ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

21/2/2022

კანონის უზენაესობა და პარლამენტის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა

Comments

Read Now
 
Picture
პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს კანონების საჯაროობა, სიცხადე და სტაბილურობა. ეს კი ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. სიცხადეს არ განაპირობებს მხოლოდ ზუსტად შერჩეული სიტყვების წყობა. სიცხადის მისაღწევად ასევე საჭიროა არსებობდეს შესაბამისობა ახალ კანონებსა და უკვე არსებულ დებულებებს შორის. რაც არ უნდა ნათლად იყოს ფორმულირებული, ახალი დებულებები შეიძლება დამაბნეველი აღმოჩნდეს, თუკი მას არსებულ კანონებთან და დებულებებთან ერთიანობაში წავიკითხავთ, რომლებიც იგივე სიტყვებს შეიცავს, მაგრამ ეს სიტყვები სხვაგვარად არის განმარტებული. უფრო მეტიც, სიცხადეს შეიძლება ზიანი მიადგეს ზედმეტი რეგულირების ან მთელი რიგი კანონებით საკითხის დარეგულების შედეგად, რადგან ამგვარი მიდგომა ადვილად აბნევს მოქალაქეებსა და ოფიციალურ პირებს.

ამგვარად ცხადი კანონების შესაქმნელად კანონშემოქმედებმა უნდა გამოიყენონ ადექვატური საკანონმდებლო ტექნიკები და უნარები. ამ ტიპის სამუშაო შეიძლება განახორციელონ პარლამენტის წევრებმა, მაგრამ უემეტეს შემთხვევაში სამუშაოს შემსრულებლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც მუშაობენ პარლამენტში ან სამინისტროებში. იურიდიულ სისტემაში, რომლის მისწრაფებაა კანონის უზენაესობის მიღწევა,
 
მნიშვნელოვანია, რომ ამ პირებს გააჩნდეთ შესაბამისი მომზადება და სამუშაოს შესასრულებლად საჭირო საკმარისი უნარები.

კანონმდებლობის ხარისხის უზრუნველსაყოფად ასევე მნიშვნელოვანია,კანონშემოქმედებით პროცესში გათვალისწინებული იქნასრჩევები დამოუკიდებელი როგორც საჯარო ისე კერძო ინსტიტუტებიდან, განსაკუთრებით კი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, პროფესიული კავშირებიდან და ბიზნეს საზოგადოებიდან. უფრო მეტიც, საკანონმდებლო უნარებისა და ტექნიკების დახვეწის პროცესში დადებითი შედეგის მომტანია აზრთა გაცვლა-გამოცვლა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრებთან და ოფიციალურ პირებთან.

ზოგიერთ პარლამენტში მოქმედებს საკანონმდებლო ტრეინინგებისა და კანონების პროექტების შემუშავების ინსტიტუტები, რომლებიც ტრეინინგს უტარებენ ადგილობრივ ასევე უცხოელ პარლამენტის თანამშრომლებს კანონების პროექტების მომზადების ტექნიკებში. ზემოთ ხსენებულის მაგალითად შეიძლება დასახელდეს ინდოეთი. ინტერ- საპარლამენტო კავშირიდან შეიძლება მოხდეს ამ ტიპის ინფორმაციის მოპოვება.

საჯაროობა ოფიციალურ გაზეთში ფორმალურ გამოცხადებაზე მეტს ნიშნავს. მოქალაქეებს და ოფიციალურ პირებს უბრალოდ არ შეუძლიათ ინფორმირებულნი იყვნენ ახალი კანონებისა და მათში შეტანილი ცვლილებების შესახებ ამგვარ გამოცემებში მხოლოდ მათზე მითითების საფუძლევზე. ყოველდღიურად ადამიანებს უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციის გადამუშავება უწევთ, ამდენად საჯაროობის მიზანია მოხდეს იმ პირთა აქტიური ინფორმირება, ვისაც მოცემული იურიდიული ხასიათის ცვლილებები ეხება.

მაშინაც კი, როცა მოცემული ტიპის საინფორმაციო კამპანიის განხორციელება აღმასრულებლის ამოცანაა, პარლამენტმა თავლყური უნდა ადევნოს ზემოთ ხსენებული პროცესის დამაკმაყოფილებელ დონეზე წარმართვას. ინტერნეტმა შეიძლება ძალიან სასარგებლო როლი შეასრულოს სხვადასხვა აუდიტორიისთვის კანონის გაცნობასა და მისი ხელმოსაწვდომობის უზრუნველყოფაში. საზოგადოებებში, სადაც ბეჭდვითი მასალები და ინტერნეტი ადვილად ხელმისაწვდომი არ არის, სხვა საშუალებები უნდა იქნას გამოყენებული. ამ შემთხვევაშიც, ინტერ-საპარლამენტო კავშირიდან შეიძლება მოხდეს დამატებითი ინფორმაციის მოპოვება.

თუმცა კანონთა რეტროაქტიური გამოყენების აკრძალვა ძირითადად მიმართულია სასამართლოებისა და აღმასრულებელი, განსაკუთრებით კი პროკურატურის ორგანიებისადმი, პარლამენტს აქაც გააჩნია გარკვეული პასუხისმგებლობა. კერძოდ, სისხლის სამართლის კანონებში, სადაც რეტროაქტიური გამოყენების აკრძალვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პროკურორები და მოსამართლეები ხშირად ხვდებიან ისეთ დებულბებს, რომელთა მომზადება დიდი ხნის წინ მოხდა და რომლებიც ვეღარ უზრუნველყოფენ არსებული იურიდიული პრობლემის შესატყვის გადაწყვეტას. პარლამენტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ასეთ ფაქტებზე და უზრუნველყონ ამგვარი სიტუაციების არიდება შემდეგი გზით - რეგულარულად უნდა მოხდეს იმის შემოწმება, არის თუ არა პარლამენტის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო აქტებში შემავალი კანონები, განსაკუთრებით კი ძველი დებულებები, შესაბამისი თანამედროვე სტანდარტებთან და საზოგადოებაში, კანონმდებლებსა და ადვოკატებს შორის არსებულ პოზიციებთან.
 
რეტროაქტიური გამოყენების აკრძალვისას სასარგებლოა კანონების რეგულარული განხილვა და საჭიროების შემთხვევაში, მათში ცვლილებების შეტანა.

ამასთან აღმასრულებელი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანონიერების მოთხოვნების დაცვის პროცესში. კანონების სიცხადე და საჯაროობა განმტკიცებულია, თუკი აღმასრულებელი უზრუნველყოფს განახლებული ინფორმაციის მიწოდებას იმ ჯგუფებისათვის, რომელთათვისაც კონკრეტული კანონები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია; ამასთან უზრუნველყოფილია ამგვარი განახლებული ინფორმაციის მიწოდება იმ ენაზე, რომელიც გასაგებია შესაბამისი აუდიტორიისთვის. ინტერნეტმა აქ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. მნიშვნელოვანია გაფართოვდეს წვდომა, მოხდება ეს ინტერნეტის თუ მედიის საშუალების, ადვოკატთა ორგანიზაციებთან, პროფესიონალურ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იურიდიული დახმარების სამსახურებთან და ა.შ.

გაზიარება

Share

Comments
Details
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი