ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

15/3/2022

მოვალეობები, ვალდებულებები და სოციალური კონტრაქტი

Comments

Read Now
 
Picture
საზოგადოება
ნებისმიერი საგნისა თუ მოვლენის შესწავლისას და ანალიზისას მნიშვნელოვანია რომ პირველ რიგში მისი წარმოშობა დავადგინოთ. საუკუნეთა მანძილზე, სანამ ფილოსოფია და საზოგადოება განვითარდებოდა, ითვლებოდა რომ მმათველობის უფლებას ადამიანები ღვთის ან რაიმე ზებუნებრივი ძალების მეშვეობით იღებდნენ.

იქმნებოდა ათასგვარი თეორია და ისინი ხშირ შემთხვევაში სწორედ მმართველებზე და პოლიტიკურ გარემოზე იყვნენ მორგებულნი. განმანათლებლობის პერიოდში კი იქმნება სოციალური კონტრაქტის თეორია, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ ინტერპრეტაციასა და ახსნას გვთავაზობს იმის შესახებ, თუ რატომ და რის საფუძველზე იქმნება ხელისუფლება.
 
სოციალური კონტრაქტის თეორია წარმოადგენს ქვაკუთხედს იმ იდეისა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების ნებისმიერი სახე ხალხისგან უნდა მოდიოდეს.

​სოციალური კონტრაქტის იდეის მიხედვით, სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩამოყალიბების ამხსნელ ყველა თეორიაში საწყისი წერტილი არის ადამიანთა მდგომარეობა იმ პერიოდში, რომლის დროსაც არ არსებობს რაიმე სახის საზოგადოებრივი წესრიგი, ამ მდგომარეობს სხვანაირად „ბუნებით მდგომარეობასაც“ უწოდებენ.

ამ დროს ადამიანი არ არის დამოკიდებული არც სახელმწიფოზე, არც კანონზე და არც თუნდაც რელიგაზე. მთავარი საკითხი და პრობლემა კი, რომლის გადაჭრასაც ცდილობენ სოციალური კონტრაქტი თუ მისი მომხრეები არის ის- თუ რამდენად საჭირო და აუცილებელია ძალაუფლების მიღებისთვის საკუთარი თავისუფლების შეზღუდვა ან უარის თქმა მასზე.
 
თომას ჰობსი, მე-17 საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსი, „ლევიათანში“ აღწერს იმ სიტუაციებს და შედეგებს, რომელიც ბუნებით პირობებში ყოფნისას შეიძლება დადგეს.

ჰობსის მიხედვით, ადამინებს შორის არსებული თავისუფლება და თანასწორობა მათ საბოლოოდ ქაოსამდე და ომის მდგმარეობამდე მიიყვანთ. კონფლიქტის წარმომშობის სამი ძირითათი მიზეზი კი- შეჯიბრი, შიში და პატივმოყვარება საბოლოოდ დაანახებთ, რომ ომის თავიდან აცილების ერთადერთი რაციონალური საშუალება ავტორიტეტული პიროვნების არსებობა იქნება, რომელიც ხელში აიღებს მართვის სადავეებს.

ასეთ შემთხვევაში ჰობსის აზრით თავისუფლების დათმობა გამართლებულია, რადგან ადამიანისთვის პრიორიტეტულია უსაფრთხო გარემოს შექმის სურვილი და ისეთი სახელმწიფოს წარმოქმნა, რომლიც ამ უსაფრთხოებას, მშვიდობასა და თავისუფლებას უზრუნველყოფს.
 
მუდმივი დაპირისპირებებისა და ომის მდგომარეობაში თავიდან აცილების გზად სოციალური კონტრაქტი გვესახება, რომელიც გულისხობს, რომ ადამიანი ნებაყოფლობით ამბობს უარს გარკვეული უფლებებისა და ძალაუფლებების გამოყენებაზე და მათ სახელმწიფოს გადასცემს, წესრიგის მოპოვების მიზნით.
 
თუმცა, ალბათ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სოციალური კონტრაქტის იდეაც თავიდანვე კომპრომისებს დაეფუძნა. თუკი საკუთარ თავებს სახელმწიფოსა და საზოგადოების სრულყოფილ წევრებად აღვიქვამთ, გვაქვს სურვილი რომ მმათველობაში საკუთარი წვილიც შევიტანოთ მოგვიწევს ისეთ კომპრომისებზე წასვლა, რომლებიც განგვასხვავებინებენ ჩვენს მოვალეობებს და ვალდებულებებს სახელმწიფოს მიმართ და წარმოაჩენენ, ამ უკანასკნელთა შორის რომლის შესრულებაა ჩვენთვის უფრო პრიორიტეტული. გამოდის, რომ ადამიანებს გვიწევს საკუთარი თავისუფლების დათმობა სახელმწიფოს სასარგებლოდ, რადგან შეიქმნას ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდმი სარგების მიღების შესაძლებლობა.
 
საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ჩვენ არ ვაწერთ სოციალურ კონტრაქტებზე ხელს და შეიძლება მასში გარკვეულ ნაკლებსაც ვხედავდეთ, მაინც აუცილებელია დავეთანხმოთ მას, რადაგან შევძლოთ თავიდან ავიცილოთ ის უკიდურესი ომის, ქაოსის, არაორგანიზირებულობის მდგომარეობა და მივაღწიოთ წესრიგს.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი