ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

7/4/2022

კეთილდღეობის არსი და მისი მნიშვნელობა

Comments

Read Now
 
Picture
სიტყვა ,,კეთილდღეობას" ორნაირი დატვირთვა აქვს. პირველი მნივნელობა ესაა იგივე მნიშვნელობის, როგორიც ყოველდღიურ ცხოვრებაში და აღნიშნავს სიმდიდრეს და ბედნიერად ცხოვრებას, ხოლო მეორე დატვირთვა ეს არის სამთავრობო პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია სიმდიდრის რედისტრიბუციაზე და სამთავრობო სოციალურ პროექტებზე. მოცემულ ქვეთავში ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ კეთილდღეობის მეორე მნიშვნლობაზე, რომელიც მთავრობის აქტიურ როლს გულისხმობს და განვიხილავთ მოცემული პროექტის დადებით და უარყოფი მხარეებს.

კეთილდღეობის სახელმწიფო ორიენტირებულია საყოველთაო უფასო განათლებაზე, ჯანდაცვაზე, მინიმალურ ხელფასზე და სხვა ტიპის სოციალურ ხარჯებზე. ქვეყნების დიდმა ნაწილმა, რომლებმაც განვითარების მაღალ დონეს მიაღწიეს, გადაწყვიტეს, რომ ეკონომიკურ ზრდაზე და კიდევ უფრო გამდიდრებაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური თანასწორობა და საყოველთაო კეთილდღეობაზე ორიენტირებული მთავრობა იყო საჭირო.

შესაბამისად, მათმა მთავრობებმა ეტაპობრივად დაიწყეს გადასახადების ზრდა და ამ რესურსით სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელება. შესაბამისად, მთავრობის ზომა ეკონომიკაში და ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მთავრობის ზომის დათვლის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია საგადასახადო წნეხის გამოთვლა, რაც გვიჩვენებს იმას, თუ რამდენ პროცენტს იღებს მთავრობა გადასახადების სახით ეკონომიკიდან. ევროკავშირის ქვეყნების გარკვეულ ნაწილში მოცემული რიცხვი 40%-დან 50%-ის ფარლებში მერყეობს. ასევე არიან განვითარებული ქვეყნები, სადაც საგადასახადო ტვირთი 25-30%-ის ფარგლებშია.

ესენი არიან შვეიცარია, ირლანდია, იაპონია, აშშ, სამხრეთ კორეა. საქართველოში 2016 წლის მონაცემებით, მოცემული რიცხვი 26%-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობენ განვითარებული და მდიდარი ქვეყნები, რომლებიც დღემდე მაღალი ტემპით მდიდრდებიან და რომელთა საგადასახადო წნეხი 20%-ზე ბევრად დაბალია. ესეთი ქვეყნებია სინგაპური, ჰონგ კონგი, ტაივანი, პანამა და სხვა მსგავსი ქვეყნები.

აუცილებელია აღინიშნოს ის, რაც ეკონომიკის გაგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამყაროში უფასო არაფერია. ნებისმიერი სოციალური პროგრამა, რომელიც ხორციელდება მთავრობის მიერ, ფინანსდება ისევ და ისევ გადასახადების გადამხდელებისგან.

მაგალითად, საქართველოს მთავრობა განათლებაში დაახლოებით 1 მილიარდ ლარს ხარჯავს, რაც ეკონომიკის დაახლოებით 3%-ია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანი ვინც გადასახადებს იხდის, არ აქვს მნიშვნელობა შეხება აქვს თუ არ აქვს განათლების სფეროსთან, თავისი შემოსავლების 3%-ს იხდის მხოლოდ განათლების საბიუჯეტო ხარჯებში. გამოდის, რომ უფასო რეალურად არაფერი არსებობს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც გასათვალისწინებელია არის ის, თუ განვითარების რა ეტაპზე იყვნენ განვითარებული ქვეყნები მაშინ, როდესაც დაიწყეს კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოების შენება. მაგალითად, როდესაც დანიამ კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს შენება დაიწყო 1970-იან წლებში, ის უკვე 7-ჯერ მდიდარი იყო, ვიდრე დღეს არის საქართველო. დაახლოებით იგივე სურათს დავინახავთ, თუ დანიის მაგივრად სხვა ქვეყნების მაგალითებსაც შევხედავთ.

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფო ქვია სამთავრობო პოლიტიკას, რომელიც ეწევა სიმდიდრის გადანაწილებას მოსახლეობის სხვადასხვა ფენებზე და მოსახლეობას სთავაზობს უფასო საყოველთაო პროგრამებს. ნაწილმა განვითარებული ქვეყნებისამ მსგავსი პოლიტიკა აირჩია და დღემდე მისდევს, ხოლო განვითარებული ქვეყნების მეორე ნაწილი ცდილობს, რომ მთავრობის ზომა ეკონომიკაში ნაკლები იყოს და სიმდიდრის დიდი ნაწილი მოქალაქეებმა თავისი შეხედულებებისამებრ განკარგონ.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი