ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

26/5/2022

ევროპის კულტურული კონვენცია

Comments

Read Now
 
Picture
ევროპის კულტურული კონვენცია მიღებულ იქნა 1954 წლის 19 დეკემბერს პარიზში (საფრანგეთი) და ძალაში შევიდა 1955 წლის 5 მაისს (ევროპის საბჭოს ხელშეკრულების სერია No. 018).
 
ამ კონვენციის ხელმომწერნი, ევროპის საბჭოს წევრი მთავრობები,
თვლიან რა, რომ იმ იდეალებისა და პრინციპების დასაცავად და განსახორციელებლად, რომლებიც წარმოადგენენ მათ საერთო მემკვიდრეობას, საჭიროა მიღწეულ იქნას ევროპის საბჭოს წევრებს შორის მჭიდრო ერთობა;
თვლიან რა, რომ ევროპის ხალხებს შორის ურთიერთგაგება ხლს შეუწყობდა აღნიშნუილ მიზნისაკენ წინსვლას;
თვლიან რა, რომ დასახული მიზნების მისაღწევად სასურველია ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს შორის არა მხოლოდ ორმხრივი კონვენციების დადება, არამედ ევროპის კულტურის განვითარების, დაცვისა და ხელშეწყობისკენ მიმართული შეთანხმებული პოლიტიკის წარმოება;
გადაწყვიტეს რა დადონ საერთო ევროპული კულტურული კონვენცია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მოქალაქეების მიერ, აგრეთვე იმ ქვეყნების მოქალაქეების მიერ, რომლებიც შეიძლება შემდეგ შეუერთდნენ ევროპის საბჭოს, სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ენების, ისტორიისა და კულტურის, აგრეთვე საერთო ევროპული ცივილიზაციის შესწავლის ხელშეწყობა,
შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1
თითოეული ხელშემკვრელი მხარე იღებს სათანადო ზომებს ევროპის საერთო კულტურულ მემკვიდრეობაში თავისი ეროვნული წვლილის განვითარების, დაცვისა და ხელშეწყობისატვის.

მუხლი 2
თითოეული ხელშემკვრელი მხარე, შესაძლებლობის ფარგლებში,
ა) ხელს შეუწყობს თავის მოქალაქეებს სხვა ხელშემკვრელი მხარეთა ენების, ისტორიის, ცივიილზაციის, კულტურის შესწავლაში და შეუქმნის სათანადო პირობებს თავის ტერიტორიაზე სხვა ხელშემკვრელ მხარეთა წარმომადგენლებს თავისი ენის, ისტორიისა და ცივიილზაციის შესასწავლად;
ბ) ისწრაფვის ხელი შეუწყოს თავისი ენის თუ ენების, ისტორიის, ცივილიზაციის სწავლებას სხვა ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე და უქმნის სათანადო პირობებს ამ უკანასკნელთა მოქალაქეებს თავის ტერიტორიაზე მსგავსი სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად.

მუხლი 3
ხელშემკვრელი მხარეები აწარმოებენ კონსულტაციებს ევროპის საბჭოს ფარგლებში, რატა შეათანხმონ თავისი მოქმედება იმ კულტურული ხასიათის საქმიანობის განვითარების მიზნით, რომელიც წარმოადგენს საერთო ევროპული ინტერესის საგანს.
 
მუხლი 4
თითოეული ხელშემკვრელი მხარე შესაძლებლობის ფარგლებში ხელს შეუწყობს მეორე და მესამე მუხლით განსაზღვრული მიზნებისათვის ფიზიკურ პირთა, აგრეთვე კულტურული ღირებულების მქონე ფასეულობების მოძრაობას თავის ტერიტორიაზე.

მუხლი 5
თითოეუილ ხელშემკვრელი მხარე მიიჩნევს მისი კონტროლის ქვეშ მყოფ საერთო ევროპული კულტურული ფასეულობების მქონე ნივთებს საერთო ევროპული კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელ ნაწილად და იღებს საჭირო ზომებს მათ დასაცავად და ხდის მათ საზოგადოებისატვის ხელმისაწვდომს.

მუხლი 6
1. მოცამული კონვენციის დებულებების შესრულებასთან დაკავშირებუილ წინადადებები და მათი ინტერორეტაციიდან გამომდინარე საკითები განიხილება ევროპის საბჭოს კულტურის ექსპერტთა კომიტეტის სხდომებზე.
2. ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ ქვეყანას, რომელიც შეუერთდა მოცემულ კონვენციას 9-ე მუხლის 4-ე პუნქტის დებულებების შესაბამისად შეუძლია წინა პარაგრაფით გათვალისწინებულ სხდომებზე მიავლინოს თავისი ერთი ან რამდენიმე წარმომადგენელი.
3. მოცემული მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებულ შეხვედრებზე მიღებული დასკვნები რეკომენდაციების სახით წარედგინება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, თუკი საქმე არ შეეხება იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იმყოფებიან ექსპერტთა კომიტეტის კომპეტენციაში, ატარებენ ადმინისტრაციულ ხასიათს და არ მოითხოვენ დამატებით ხარჯებს.
4. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი აცნობებს საბჭოს წევრებს, ისევე როგორც მოცემუი კონვენციის ხელმომწერი ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას, მინისტრთა კომიტეტის ან კულტურის ექსპერტთა კომიტეტის მიერ მასთან დაკავშირებით მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას.
5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე აცნობებს სასურველ დროს ავეოპის საბჭოს გენერალურ მდივანს ყველა იმ ზომების შესახებ, რომლებიც შეიძლება მან მიიღოს მოცემული კონვენციის დებულებათა შესასრულებლად მინისტრთა კომიტეტის თუ კულტურის ექსპერტთა კომიტეტის გადააწყვეტილებათა საპასუხოდ.
6. იმ შემთხვევაში, თუ მოცემუი კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულებები საინტერესოა მხოლოდ ხეკშემკვრელ მხარეთა გარკვეული აწიისათვის, ამგვარი წინადადების განხილვა წარმოებს 7-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად, თუკი ეს არ მოითხოვს დამატებით ხარჯებს ევროპის საბჭოს მხრიდან.

მუხლი 7
თუ მოცემული კონვენციით დასახული მიზნების მისაღწევად ორ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეს სურს მოაწყოს ევროპის საბჭოს შტაბ-ბინაში სხვა შეხვედრები გარდა 6-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებუილ შეხვედრებისა, საბჭოს გენერალური მდივანი მათ აღმოუჩენს ყველა საჭირო სახის ადმინისტრაციულ დახმარებას.

მუხლი 8
მოცემული კონვენცია არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს:
ა) ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ უკვე დადებული ორმხრივი კულტურული კონვენციის დებულებებზე ან მის მიერ შემდგომში ამგვარი კონვენციის დადებაზე.
ბ) ნებისმიერი ფიზიკური პირის ვალდებულებაზე დაიცვას ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონები და წესები უცხოელთა ქვეყანაში შესვლასთან, დარჩენასთან და ქვეყნიდან გამგზავრებასთან დაკავშირებით.
 
მუხლი 9
1. მოცემული კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისათვის. იგი ექვემდებარება რატიფიცირებას, სარატიფიკაციო სიგელების დეპოზიტარია ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი.
2. სამი ხელმომწერი მთავრობის მიერ სარატიფიკაციო სიგელების დეპონირებისთანავე მოცემუილ კონვენცია ძალაშჳ შედის აღნიშნუილ მთავრობებისათვის.
3. დანარჩენი ხელმომწერი მთავრობებისათვის კონვენცია ძალაში შედის მათ მიერ სარატიფიკაციო სიგელების დეპონირების თარიღიდან.
4. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლია განსაზღვრუილ ვადებითა და პირობებით, მისი შეხედულებისამებრ, შესთავაზოს საბჭოს არაწევრ ევროპულ ქვეყანას შეუერთდეს მოცემულ კონვენციას. ამგვარად მიწვეული სახელმწიფო კონვენციას უერთდება შეერთების სიგელის ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის დეპონირების საფუძველზე. მიერთება ძალაში შედის სიგელის დეპონირების თარიღიდან.
5. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცნობებს საბჭოს წევრ და მიერთებულ ქვეყნებს სარატიფიკაციო და მიერთების სიგელების დეპონირების შესახებ.

მუხლი 10
ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია განსაზღვროს მოცემული კონვენციის დებულებათა მოქმედების ტერიტორია თავის დეკლარაციაში ევროპის საბჭოს ენერალური მდივნის მისამართზე,მრომელსაც ეს უკანასკნელი აცნობებს ყველა ხელშემკვრელ მხარეს.

მუხლი 11
1. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოახდინოს მოცემული ხელშეკრულების დენონაცია მისი მოქმედებაში ყოფნის ხუტწლიანი პერიოდის შემდეგ ნებისმიერ დროს, რისთვისაც იგი წერილობით შეტყობინებას უგზავნის ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, რომელიც თავის მხრივ აცნობებს სხვა ხელშემკვრელ მხარეებს.
2. ამგვარი დენონსაცია ძალაში შედის აღნიშნული ხელშემკვრელი მხარისათვის ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.
რის დასტურადაც, შესაბამისი მთავრობების მიერ სრული უფლებამოსილებით არჭურვილმა პირებმა ხელი მოაწერეს მოცემულ კონვენციას.
შესრულებულია პარიზში 1954 წლის 19 დეკემბერს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ერთ პირად, ამასთან ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს და ინახება ევროპის საბჭოს არქივში. გენერალური მდივანი მოცემული კონვენციის დამოწმებულ ასლებს გადასცმს კონვენციის ხელმომწერ ან მასთან მიერთებულ თითოეულ მთავრობას.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი