ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

2/6/2022

იძულებით გადაადგილებული პირი

Comments

Read Now
 
Picture
იძულებით გადაადგილებული პირი — მოქალაქე, რომელიც იძულებულია დატოვოს თავისი საცხოვრებელი ადგილი შეიარაღებული კონფლიქტის, სამოქალაქო დაპირისპირების, ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევის, სტიქიური ან ანთროპოგენური ხასიათის უბედურების დროს. ასეთ ვითარებაში ის არ გადაკვეთს იმ სახელმწიფო საზღვარს, რომელიც საერთაშორისოდაა აღიარებული.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონით, ტერმინი იძულებით გადაადგილებულ პირი განიმარტება, როგორც საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

ასევე იძულებით გადაადგილებული პირიების აღსანიშნავად გამოყენება ტერმინი ადგილნაცვალი პირები, რომელთა დეფინიციაც ემთხვევა იძულებით გადაადგილებული პირების დეფინიციასაც. ადგილმონაცვლე პირები არიან საკუთარი ქვეყნის ფარგლებში, საკუთარი კარ-მიდამოდან ომის, რევოლუციის, შიმშილის ან სტიქიური უბედურების მიზეზით ადგილნაცვალი პირი.

1998 წლის „სახელმძღვანელო პრინციპებში იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ“ ტერმინი განმარტებულია, როგორც, პიროვნებები ან პიროვნებათა ჯგუფები, რომლებიც იძულებულები გახდნენ გაქცეულიყვნენ, მიეტოვებინათ საკუთარი სახლები ან მუდმივი საცხოვრებლები, პირველყოვლისა იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინათ გამხდარიყვნენ მსხვერპლნი შეიარაღებული დაპირისპირებებისა, ძალადობისა, ადამიანის უფლებების დარღვევებსა ან/და ბუნებრივი/ხელოვნური კატასტროფებისა, თუმცა მათ საკუთარი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები არ გადაუკვეთავთ.

იძულებით გადაადგილებულ პირთა ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასებისა და მონიტორინგისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა, ჟენევაში 1998 წელს დააფუნეს საერთაშორისო ორგანიზაცია. ორგანიზაციის მიზანია, იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით მაღალი ხარისხის რაოდენობრივი მაჩვენებლების, ანალიტიკური მასალისა და ექსპერტიზის დოკუმენტების შექმნით, შეამციროს პირთა იძულებით გადაადგილების სამომავლო რისკები, ასევე ამ სტატუსის მატარებელი პირებისთვის გაუმჯობესდეს საყოფაცხოვრებო პირობები.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის 2018 წლის ანგარიშში Internal Displacement Monitoring Centre-ის მიერ მომზადებული რაოდენობრივი მონაცემების მიხედვით, 41,3 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილდნენ შეიარაღებული კონფლიქტების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და ძალადობის მიზეზით, რაც 2017 წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია.

​საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ამჟამად 277 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირია, რომლთაც ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებიდან მოუწიათ იძულებით გადაადგილება. Internal Displacement Monitoring Centre (IDMC)-ის მონაცმებით ამჟამად საქართველოში 293 000 იძულებით გადაადგილებული პირია. მონაცემთა სხვაობა ძირითადად განპირობებულია განსხვავებული შეფასებისა და ანალიზის სისტემით.

კანონს, რომელიც საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი ეწოდება, რომლის მიხედვითაც ტერმინი - იძულებით გადაადგილებული პირი, ტერმინ - დევნილთან არის გათანაბრებული და იდენტური სამართლებრივი მდგომარეობა აქვს. ამიტომ, ქართულენოვან წყაროებში იძულებით გადაადგილებულ პირებს, დევნილებადაც მოიხსენიებენ.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი