოს დაცვის საკითხების მაქსიმალური გათვალისწინებით. მდგრადი განვითარების შესახებ კოპენჰაგენის მსოფლიო სამიტმა 1995 წელს ხაზი გაუსვა სოციალური სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობას.

ბიოლოგიური რესურსების ისეთი გზით და სისწრაფით გამოყენება, რომელიც მომავალში არ გამოიწვევს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირებას და მას მომავალი თაობები საჭიროებების გათვალისწინებით შეინარჩუნებს.

მდგრადი განვითარების კონცეფცია უნდა ემყარებოდეს შემდეგ პრინციპებს:

  • მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენებულ იქნეს ბუნებრივი რესურსები ბუნებაზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარეშე.
  • ცოცხალი რესურსებით საგებლობისას არ მიადგეს ზიანი ბიო მრავალფეროვნებას და დასახული იქნას გზები მისი აღწარმოების და გამრავალფეროვნებისა.
  • უნდა მოიცავდეს რესურსების მართვის პრინციპების განვითარებას, რომლის დროსაც გათვალისწინებული იქნება სამომავლო რისკები.
  • არსებული რესურსების ბაზაზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება
  • ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ მთავარი პრიორიტებების გაამოყოფა და სრულყოფა
  • ტრადიციული ენერგორესურსების ნაცვლად ენერგო განახლებადი რესურსებით ჩანაცვლება შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარების გზით. მდგრადი განვითარების ძირითადი მამოძრავებელ ძალად სწორედ განახლებადი ენერგეტიკა უნდა იქნეს მიჩნეული
  • ბუნებრივი რესურსების კონსევაციის და გამოყენების ჰარმონიზაცია

რესურსების გამოყენების ნიმუში, რომლის მიზანია გარემოს დაცვისას ისე დააკმაყოფილოს ადამიანური საჭიროებები, რომ ეს საჭიროებები შესაძლოა მხოლოდ აწმყოში გვხდებოდეს, მაგრამ ასევე შესაძლოა მომავალ თაობებსაც გააჩნდეთ. ეს ტერმინი ბრუნდტლანდ კომისიის (Brundtland Commission) მიერ გამოიყენებოდა, რაც გახდა ყველაზე ხშირად ციტირებადი განსაზღვრება მდგრადი განვითარებისა, რომელიც “აკმაყოფილებს დღევანდელობის საჭიროებებს, მომავალი თაობების უნარიანობის კომპრომისირების გარეშე, რათა დააკმაყოფილოს მათი საკუთარი საჭიროებები”.

მდგრადი განვითარება აერთიანებს ბუნებრივი ეკოსისტემის პროდუქტიულობის საზრუნავს, კაცობრიობის მიმართ სოციალურ გამოწვევასთან ერთად. 1970 იან წლებში “მდგრადობა” გამოიყენებოდა იმისათვის, რომ აღეწერათ ეკონომიკა “ძირითადი ეკოლოგიური უზრუნველყოფის სისტემების თანაფარდობაში”. ეკოლოგები მიუთითებდნენ “The Limits To Growth” (სახელმძღვანელო) და წარმოადგენდნენ ‘მყარი მდგომარეობის ეკონომიკის” ალტერნატივას, რათა მიექციათ ყურადღება გარემოს საზრუნავისადგმი.

მდგრადი განვითარების სფერო შესაძლოა კონცეპტუალურად დაიყოს სამ შემადგენელ ნაწილად: ეკოლოგიური მდგრადობა, ეკომონიმიკური მდგრადობა და სოციოპოლიტიკური მდგრადობა.

მდგრადი განვითარების მიზნები შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ შემდეგნაირად:

  • ბუნების ცოცხალი რესურსების გამოყენება, თუ ის მდგრადია, წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ბიომრავალფეროვნების* კონსერვაციისათვის, რადგან ასე გამოყენებით მიღებული სოციალური და ეკონომიკური სარგებელი წარმოადგენს მნიშვნელოვან სტიმულს ხალხისათვის რათა დაიცვან ბუნება.
  • ცოცხალი რესურსებით სარგებლობისას ადამიანები ზრუნავენ, რომ შეამცირონ ბიომრავალფეროვნების განადგურება.
  • მდგრადი გამოყენება მოიცავს ამ რესურსების მართვის პრინციპების განვითარებას.
  • მართვის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს რისკი.
  • დღევანდელობის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს
  • მდგრადი განვითარების შესახებ კოპენჰაგენის მსოფლიო სამიტმა (1995 წ.) ხაზი გაუსვა სოციალური სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობას.

ეკონომიკის მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმა უნდა ეფუძნებოდეს მდგრადი განვითარების პრინციპებს და უნდა უზრუნველყოფდეს ეკონომიკის განვითარებს ამ პრინციპების დაცვით. ყოველი ეკონომიკური პროექტი წინასწარ უნდა იქნეს შეფასებული მისი ეკონომიკური სარგებლიანობისა და ბუნებაზე მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, მხოლოდ და მხოლოდ მდგრადი განვითარების არსის და პრინციპების დაცვის ფარგლებში. სტრატეგიული გეგმა უნდა ითვალისწინებდეს მთავარი პრიორიტეტების გამოყოფას, მის ეკონომიკურ და ეკოლოგიურ დასაბუთებას და საბოლოო შედეგებზე ორიენტირებული განხორციელების ოპტიმალური გზების ძიებას.

ამ მიმართულებით ერთ-ერთ შედეგიან პრიორიტეტად მიიჩნევა განახლებადი ენერგო რესურსების მახსიმალური გამოყენება (წყლის, მზის, ქარის, ზღვის ტალღების, გეო თერმული წყლების, ბიო მასის და სხვ). ეს განსაკუთრებით პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისათვის, რამდენადაც მას გააჩნია უზარმაზარი ჰიდრო რესურსები, რომლის გამოყენების კოეფიციენტი დღევანდელი მდგომარეობით ძალიან მოკრძალებულია. ეს საკითხი მნიშვნელოვან აქტუალობას იძენს დღეს ქვეყნის აღმშენებლობის გრანდიოზული მაშტაბებიდან გამომდინარე, რაც შემდგომში აუცილებლად მოითხოვს უფრო მეტ ენერგო რესურსს. აღნიშნული მაგალით ასაბუთებს განვითარების სტრატეგიის იმ მთავარ მიზანს, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსი, ჩაანაცვლოს მან ეკოლოგიურად არასასურველი პროდუქტი და მიიღოს მაღალი ეკონომიკური სარგებელი.

ეკონომიკური უსაფრთხოება ქვენის სტაბილური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. იგი არის ეკონომიკის ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც უზრუნველყოფილია ეკონომიკური ზრდა, მწარმოებლურობის მაღალი დონე, ეკონომიკურ მოთხოვნილებათა ეფექტიანი დაკმაყოფილება, სახელმწიფო კონტროლი ეროვნული რესურსების მოძრაობასა და გამოყენებაზე და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვა საერთაშორისო დონეზე. ეკონომიკური უსაფრთხოების ობიექტია როგორც მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური სისტემა, ისე მისი შემადგენელი სექტორები და ელემენტები. ეკონომიკურ უსაფრთხოებას დიდწილად განაპირობებს ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ამიტომ მნიშვნელოვანია მძლავრი ბიძგი მიეცეს ეროვნულ წარმოებას, რათა შემცირდეს უცხოურ პროდუქციაზე დამოკიდებულება.

ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია ის, რომ ,,ვაჭრობას შეუძლია ყველას მდგომარეობა გააუმჯობესოს”. ამისათვის საჭიროა ქვეყანაში არსებულ ბუნებრივ უპირატესობათა დანახვა, დაფასება და გამოყენება. ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია შემუშავებულ იქნეს მდგრადი განვითარების ეროვნული სტრატეგია, რომელიც მიზნად უნდა ისახავდეს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების ფუნქციონირების და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ჰარმონიზებას, რათა მოხდეს სოციალურად პასუხისმგებელი ეკონომიკის განვითარება, მომავალი თაობებისთვის რესურსული ბაზის შენარჩუნების პირობებში.

გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი