ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

27/3/2022

გეოპოლიტიკა - არსი და ძირითადი კრიტერიუმები

Comments

Read Now
 
Picture
გეოპოლიტიკა (გეოგრაფიული პოლიტიკა) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში გეოგრაფიული ფაქტორის როლს და მის გავლენას ქვეყნის ეროვნული ინტერესების ჩამოყალიბებაზე, სახელმწიფოთა ან სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციების მიერ ტერიტორიების გაყოფისა და გავლენის სფეროებად გადანაწილების კანონზომიერებებს.

გეოპოლიტიკა მიეკუთვნება საზოგადოებრივ–გეოგრაფიულ მეცნიერებათა ჯგუფს და წარმოადგენს პოლიტიკური გეოგრაფიის ნაწილს. განასხვავებენ — ტრადიციულ, ახალ (გეოეკონომიკა) და უახლეს (გეოფილოსოფია) გეოპოლიტიკას. ტრადიციული გეოპოლიტიკა აქცენტს აკეთებს სახელმწიფოს სამხედრო–პოლიტიკურ სიმძლავრეზე და უცხო ტერიტორიების დაპყრობისას გეოგრაფიული ფაქტორების დომინანტურ როლზე. ახალი (გეოეკონომიკა) ტრადიციულისგან განსხვავებით აქცენტს აკეთებს სახელმწიფოთა ეკონომიკურ სიმძლავრეზე. უახლესი გეოპოლიტიკა, რომელშიც სამხედრო და ეკონომიკურ სიმძლავრეზე დომინირებს სულიერი ძალა, ეხმარება სახელმწიფოებს ტრადიციული და ეკონომიკური დეტერმინიზმის დაძლევაში საბაზისო ფაქტორების გაფართოების ხარჯზე საერთაშორისო ურთიერთობებში ქცევის განსაზღვრაში.

გეოპოლიტიკის, როგორც საგარეო პოლიტიკური პრაქტიკის, მთავარი მიზანია სახელმწიფოს გეოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ე.ი. გეოპოლიტიკის მთავარი მიზანი - ეს არის ნებისმიერი ქვეყნის გეოსტრატეგიის შემუშავება. გეოპოლოტიკური მიდგომის სინთეზური შესწავლა გულისხმობს ნებისმიერი ქვეყნის ან რეგიონის გეოგრაფიულ, სოციალ-პოლიტიკურ, სამხედრო, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და ქვეყნის სხვა სიძლიერის განმსაზღვრელ ფაქტორთა კომბინირებულ შესწავლას და შეფასებას.

ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის შეფასებისას უდიდესი ყურადღება ექცევა როგორც გეოგრაფიულ ფაქტორს, ასევე ეკონომიკურ და სტრატეგიულ პოზიციებს, ქვეყნის წარსულს, მის მეზობელთან ამ ქვეყნის ნებისმიერ ურთიერთობას, მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ვითარებას.

XX საუკუნის ისტორიამ უდიდესი გავლენა იქონია არაერთი დიდი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის განვითარების თავისებურებაზე. ამის ნათელი მაგალითია დასავლეთ ევროპის მრავალი ქვეყნის გეოპოლიტიკური ფაქტორების განვითარების გზები.

​ამ მხრის საინტერესოა საფრანგეთის გეოპოლიტიკური მდგომარეობის ცვალებადობა. ბოლო ასწლედმა ნათლად ასახა ის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რომელთაც ადგილი ჰქონდა ქვეყნის, როგორც საშინაო, ასევე, საგარეო პოლიტიკაში და რომლებმაც უდიდესი გავლენა იქონია საფრანგეთის გეოპოლიტიკური მდგომარეობის თანამედროვე პოზიციების ჩამოყალიბებაში.

ნებისმიერი ქვეყნის გეოპოლიტიკური სიმძლავრეების ძირითადი კრიტერიუმებია:
​
  • ტერიტორიის ზედაპირი
  • საზღვრების ბუნება, ზღვაზე გასასვლელი
  • მოსახლეობის რაოდენობა
  • ბუნებრივი რესურსები
  • ფინანსური სიძლიერე
  • ეკონომიკისა და ტექნიკის განვითარების დონე
  • ეთნიკური ერთგვაროვნება
  • სოციალური ინტეგრაციის დონე
  • პოლიტიკური სტაბილურობა
  • ეროვნული სული

გეოპოლიტიკური კონცეფცია ჩამოყალიბდა XIX/XX საუკუნეთა მიჯნაზე. ტერმინი „გეოპოლიტიკა“ პირველად იხმარა 1899 წელს შვედმა პოლიტოლოგმა და სახელმწიფოთმცოდნემ რუდოლფ ჩელენმა, თუმცა მან ფართო გამოყენება ჰპოვა 1916 წელს გამოსული წიგნის „სახელმწიფო, როგორც ორგანიზმი“ შემდეგ. ჩელენთან ერთად გეოპოლიტიკური მეცნიერების კლასიკოსებად ითვლებიან ბრიტანელი გეოგრაფი და პოლიტიკოსი ჰელფორდ ჯონ მაკინდერი, საზღვაო სტრატეგიების ამერიკელი ისტორიკოსი ალფრედ მეჰენი, გერმანელი გეოგრაფი, პოლიტიკური გეოგრაფიის ფუძემდებელი ფრიდრიჰ რატცელი, გერმანელი მკვლევარი კარლ ჰაუსჰოფერი, საერთაშორისო ურთიერთობების ამერიკელი მკვლევარი ნიკოლას სპიკმენი.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან გეოპოლიტიკის განხილვის საგნად იქცა ისეთი ცნენები და მოვლენები, როგორიცააː „ცივი ომი“, „სამხედრო–სტრატეგიული პარიტეტი“, აგრეთვე, ფართოდ შემოვიდა სახელმწიფოებთან მიმართებაში ისეთი ცნებები, როგორიცაა „ზესახელმწიფო“, „დიდი“, „რეგიონალური“, „ბირთვული“, „კოსმოსური“, „ეკონომიკური“ და სხვა კომპლექსური ან ცალკეული მახასიათებელი, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ქვეყნებზე.

გეოპოლიტიკა ეყრდნობა გეოგრაფიას. მისი შესწავლის ძირითადი ობიექტია მსოფლიოს გეოპოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც მრავალი ტერიტორიული მოდელით არის წარმოდგენილი. მოდელირება ხდება საერთოპლანეტარულ დონეზე. გეოპოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანაა, ტერიტორიებზე კონტროლის ფორმების და მექანიზმების კვლევა. ასევე, რეგიონული და ლოკალური ზონები. მაგ: საზღვრების კვლევა, სადავო ტერიტორიების პრობლემა, სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები და ა.შ. რეგიონალური და ლოკალური პრობლემების კვლევა ხდება, როგორც საერთო მთლიანიდან ნაწილის გამოყოფა.

გეოპოლიტიკის სამეცნიერო წრეები გვთავაზობენ კითხვათა გეოგრაფიულ, ისტორიულ, სოციოლოგიურ ანალიზს, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკასა და ტერიტორიულ სტრუქტურებთან სხვადასხვა დონეზე (სახელმწიფოებრივიდან საერთაშორისომდე). ამასთან, განიხილება გეოგრაფიის პოლიტიკური, ეკონომიკური (გეოეკონომიკა) და სტრატეგიული (სტრატეგიული გეოგრაფია) მნიშვნელობა ადგილმდებარეობის, ფართობის, ფუქციების, რესურსებისა და ადგილობრივი ურთიერთობების გათვალისწინებით.

ერთ–ერთი წამყვანი ამერიკელი გეოპოლიტიკოსი, ზბიგნევ ბჟეზინსკი, აცხადებს, რომ გეოპოლიტიკა არის „მსოფლიო ჭადრაკის დაფა“ პოზიტიური თამაშის თეორია.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი