ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

1/2/2022

დიდი ქართველები - ნიკო ბაგრატიონი (ბური)

Comments

Read Now
 
Picture
ნიკო ბაგრატიონი (ბური) - (1868 - 1933) იყო  მე-19 და მე-20 საუკუნის დამდეგის ერთ–ერთი გამოჩენილი მოღვაწე, დაიბადა 1868 წ. მუხრანში გიორგი და ანა ბაგრატიონების ოჯახში. ეკუთვნოდა ქართლის ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს და იყო არჩილ II შთამომავალი. მშობლებმა იგი მეომრად და მსროლელად აღზარდეს.

აფრიკაში ლომებზე ნადირობის სურვილით შეპყრობილი ნიკო ბაგრატიონი 1899 წელს გაემგზავრა პეტრბურგს, იქიდან პარიზში, შემდეგ მარსელის გავლით ალექსანდრიაში ეგვიპტეში. მისი ჩასვლა დაემთხვა ინგლისელებისა და ბურებს შორის ომს. ნიკო ბაგრატიონი, როგორც მოხალისე ტრანსვაალში გაემგზავრა და ინგლისელების წინააღმდეგ იბრძოდა. იგი ახლოს გაეცნო ტრანსვაალის პრეზიდენტს პაულუს კრიუგერს, გამოჩენილ სარდლებს პეტრუს ჟებერსა და ლუის ბოტას.

ნიკო ბაგრატიონი სრულ თანაგრძნობას უცხადებდა ბურებს: "ბურების მდგომარეობა როგორღაც მაგონებდა ჩემს სამშობლოს და მწამდა თუ შევერკინებოდი ბურების მტრებს, ეს იმას ნიშნავდა, რომ მე ამით სამაგიეროს გადავუხდიდი ჩემი ქვეყნის მტრებსაც."–წერდა იგი მემუარებში.

ერთ–ერთი შეტაკების დროს ნიკო ბაგრატიონი ინგლისელებს ჩაუვარდა ტყვედ და ასევე ტყვედ ჩავარდნილ 100 ბურთან ერთად დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა როგორც სამეფო საგვარეულოს შთამომავალს, განაჩენი წმ. ელენეს კუნძულზე გადასახლებით შეუცვალეს. საიდანაც იგი ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ნიკო ბაგრატიონმა ღიად გაილაშქრა ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ. მან დაკარგა მთელი ქონება, თუმცა სასწაულით გადაურჩა ბოლშევიკურ "წმენდას", რომელმაც ფაქრობრივად მოსპო ქართველი თავად–აზნაურობა. ქალიშვილები ირინა და ნატალია საფრანგეთში გაგზავნა, თვითონ კი თავისი ცხოვრების ბოლო წლები სამშობლოში უკიდურეს სიღარიბეში გაატარა. ნიკო ბურმა დაწერა წიგნი "ბურებთან", სადაც აღწერა თავის თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება.

ნიკო ბური გარდაიცვალა თბილისში 1933 წელს.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი