ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

31/1/2022

კანონის უზენაესობის სამი შემადგენელი ელემენტი

Comments

Read Now
 
Picture
კანონის უზენაესობის განმარტებისას შემდეგი არსებითი კითხვა უნდა დაისვას: კონკრეტულად რას აღნიშნავს სიტყვა კანონი ფრაზაში - კანონის უზენაესობა? კანონის უზენაესობაში სამი ასპექტი შეიძლება გამოიყოს.

პირველ რიგში, კანონის უზენაესობა გულისხმობს, რომ კანონები არის წესების ის ერთობლიობა, რომელთაც გააჩნიათ რიგი ფორმალური მახასიათებლებისა. ამ მახასიათებელებს ფორმალური ეწოდება, რადგან ისინი არაფერს მიუთითებენ კანონთა შინაარსზე ან არსზე. ფორმალური მახასიათებლის მაგალითი: კანონის ძალაში შესვლა მოიცავს ისეთ თავისებურებებს, რომლებიც მიუთითებს რომ ეს არის კანონმდებლობის ნაწილი, რომელიც გამოქვეყნდა ეროვნულ იურიდიულ გაზეთში, და გამოცემის ხარისხი იმდაგვარია, რომ იმ პირებს, რომელთათვისაც არის კანონი გამიზნული, შეუძლიათ გაეცნონ კანონს.

მეორე ასპექტი ეხება იმ გზას, თუ როგორ ხდება კანონის მიღება. ზოგადად ორი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ. კანონი შეიძლება მიღებული იქნას იმ პირების მიერ, რომლებიც არჩეულ იქნენ და შესაბამისად ანგარიშვალდებულნი არიან იმ ხალხის მიმართ, ვინც ისინი აირჩია. კანონის შექმნა შეიძლება მოხდეს დემოკრატიულად ან სისტემაში, რომელსაც არ ახასიათებს დემოკრატია. უდავოა, რომ კანონის უზენაესობა შეიძლება მხოლოდ დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში აღსრულდეს სრულად.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში ყველა კანონის მიღება არ ხდება პარლამენტის ან სხვა არჩევითი ორგანოს მიერ. კანონ-შემოქმედებითი უფლებამოსილება შეიძლება დელეგირდეს სხვა ორგანოებზე, როგორიცაა რეგიონალური ან ადგილობრივი ერთეულები. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი დემოკრატიული სისტემის შემთხვევაში, პარლამენტში შეიძლება არსებობდნენ ისეთი წარმომადგენლები, რომლებიც არ იყვნენ არჩეულნი. მთავარი ისაა, რომ ის პირები, რომელთაც მინიჭებული აქვთ კანონშემოქმედებითი უფლებამოსილება, ექვემდებარებიან კანონს და შესაბამის კონსტიტუციონალურ ზედამხედველობას.

არასწორი იქნება იმის უარყოფა, რომ კანონის უზენაესობის ფორმალური მახასიათებელების განხორციელებას გარკვეული ხარისხით ზოგიერთ არა-დემოკერატიულ პოლიტიკურ სისტემებშიც ვხვდებით. ამ სისტემებში, პოლიტიკოსებს აქვთ ძალაუფლების აღსრულების შესაძლებლობა კანონის ფარგლებში, თუმცა ჩვეულებრივ თავად არ ექვემდებარებიან კანონს. ეს სისტემები ხასიათდება არა კანონის უზენაესობით არამედ კანონით მანიპულირებით.

მესამე ასპექტი ეხება კანონის შინაარსს. ამ მიმართებით კრიტიკულ ელემენტს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კანონის უზენაესობამ უნდა პატივი სცეს ადამიანის უფლებებს. ეს განსაკუთრებით მართებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შემთხვევაში.
 
რთული წარმოსადგენია, მაგალითად, როგორ შეიძლება იარსებოს კანონის უზენაესობამ, თუკი არ არსებობს სიტყვის თავისუფლებისა და ასოცირების უფლებებისადმი პატივისცემა. ამასთან აქვე შემოდის თამაშში ადამიანის ისეთი სხვა უფლებები, როგორიცაა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები.

ზემოთ განხილული არ ნიშნავს, რომ ყურადღების მიღმა უნდა დარჩეს მოთხოვნა - კანონები უნდა იყოს კანონიერი - ანუ ქვეყნის მოქალაქეები ნდობას უცხადებენ კანონმდებელს. ამგვარი ნდობის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ დემოკრატიული პროცესის შემთხვევაში, განსაკუთრებით ეს ეხება ნაციონალურ ასამბლეას ან პარლამენტს, რომლის არჩევაც საიდუმლო ხმის მიცემის პროცესით ხორციელდება.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი