ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

15/1/2022

სამოქალაქო საზოგადოების ათი დემოკრატიული ფუნქცია

Comments

Read Now
 
Picture
სამოქალაქო საზოგადოება ეს არის საზოგადოების ნებაყოფლობითი ორგანიზების ტიპი, სადაც მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სამოქალაქო საზოგადოება მოქალაქეთა ერთობაა, რომლის საქმიანობა თავისუფალია სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ჩარევისგან.

​იგი შედგება სხვადასხვა ინტერესებით - ეკონომიკური, კულტურული, სამოქალაქო, სოციალური - გაერთიანებული ჯგუფებისგან, რომლებიც აკონტროლებენ სახელმწიფოს, ხელისუფლების ქმედებას, ადამიანთა უფლებებსა და თავისუფლების დაცვას, სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეთა სრულფასოვანი ჩართვისა და მონაწილეობის ხელშეწყობის გზით;

 სამოქალაქო საზოგადოების ათ დემოკრატიულ ფუნქციას შეადგენს:
​
  1. სახელმწიფო ძალაუფლების შეზღუდვა.
  2. მოქალაქეთა პოლიტიკურ პროცესებში თანამონაწილეობის უზრუნველყოფა — საზოგადოებრივი ასოციაციების მაღალი აქტივობა ავსებს პოლიტიკური პარტიების საქმიანობას ისეთ საკითხებში, როგორებიცაა პოლიტიკური მონაწილეობის სტიმულირება, მოქალაქეთა პოლიტიკური ცნობიერების ამაღლება;
  3. დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების განვითარება - სამოქალაქო საზოგადოება უზრუნველყოფს ტოლერანტობის, კომპრომისებზე წასვლის, საწინააღმდეგო აზრის პატივისცემისა და სხვა მსგავსი დემოკრატიული ღირებულებებისა და პრაქტიკის დამკვიდრებას.
  4. ინტერესების არტიკულირებისა და წარმოჩენის ალტერნატიული არხების შექმნა — ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკისგან ტრადიციულად გამოთიშულ ჯგუფებს (ქალები, რასობრივი ან ეთნიკური უმცირესობები). ადგილობრივი მმართველობის დემოკრატიცაზია მჭიდროდ უკავშირდება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას,
  5. პოლიტიკური კონფლიქტების შემსუბუქება — პლურალისტური სამოქალაქო საზოგადოება ამცირებს პოლიტიკური დაპირისპირებების საფრთხეს, ვინაიდან იგი მრავალფეროვანი ინტერესების წარმოქმნას უწყობს ხელს.
  6. ახალი პოლიტიკური ლიდერების რეკრუტირება და გადამზადება — არასამთავრობო ორგანიზაციების წარმატებული ფუნქციონირების შემთხვევაში მათი ლიდერები და აქტივისტები იძენენ პარტიულ პოლიტიკასა და ხელისუფლებაში მოღვაწეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას.
  7. პოლიტიკური აქტივობებისა და მთავრობის საქმიანობის მიუკერძოებელი მონიტორინგი — არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესაძლოა განახორციელონ არჩევნების მონიტორინგი, იმუშაონ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, განავითარონ ხელისუფლების დეცენტრალიზებისა და პოლიტიკური პარტიების დემოკრატიზების გეგმები. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამართლებრივი რეფორმების განხორციელებაში, ციხეებში ადამიანის უფლებათა დაცვაში, უმცირესობების ინტერესების წარმოჩენაშე;
  8. ინფორმაციის გავრცელებით სამოქალაქო საზოგადოება ეხმარება მოქალაქეებს მათი კოლექტიური ინტერესების დაცვასა და მიღწევაში.
  9. კოალიციების ჩამოყალიბების მხარდაჭერა — ეკონომიკური თუ სხვა სახის რეფორმების განხორციელების დროს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა ან პირიქით, არასასურველი რეფორმების წინააღმდეგ ორგანიზება;
  10. მეათე ფუნქცია პირველი ცხრა ფუნქციის წარმატებით განხორციელებაზეა დამოკიდებული. პოლიტიკური სისტემის ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის, მასში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდით სამოქალაქო საზოგადოება ერთის მხრივ, ლეგიტიმაციას ანიჭებს სისტემას და მეორეს მხრივ, სახელმწიფოსადმი პატივისცემას ამკვიდრებს მოქალაქეებში.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი