ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

3/2/2022

კანონის უზენაესობა საერთაშორისო დონეზე

Comments

Read Now
 
Picture
სამართლებრივი ნორმების შემუშავება ეროვნიულ დონეზე ხდება. ტრადიციულად, ეს არაა ჩვეული და ფართოდ გავრცელებული ტერმინი საერთაშორისო სამართლოს სფეროში. თუმცა, გასული ათწლეულების მანძილზე საზოგადოდ მიღებულ იქნა, რომ საერთაშორისო იურიდიული და პოლირიკური სისტემა პატივს უნდა სცემდეს კანონის უზენაესობას.
​
არ არსებობს ეროვბულ და საერთაშორისო დონეებზე კანონის უზენაესობის ცნებებს შორის რაიმე არსებითი განსხვავება. ორივე შემთხვევაში კანონის ნიშნავს, რომ აუცილებელია კანონის დაცვა. საერთაშორისო დონეზე, კანონის უზენაესობა, პირველ რიგში შეეხება სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, თუმცა, არამარტო მათ. ეს განსხვავება

ხელს არ უშლის ამ ცნების არსებითი მნიშვნელოვის გადატანას ეროვნული დონიდან საერთაშორისო დონეზე. საერთაშორისო დონეზე კანონის უზენაესობა უბრალოდ ნიშნავს, რომ საერთაშორისო კანონმდებლობას პატივი უნდა სცენ მისმა სუბიექტებმა, სხვა სიტყვებით – სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ბევრ შემთხვევაში ეს ასევე შეეხება ინდივიდუალურ პირებს და სხვა კერძო ერთეულებს.

თუმცა. მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ არსებობს მნიშვნელოანი განსხვავება ეროვნულ იურიდიულ და პოლიტიკურ სისტემებსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის. ეროვნულ დონეზე, კანონის უზენაესობა, პირველ რიგში, შეეება იერარქიულ დამოკიდებულებას სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებს შორის. საზოგადოდ, კანონის უზენაესობა წარმოადგენს იმის გაგებას, თუ როგორ უნდა იყოს ორგანიზებული და როგორ უნდა მოქმედებდეს სრულუფლებიანი სახელმწიფო.

საერთაშორისო დონეზე ასეთი იერარქიის ექვივალენტი არ არსებობს. საერთაშორისო საზოგადოება მოიცავს 190–ზე მეტ სუვერენულ სახელმწიფოს და მრავალრიცხოვან საერთაშორისო ორგანიზაციებს. არ არსებობს „ზე–სახელმწიფო“ ან „მსოფლიოს მთავრობა“, რომლებსაც დაექვემდებარებოდნენ ეს სახელმწიფოები ან ორგანიზაციები.

მაგალითად მოვიყვანოთ კანონშემოქმედება. ეროვნულ დონეზე კანონები იქმნება სახელმწიფოს და მისი ორგანოების მიერ. საერთაშორისო დონეზე, ასეთი ცენტრალური კანონმდებლობა არ არსებობს. ამის ნაცვლად, კანონშემოქმედება წარმოადგენს სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივ ძალისხმევას. არსებობს საერთაშორისო კანონმდებლობის ორი ძირითადი წყარო: ჩვეულებრივი სამართალი და სახელშეკრულებო სამართალი. ჩვეულებრივი სამართალი მოიცავს სახელმწიფოს პრაქტიკას, რომელიც ფართოდ აღიარებულია სახელმწიფოს თემის მიერ და განსაზღვრავს მოქმედების წესებს, რომლების დაცვაც აუცილებელია. ამგვარად, ჩვეულებრივი სამართალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სურს სახელმწიფოს მიღოს, როგორც წესი; წესი არ გახდება ან აღარ იქნება ჩვეულებრივი სამართლის ნაწილი, თუ სახელმწიფოები, საზოგადოდ, უარყოფენ მას.
სახელშეკრულებო სამართალი ეყრდნობა იმ პრინციპს, რომ აუცილებელია შეთანხმებების დაცვა, რაც გამოიხატება ლათინურად pacta sunt servanda. შესაბამისად, სახელშეკრულებო სამართალი მოიცავს ხელშეკრულებებს ორ სახელმწიფოს შორის (ორმხრივი ხელშეკრულებები) ან რამდენიმე სახელმწიფოს შორის (მრავალმხრივი ხელშეკრულებები), სხვადასხვა საგანთან დაკავშირებით. სახელმწიფოებისთვის სავალდებულო არაა ის ხელშეკრულებები, რომელთა მხარესაც ისინი არ წარმოადგენენ, ან ხელშეკრულების წესების მიხედვით, რომლებიც მათ გაითვალისწინეს.

ზოგიერთ    შემთხვევაში,    სახელშეკრულება    სამართალი        წარმოადგენს    ჩვეულებრივი საერთაშორისო სამართლის კოდიფიკაციას. საპირისპიროდ, ხელშეკრულებები, რომლებიც რომლებიც რატიფიცირებულია სახელმწიფოთა დიდი უმრავლესობის მიერ, ხშირად განიხილება, როგორც ჩვეულებრივი საერთაშორისო სამართალი და ამ თვალსაზრისით, სავალდებულოა იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებსაც არ მოუხდენიათ მათი რატიფიცირება. ვენის კონვენცია, დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ, 1949 წ. ჟენევის კონვენციები ხშირად განიხილება, როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლად, ისევე, როგორც ზოგიერთი ხელშეკრულებები, ადამიანის უფლებების შესახებ. 

ზოგიერთი ხელშეკრულება, სახელდობრ, ადამიანის უფლებების სფეროში, მოიცავს ბევრ დებულებას, რომლებიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის ფართო შესაძლებლობას იძლევა. საერთაშორისო     სასამართლოები,     როგორიცაა     ადამიანის      უფლებების     ევროპული სასამართლო და ადამიანის უფლებების პანამერიკული სასამართლო, ასევე მონიტორინგის ორგანოები, როგორიცაა გაეროს კომიტეტი ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ, ქმნის საპრეცედენტო სამართლის და რეკომენდაციების შთამბეჭდავ მოცულობას, რომელიც ამ ხელშეკულებების ინტერპრეტაციისთვის მნიშვნელოვან სახელმძღვანელოს და მათი განმარტების საშუალებას წარმოადგენს. მიუცედავად ამისა, ეს ღია ნორმები კვლავაც წარმოშობს ინტერპრეტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ტექნოლოგიის განვითარების, საერთაშორისო უშიშროების და მორალთან დაკავშირებული განსხვავებების შედეგად წამოჭრილი სირთულეების გამო.

ჩვენ ასევე შეიძლევა განვიხილოთ კანონაღსრულებაც. ეროვნულ დონეზე, კანონაღსრულება, სამართლებრივი დევნა დ კანონდარღვევებთან დაკავშირებული სასჯელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას წარმოადგენს. საერთაშორისო დონეზე არ არსებობს პოლიციური ძალები, არც სანქციების უნიფიცირებული სისტემა ან, მცირედი გამონაკლისების გარდა, პროკურატურის ექვივალენტური ორგანო. ამის ნაცვლად, აღსრულება, საზოგადოდ, თვითდახმარების საკითხს წარმოადგენს: სახელმწიფოები გადაწყვეტენ, განახორციელონ თუ არა ქმედებები და ეძიონ თუ არა დახმარება. 

როგორც ზემოთ აღინიშნა, ეროვნულ და საერთაშორისო სამართლის სისტემებს შორის არსებული ეს განსხვავებები არ ცვლის კანონის უზენაესობის არსს. ისინი ასევე არსებითად არ ცვლის კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. თუმცა, ეს განსხვავება განაპირობებს იმას, რომ კანონის უზენაესობის განხორციელება საერთაშორისო დონეზე გარკვეულ სერიოზულ სირთულეებს ხვდება.

საერთაშორისო საზოგადოებაში კანონის უზენაესობისთვის აუცილებელია, რომ კანონები იყოს საჯარო, ხელმისაწვდომი, ნათელი და პერსპექტიული და რომ კანონშემოქმედებითი პროცესი მკაფიო წესებს ემორჩილებოდეს. ამ თვალსაზრისით, არ არსებობს განსხვავება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კანონის უზენაესობას შორის.
ერთი შეხედვით, საერთაშორისო კანონმდებლობას უფრო მეტი რთული ამოცანა აქვს, ეროვნულ კანონმდებლობასთან შედარებით, რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, არ არსებობს ცენტრალური კანონმდებელი, რომელიც აგებს ან რომელსაც შეუძლია აგოს პასუხი იმაზე, რომ საერთაშორისო კანონმდებლობა იყოს ხელმისაწვდომი, მკაფიო და გარკვეული. ამის ნაცვლად, იმაზე, რომ საერთაშორისო კანონმდებლობა ნათელი იყოს, პასუხს აგებენ მრავალრიცხოვანი სახელმწიფოები, რომლებიც აფორმებენ ხელშეკრულებებს და ქმნიან ჩვეულებრივ სამართალს.

აქ მართლაც არსებობს პრობლემები. ხელშეკრულებები ხშირად კომპრომისისა და მოლაპარაკებების შედეგს წარმოადგენს და ეს ყოველთვის ხელს არ უწყობს მათ გარკვეულობას. ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები იმდენად ბევრია, რომ ძალზე რთულია სახელმწიფოების ყველა უფლებებისა და ვალდებულებების თვალის მიდევნება. ამდენად მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ დახმარება შეუძია საერთაშორისო ხელშეკრულებების დეპოზიტარიუმებს. სახელდობრ, უნდა აღინიშნოს გაეროს ხელშეკრულებების კრებული.

ზოგიერთი ხელშეკრულებები, მაგალითად, ადამიანის უფლებების სფეროში, შეიცავს მრავალ დებულებას, რომლებიც მრავალგვარ ინტერპრეტაციას ექვემდებრება. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ხელშეკრულებების მონიტორინგის საკმაოდ მრავალრიცხოვანი ორგანიზაციები იღებენ ზოგად კომენტარებს იმ კონვენციის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, რომლისთვისაც შეიქმნა აღნიშნული ორგანიზაცია, კონვენციის მუხლების გარდა. ხელშეკრულებების მონიტორინგის ზოგიერთი ორგანიზაცია ასევე შეიმუშავებს საპრეცედენტო სამართალს, ცალკეულ საჩივრებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით.

ჩვეულებრივი სამართალი, როგორც წესი, ნათელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალზე არაზუსტია დეტალების დონეზე. გადაწყვეტილებებ, რომლებსაც იღებენ ქვეყნის მოსამართლეები, ვინც, საზოგადოდ, ნაკლებად ერკვევიან საერთაშორისო კანონებში, თუმცა, მნიშვნელოვანი ძალისხმევა იხარჯება ამ ნაკლოვანების გამოსასწორებლად.

არ არსებობს კანონის ზოგადი პრინციპების ავტორიტეტული კომპილაცია.

ზოგიერთი ასეთი პრობლემა ბევრ ეროვნულ საკანონმდებლო სისტემაშიც არსებობს. იმის მიუხედავად, რაც ახლახანს აღინიშნა, პრობლემას წარმოადგენს ბუნდოვანება, რომელიც გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ადამიანის უფლებები სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას ექვემდებარება. სამართლის ბევრ სფეროში რთულია იმის განსაზღვრა, თუ რას გულისხმობს კანონი, დეტალების დონეზე. თუმცა, საჭირო არაა პრობლემების გაბერვა, არც ეროვნულ და არც საერთაშორისო დონეზე.

უფრო ახალი პრობლემაა, საერთაშორისო სამართლის წესებისა და ინსტიტუტების გავრცელება. მაღალი დონის დამკვირვებლები ამტკიცებენ, რომ საერთაშორისო სამართალი ფრაგმენტაციის პროცესს განიცდის; სხვა სიტყვებით, ის დაიშლება რიგ დისკრეტულ სისტემებად. არსებობს იმის საფრთხე, რომ ნორმები შეიძლება საზოგადოდ შეუთავსებელი გახდეს, რომ კონფლიქტები, ნორმებს შორის, უარღესად რთული გადასაწყვეტი იქნება და რომ საერთაშორისო კანონმდებლობის გამჭვირვალობას, მკაფიო შინაარსსა და გარკვეულობას ფატალურად გამოეთხრება ძირი.

ამ საკითხთან დაკავშირებულ ბოლო ხნის ანგარიშში, საერთაშორისო სამართლის კომისიამ, გაეროს ორგანომ, რომელიც დაკავებულია საერთაშორისო კანონმდებლობის პროგრესული განვითარებით და მისი კოდიფიკაციით, დაასკვნა, რომ შესაძლებელი იქნება რისკების მენეჯმენტი, რამდენადაც საკმარისი ყურადღება ექცევა ნორმებს, რეჟიმებსა და წესებს შორის შეუსაბამობების დაძლევის მეთოდებსა და ხერხებს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო კანონმდებლობას მნიშვნელოვანი ძლიერი მხარეები გააჩნია. 1969 წ. ვენის კონვენცია ხელშეკრულებების შესახებ, უზრუნველყოფს წესების მნიშვნელოვან მოცულობას, ისეთ საკითხებისთვის, როგორიცაა ხელშეკრულების დადება, მათი ინტერპრეტაცია და მოშლა. ამ ხელშეკრულების წყალობით, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით მოთხოვნა, რომ კანონშემოქმედების პროცესი მკაფიო უნდა იყოს, აშკარად დაკმაყოფილებულია, ყოველ შემთხვევაში, იმდენად, რამდენადაც ეს შეეხება სახელშეკრულებო სამართალს.

შემდგომ, ინტერნეტის წყლობით, სახელშეკრულებო სამართალი გაცილებით უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გახდა. მაგალითის სახით, ინტერნეტის მეშვეობით ხელმისაწვდომია გაეროს ხელშეკრულებების კოლექცია.

ზოგიერთი სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები გამოქვეყნებულია, ხდება მათი ინტენსიური ანალიზი და კომენტირება. საერთაშორისო სასამართლოს ან საერთაშორისო

სისხლის სამართლის ტრიბუნალების პრეცედენტული სამართალი შეიძლება ამის მაგალითად მოვიყვანოთ.
სუსტი და ძლიერი მხარეების ნუსხა ამომწურავი არაა და შესაძლებელია მისი გაგრძელება. დეცენტრალიზებული ხასიათის მიუხედავად, საზოგადოდ განიხილება, რომ საერთაშორისო სამართალი საკმარისად მკაფიო, პროგნოზირებადი და ნათელია, ყოველ შემთხვევაში, ისეთ არსებით სფეროებში, როგორიცაა ადამიანის უფლებების სამართალი, ჰუმანიტარული სამართალი, შრომითი სამართალი, ეკონომიკური სამართალი, საზღვაო სამართალი და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სამართალი.
​
უნდა ითქვას, რომ არ შეიძება ამით დაკმაყოფილება. საჭიროა უფრო მეტი გარკვეულობის, ხელმისაწვდომობისა და კონკრეტულობის მიღწევა. თუმცა, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არაა საერთაშორისო სამართლის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. 
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი