ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

7/12/2021

პირადი ცხოვრების უფლება

Comments

Read Now
 
Picture
​პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ძირითადი უფლებაა. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ფართო და მრავალმხრივი შინაარსი აქვს, იგი უამრავი უფლებრივი კომპონენტისაგან შედგება, რომლებიც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლითაა დაცული.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად:

ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. (მუხლი 15)


არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი იცავს ისეთი სიკეთეების ხელშეუხებლობას, როგორიცაა:
  • ადამიანის პირადი ცხოვრება;
  • პირადი ჩანაწერი;
  • მიმოწერა;
  • საუბარი სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებით;
  • ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინება;

„საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ მე-17 მუხლში ვკითხულობთ:
1. არავინ არ უნდა განიცადოს თვითნებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის შეუვალობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებური ან უკანონო ხელყოფა ან მისი ღირებულებებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა.
2. თითოეულ ადამიანს უფლება აქვს, კანონმა დაიცვას ასეთი ჩარევისა და ხელყოფისგან. მოცემული მუხლის პირველი ნაწილი, სახელმწიფოს ავალდებულებს დაიცვას პიროვნების პირადი ცხოვრება, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, თუ დაირღვა პირის ასეთ უფლება, მას აძლევს საშუალებას, დაიცვას თავი.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-8 მუხლში ნათქვამია:
1. ყველას აქვს უფლება პატივი სცეს პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების ჩარევა ამ უფლების განხორციელებაში, გარდა
ისეთი ჩარევისა, რაც დაშვებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯამრთელობის, მორალის თუ სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის.

ასევე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-12 მუხლის თანახმად: „არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა და მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, თვითნებური ხელყოფა მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა მისი პატივის და რეპუტაციის, ყოველ ადამიანს უფლება აქვს დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისგან“ 


მორალურ ხელშეუხებლობაზე საუბარია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლში. კერძოდ კი, ამავე მუხლის თანახმად „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“
გარდა კონსტიტუციისა, მორალური ხელშეუხებლობის დამცველი ნორმა გვხდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსშიც; საქართველოს სამოქალქო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად: „პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას, საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია, შელახვისაგან“.7 სახელმწიფო ერთის მხრივ ვალდებულია დაიცვას ადამიანის პატივი და ღირსება, ხოლო მეორე მხრივ, ვალდებულია უფლების დარღვევის შემთხვევაში, აღკვეთოს იგი.

​
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფარგლებში პირები უზრუნველყოფილი არიან ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის, სახელის, პირადი მონაცემების, საცხოვრებლის, ოჯახისა და სქესობრივი ცხოვრების საიდუმლოების, მიმოწერის და სატელეფონო საუბრის საიდუმლოების ხელშეუხებლობის უფლებებით. თუმცა, პირადი ცხოვრების ფართო და მრავალმხრივი შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი ზუსტი და ამომწურავი განმარტება.

შესაბამისად, შეუძლებელია პირადი ცხოვრების უფლებით  დაცული სიკეთეების გარკვეულ ჩარჩოში ჩასმა, რაც თავისმხრივ ხაზს უსვამს ამ უფლების მნიშვნელობას. 

2011 წელს საქართველომ მიიღო კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.

კანონის თანახმად, პერსონალური მონაცემი არის  ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ პირს. პირის იდენტიფიცირება შესაძლებელია  საიდენტიფიკაციო ნომრით (პირადი ნომერი) ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

კანონით, ასევე განსაზღვრულია პირის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან,  პროფესიულ კავშირში გაწევრიანებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა;

აღსანიშნავია, რომ  განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები დაცვის უფრო  მაღალი სტანდარტით სარგებლობს.

ყველა ადამიანს,  მათ შორის ბავშვებსაც აქვთ უფლება  დაიცვან  საკუთარი ცხოვრება სხვების არასასურველი ყურადღებისგან, არ გაასაჯაროონ ისეთი დეტალები, რომელიც უკავშირდება მათ ჯანმრთელობას, პირად ურთიერთობებს, პირად მიმოწერას, პირადი ფოტოების გამოყენებას და ა.შ.

პირადი ცხოვრების უფლების შელახვა ყოველთვის წარმოადგენდა გამოწვევას ადამიანებისთვის, დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში კი ამ უფლების რეალიზების საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას. საჯარო ინტერესის შემთხვევაში პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის ბალანსის დაცვა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა.

პირის პირად ცხოვრებაში შეჭრა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ინფორმაციის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი და როდესაც გამჟღავნებულ ფაქტებს საზოგადოებისთვის უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე ერთი კონკრეტული პირისთვის ზიანის მიყენებაა. სწორედ ამით განსხვავდება საზოგადოებრივი ინტერესი საზოგადოებრივი ცნობისმოყვარეობისაგან.

საჯარო ინტერესი არსებობს ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა:
  • მნიშვნელოვანი დანაშაულის სააშკარაოზე გამოტანა
  • სახელმწიფო  სახსრების არასათანადოდ გამოყენება
  • თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაული
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხები
  • სახელმწიფოს სისტემური დანაშაული
  • ეროვნული უსაფრთხოების დაცვა
ცხადია, ეს ჩამონათვალი ამომწურავი არ არის და დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე. რაც უფრო მაღალია საზოგადოებისათვის ინფორმაციის ღირებულება, მით უფრო ნაკლები მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს პირის პირად ინტერსს.

პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების დროს აუცილებელია არგუმენტირებულად იყო დასაბუთებული, თუ რატომ გასაჯაროვდა პირის პირადი ინფორმაცია და ასევე, მნიშვნელოვანია ამ პირის თანხმობის ქონა მისი პირადი ცხოვრების დეტალების გამოქვეყნებაზე.

ჯანმრთელობის და სქესობრივი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს. ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნება ყველა შემთხვევაში პირად ცხოვრებაში შეჭრად მიიჩნევა.

პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დაცულია საქართველოს კანონით „პაციენტის უფლებების შესახებ“. კანონის თანახმად ქმედუნარიან პაციენტს უფლება აქვს მოითხოვოს მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის დაცვა ან თავად დაასახელოს და წერილობით დაადასტუროს, თუ კონკრეტულად ვის შეიძლება მიეწოდოს ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ.

ბავშვის უფლებები, მათ შორის პირადი ცხოვრების უფლება ყველაზე ადვილად შეიძლება დაირღვეს. ამიტომ საზოგადოებას  აკისრია უდიდესი პასუხსიმგებობა დაიცვას ბავშვის ინტერესები, ხელი არ შეუწყოს მათი უფლებების დარღვევას. 
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი