ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

17/2/2022

კანონის უზენაესობის მოთხოვნები ეროვნულ დონეზე

Comments

Read Now
 
Picture
​კანონის უზენაესობის ძირითად მოთხოვნას შეიძლება კონსტიტუციონალიზმი ეწოდოს. არსებითად, ეს ნიშნავს, რომ იურიდიულ სისტემაში უნდა არსებობდეს ფუნდამენტური კანონების ნაკრები, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და იურიდიულ ძალაუფლებას. ფუნდამენტურმა კანონებმა უნდა განსაზღვროს ის ორგანოები, რომლებიც სახელმწიფოში პასუხისმგებელნი არიან ამ ძალაუფლების განხორციელებაზე როგორც ამ ორგანოებს შორის ასევე მოქალაქეების და კერძო ერთეულების მიმართ.
 
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კანონდებლობამ ზოგადი გაგებით განსაზღვროს სხვადასხვა ტიპის უფლებამოსილების განხორციელების საზღვრები. სხვა სიტყვებით, კონსტიტუციამ უნდა უზრუნვეყოს ძირითადი სტრუქტურა და იურიდიული სისტემის წესები და მიუთითოს, ვინ არის და რა ხარისხით უფლებამოსილი განახორციელოს ძალაუფლება. მოცემული ტიპის ძირითადი იუირიდიული ჩარჩოს არსებობის გარეშე, შეუძლებელია მთავრობის მიერ კანონის უზენაესობის დაცვის ხარისხის გაზომვა მისაღები სიზუსტით.
 
ძირითადი კანონები ჩვეულებრივ ჩამოყალიბებულია ფორმალური ხასიათის წერილობით დოკუმენტში, რომელიც წარმოადგენს ძირითადი კანონების მოკლე შემაჯამებელ დოკუმენტს და მას „კონსტიტუცია“ ეწოდება.
 
სამწუხაროდ, არსებობს სახელმწიფოები, რომელთაც გააჩნიათ წერილობით კონსტიტუცია, რომელიც არ ასახავს ძალაუფლების აღსრულების რეალურ სურათს ან არ აკმაყოფილებს ზემოთ განხილული ჩარჩოს ძირითად მოთხოვნებს. ამგვარ სახელმწიფოებში, წერილობითი კონსტიტუციები უფრო მოჩვენებითი ხასისათისაა.

ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არსებობს სახელმწიფოები, რომელთაც არ გააჩნიათ კონსტიტუცია. არსებობს ასევე სახელმწიფოები (მაგალითად ისრაელი) სადაც კონსტიტუცია წარმოადგენს სხვადსხვა კანონებისა და კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტების ნაკრებს. ამგვარმა სისტემებმა შეიძლება იარსებოს მხოლოდ წერილობით კონსტიტუციასთან ერთიანობაში. უდავოა, რომ პოლიტიკოსებს გააჩნიათ ვალდებულება, გაეცნონ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას. ზოგიერთ ქვეყანაში ტარდება შესავალი კურსი ან სასწავლო სემინარები პარლამენტის ახალი წევრებისათვის.
 
აშკარაა, რომ წესებმა მხოლოდ მაშინ შეიძლება წარმართოს ქცევა, თუკი ის ადამიანები, რომელთათვისაც არის ამგვარი წესები შექმნილი, ინფორმირებულნი არიან წესების არსებობის შესახ. სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს კანონების გამოქვეყნება, მათი განსაჯაროება.
 
უფრო მეტიც, კანონები უნდა იყოს საკმაოდ ცხადი, რადგან ადამიანები ვერ დაემორჩიელბიან კანონებს, თუ არ ესმით ეს კანონები.
 
ასევე მნიშვნელოვანია, რომ კანონის მოქმედებას გააჩნდეს პროსპექტიული და არა რეტროაქტიური ხასიათი. კანონის გამოყენების არა-რეტროაქტიული ასპექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალში. სწორედ ამიტომ მოცემული ასპექტი განსაკუთრებითარის დაცული ადამიანის უფლებების უნივერსალურ დეკლარაციაში (1948). დეკლარაციის მუხლ 11-ში, პარაგრაფ 2-ში ვკითხულობთ: „არავის შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმგვარ დანაშაულზე, რომელიც არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის ნაწილს, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში, დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის…”. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონულმა კონვენციებმა მოგვიანებით მოახდინეს მოცემული ფუნდამენტური უფლების დადასტურება.
 
თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ხასიათის გამონაკლისი მოცემული წესიდან, კერძოდ - პასუხისმგებლობა გარკვეულ საერთაშორისო სისხლის სამართლის ხასიათის დანაშაულზე. ზემოთ ხსენებული გამონაკლისი გამომდინარეობს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების მუხლი 15, პარაგრაფ 2-დან, სადაც ვკითხულობთ: “მოცემულ მუხლში ჩანაწერმა არ უნდა შეუშალოს ხელი ნებისმიერი პირის გასამართლებას და დასჯას იმ აქტისთვის ან გადაცდომისთვის, რომელიც მისი ჩადენის მომენტში წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულს ერების საზოგადოებების მიერ კანონის ზოგადად აღიარებული პრინციპების შესაბამისად.“ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით გაფორმებული სხვა ხელშეკრულებებიც მოიცავს მსგავს დებულებებს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე მოვიხსენიოთ რომის წესდებით განსაზღვრული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციაც (1998).
 
უფრო მეტიც, კანონები და განსაკუთრებით კი კონსტიტუცია, უნდა იყოს სტაბილური დროის განმავლობაში. ძალზე ხშირად არ უნდა ხდებოდეს მათში ცვლილებების და დამატებების შეტანა. თუკი კანონები ხშირად იცვლება, რთული ხდება მათი დაცვა. ხშირ ცვლილებას ასევე მივყავართ კანონის შინაარსთან დაკავშირებულ მუდმივ

გაურკვევლობამდე. ამასთან, შეუძლებელი ხდება იმგვარი ქმედებების განხორციელება, რომლებიც საჭიროებენ გრძელვადიან დაგეგმვას. მაგალითად, თუკი რომელიმე პირი გეგმავს ბიზნესის წამოწყებას, მისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ გადასახადებთან და საგადასახადო დარღვევებთან დაკავშირებული კანონები, უხეშად რომ ვთქვათ, არ შეიცვლება ახლო მომავალში.
 
რა თქმა უნდა, სტაბილობა შეფარდებითი ცნებაა. შეუძლებელია იმ პერიოდის დაფიქსირება, რომლის ფარგლებშიც არ მოხდება კანონების შეცვლა. უფრო მეტიც, სტაბილობა უფრო მნისვნელოვანია ზოგიერთ სფეროში და ნაკლებად მნიშვნელოვანი სხვა სფეროში. პრაქტიკიდან გამომდინარე, კანონები, რომლებიც არეგულირებს ისეთ საკითხებს, რომლებიც საჭიროებენ ფრთხილ დაგეგმვას და გრძელ-ვადიან გადაწყვეტილებებს ნაკლები სიხშირით უნდა შეიცვალოს იმ კანონებთან შედარებით, რომელთა მოქმედების სფეროშიც უფრო მოკლე-ვადიანი გადაწყვეტილებებია ზოგადად გავრცელებული.
 
ერთ-ერთ ცნობილ სასამართლო საქმეშიSunday Times v. United Kingdom (სანდეი თაიმზი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ) (1979), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჯამა ზემოთ განხილული მრავალი მოთხოვნა: “კანონი ადექვატურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს: მოქალაქეს შესაძლებლობა უნდა ქონდეს მიიღოს მითითება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ადექვატური მოცემულ გარემოებებში და რა იურიდიული წესები მოქმედებს მოცემულ შემთხვევაში ... ვერ მოხდება ნორმის განხილვა
„კანონის“ დონეზე, თუ იგი არ არის ფორმულირებული საკმარისი სიზუსტით, რაც საშუალებას აძლევს მოქალაქეს დაარეგულიროს საკუთარი ქმედება: მას უნდა შეეძლოს - საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რჩევის საფუძველზე - წინასწარ, არსებული გარემოებების შესაბამისად, განსაზღვროს მოცემული ქმედების შედეგები.“
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი