ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

3/7/2022

ევროკავშირის იდეას სახელმწიფო გადატრიალებისათვის საფუძვლების შესაქმნელად იყენებენ!

Comments

Read Now
 
Picture
ვინც ევროკავშირში მიისწრაფვის, ის რეალურ გეგმებს ადგენს და სხვებსაც სთავაზობს ამ გეგმების რეალიზაციაში მონაწილეობას.

ვინც ევროკავშირის იდეას მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალებისთვის საფუძვლების შესაქმნელად იყენებს, ის ხალხს არწმუნებს, რომ სახელმწიფო გადატრიალების გარეშე ევროკავშირისკენ გზა მოჭრილია.

ნაცები, ნაცებთან გათანაბრებულები და მათი პატრონები ამ ყველაფერს  ფუთავენ სხვა სიტყვებით, მაგ:
ბიძინა ივანიშვილის განდევნა საქართველოდან, რასაც “დეოლიგარქიზაცია” დაარქვეს,
ხელისუფლების იძულებას,  ძალაუფლება დაუთმონ “ტექნიკურ მთავრობას”, ხალხის ნების გამოხატვა დაარქვეს. და ა.შ.

ძველ ნოვგოროდში იყო ასეთი “დემოკრატია” - მრავალრიცხოვან შეკრებებზე საკითხების განხილვისას სიმართლე და გამარჯვება იმის მხარეს ფორმდებოდა, ვინც უფრო ხმამაღლა იყვირებდა.

ვინაიდან, ჩვენს “პრადვინუტ  ინტელექტუალურ ელიტას”, ევროპული ცივილიზაციითა და თანამედროვე დემოკრატიული მეთოდებით გამოცდილი, არჩევნების გზით, წარმატების მიღწევის იმედები  გადაეწურათ, გადაწყვიტეს, ძალაუფლების დაპყრობა,  ძველი რუსული, ნოვგოროდის “ვეჩეს” მეთოდებით სცადონ.

აგროვებენ ხალხს, რომ რაც შეიძლება ხმამაღლა იყვირონ და ბანი მისცენ მაქარაშვილ-დიღმელაშვილ-ბუღაძეების ღრიალს, რათა დაამტკიცონ, რომ სწორედ ისინი წარმოადგენენ უმრავლესობას და სწორედ მათ ეკუთვნოთ ხელისუფლება.

ვერ შეიგნო ამ ხალხმა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ხელისუფლების მოპოვება დიდი ხანია აღარ ხდება ძველი რუსული, ნოვგოროდის ვეჩეში მიღებული მეთოდებით.

“პრადვინუტო ინტელექტუალებო, თავს სასაცილოდ იხდით, როცა ცდილობთ ხალხის  გასულელებით,  ხალხმრავალი შეკრებით და ხმამაღალი ღრიალით  ხელისუფლების დაპყრობას.

ვისაც მართლა უნდა და შეუძლია  12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა, კონკრეტული გზები დაასახინეთ, აკეთებინეთ და თუ ხელისუფლება არ გაიზიარებს, მერე აკრიტიკეთ საგნობრივად.
​
როდესაც ამ გეგმას ნაცები სახელმწიფო გადატრიალების მოთხოვნით უპასუხებენ, იმედია, ევროპა (და არა ნაცების ევროპელი ლობისტები) ალბათ კარგად დაინახავს, თუ რომელ მხარეს რა რეალური გეგმები აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით.
გაზიარება

Share

Comments

2/7/2022

რა უნდათ 3 ივლისის შეკრების ორგანიზატორებს?

Comments

Read Now
 
Picture
ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღების მოთხოვნა და მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ ევროპაში გვინდა, უკვე მოხდა 20 ივნისს და განმეორებით ამის ჩვენებამ  აზრი დაკარგა.

რჩება ერთადერთი მიზანი,  რომელსაც არც მალავენ ორგანიზატორები და მათი პატრონები,- საზოგადოების მოტყუების მცდელობა და იმის მტკიცება, რომ ამ სტატუსზე უარის მიღება ხელისუფლების ბრალია და ამიტომ ის უნდა შეიცვალოს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, არა აქვს მნიშვნელობა, რომ ეს მოთხოვნა არც კანონიერია და არც  სამართლიანი,  მთავარია, რომ ისინი ცდილობენ ხალხის მომზადებას,  სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მისაღებად.

ასეთ პირობებში სახელმწიფოს ვალია დაიცვას კანონის უზენაესიბა და სამართლიანობა, არ მისცეს სახელმწიფო გადატრილების ავტორებს კანონის ფარგლებიდან გასვლის უფლება ისე, რომ არც თვითონ გავიდნენ კანონის ჩარჩოებიდან.

ეს რთული საქმეა, მაგრამ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უნდა დაუმტკიცოს ჩასაფრებულ  არაკეთილ მოსურნეებს, რომ შეუძლია ბეწვის ხიდზე გავლა და ავანტურისტების გეგმების ჩაშლა.

ჩვენი ვალია არ წამოვეგოთ კრიმინალ- პროვოკატორთა ბინძურ ზრახვებს!
​
მოუფრთხილდეთ ქვეყნის აწმყოსა და მომავალს!
გაზიარება

Share

Comments

28/6/2022

ცკ-ს ინსტრუქტორები და ცკ-ს მონები საქართველოს ხელისუფლებას ემუქრებიან

Comments

Read Now
 
Picture
ბოლო დღეებში საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანია გააძლიერეს ნაცმოძრაობის უცხოელმა თანამზრახველებმა, მათ შორის ევროპარლამენტარებმა.

უკრაინელი მაღალჩინოსანი დავით არახამია მაქსიმალური მონდომებით ცდილობს არ ჩამორჩეს ევროპელ და ამერიკელ "ინსტრუქტორებს"  და  არაარგუმენტირებული ბრალდებებით  ლიდერის პოზიციები შეინარჩუნოს.
მან  კუბილიუსი, კალიურანტი, ჟიგიმანტასი, კარლ ბილდტი, ფოგიტა, გალერი და ზოგიერთი სხვა ცნობილი ევრონაცი ინსტრუქტორებიც კი დაჩრდილა.

ცკ-ს ახალი  ინსტრუქტორებისა და მათი მონების ბრძოლის სტრატეგიულ და ტაქტიკურ არსენალში შედის არა ფაქტები და არგუმენტები, არამედ მხოლოდ აღქმები, დაუსაბუთებული  ბრალდებები და  ცილისწამებები . 
ასეთი გზებით ცდილობენ საზოგადოებას გაუჩინონ აღქმა, თითქოს  საქართველო ატარებს პრორუსულ პოლიტიკას, რომელსაც  განსაზღვრავს ერთადერთი პიროვნება, "ოლიგარქი" ბიძინა ივანიშვილი.

თურმე ამიტომაც ჩაიწერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების ერთ-ერთ პირობად დეოლიგარქიზაცია.

მერე რა, რომ იგივე მოთხოვნა წაუყენეს უკრაინისა და მოლდოვას, მერე რა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მოხსენიებულია არა სიტყვა „ოლიგარქი“, არამედ „ოლიგარქები“.

მთავარი ის ყოფილა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილია ოფიციალურად  მილიარდერი, სწორედ მასზე შექმნილი უარგუმენტო ლეგენდებით 10 წელია ტვინს ურეცხავენ ხალხს ნაცების  ტელევიზიები, თითქოს ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი და პუტინის დავალებების შემსრულებელი.

ამდენი ხნის განმავლობაში ვიღაცეებიც ხომ  დაარწმუნეს, რომ ეს ასეა?

მერე რა, რომ ამ ყველაფერს ვერ ამტკიცებენ, „აღქმებში“ ხომ ეხმარებიან ზოგიერთ ცალტვინას.

ვერც ნაცების ლობისტ, ინსტრუქტორ ევროპარლამენტარებს და ვერც  მათ მონა  ექსპერტებს, ვერავინ აუკრძალავს სიტყვით გამოსვლას, საქართველოს ხელისუფლების და  ივანიშვილის  სრულიად უარგუმენტო ლანძღვა-გინებას.

მადლობა ღმერთს,  საზოგადოების  უმრავლესობა ხვდება, რას უკავშირდება, საქართველოს ხელისუფლების ისტერიული, ხშირად  უსაფუძვლო და უსინდისო ცილისწამებები ევროპარლამენტარების თუ სხვა ევრონაცების მხრიდან. 

პირადი დაინტერესების გარდა ძნელია სხვა საფუძველი მოუძებნო  ზოგიერთი ევროპელი "პოლიტიკოსის" მიერ საქართველოში არსებული მდგომარეობის მრუდე სარკეთი დანახვას,- ანტიდემოკრატიულ, ანტიევროპულ, სადისტურ პოლიტიკურ ძალას ევროპული ღირებულებების, სამაგალითო მმართველობა  უწოდო, ხოლო  ანტიდემოკრატიული რეჟიმის დამმარცხებელ, გაცილებით  დემოკრატიულ ევროპულ მმართველობას - ანტიდემოკრატიული.
​
ასეთი უცხოელი "პოლიტიკოსები" ქართველ ხალხს რუსი ცკ-ს მდივნებივით ან ცენტრიდან ჩამოსული პარტიული ფუნქციონერებით ესაუბრებიან, რაც, სამწუხაროდ, სრულებითაც არ მოქმედებს ბევრი ქართველი "პოლიტიკოსის" თავმოყვარეობაზე, რადგან სწორედ ისინი არიან მენტალურად ისეთები, რასაც  ოპონენტებს ეძახიან, ანუ ძლიერი ბატონის ძიებაში მყოფი მონები, რომლებიც ასეთი ბატონისათვის ყველანაირად ცდილობენ თავის მოწონებასა და ერთგულების დამტკიცებას.
გაზიარება

Share

Comments

24/6/2022

ვინ ოცნებობს ქართულ მაიდანზე

Comments

Read Now
 
Picture
როგორც უკრაინაში გააგდეს 2014 წელს იანუკოვიჩი „ღირსების რევოლუციით“, ისე უნდა გავაძევოთ საქართველოს ხელისუფლებიდან ბიძინა და მისი გუნდი!

ასეთი აზრის მფრქვეველი, „ძააალიან ჭკვიანი“ ქართველი აქტივისტები, პოლიტიკოსებშიც ბევრნი არიან, NGO-ებშიც და ჟურნალისტებშიც.

სხვა საქმეა, იანუკოვიჩი კარგი კაცი იყო თუ ცუდი, დასამხობი იყო თუ არა, მაგრამ ხელისუფლების ჟინით შეპყრობილი ასეთი „უუუჭკვიანესი“ ქართველები საერთოდ არ ფიქრდებიან იმაზე, რომ უკრაინამ 2014 წლის „ღირსების რევოლუციის“ შემდეგ დაკარგა ყირიმი, დონბასი (დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები),
ლტოლვილად უკვე იქცა 13 მილიონი ადამიანი (თითქმის მთელი მოსახლეობის 1/3), სამჯერ გაიზარდა დოლარის კურსი (8-დან 24 გრივნამდე), რევოლუციის გზით არჩეული პრეზიდენტი პოროშენკო თავის გარემოცვიანად კორუმპირებულად გამოცხადდა და პრეზიდენტად ზელენსკი აირჩიეს, რომლის დროსაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ქვეყნის ტერიტორიის თითქმის მეოთხედი უკვე დაიპყრო.

ქართველ „ძააალიან ჭკვიანებს“ მიაჩნიათ, რომ საქართველო განსაკურებული ქვეყანაა და მას უკრაინის მსგავსი საფრთხეები არ ემუქრება. და თუ ემუქრება, მერე რა მოხდა, ეს ხომ არ არის პრიორიტეტული, მთავარია ჩვენ მოვიპოვოთ ძალაუფლება და მერე მოვუვლით ყველა საქმეებს, ხოლო თუ ხელისუფლებაში არ ვიქნებით, ჭირსაც წაუღია საქართველო.

ვინც დღეს ტვინს უბურღავს საზოგადოებას, აი, ეს არის მათი ლოგიკა, რომ სწორედ ახლაა დრო ხელისუფლების აყირავების.

როცა ეკითხები - „მერე“? იწყება სიტყვების რახარუხი და აბდაუბდა პასუხები: „შევქმნით კოალიციურ მთავრობას“, „გავატარებთ  სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს“, „აღმოვფხვრით კორუფციას“, მეტ და ქმედით დახმარებას გავუწევთ უკრაინას, ხოლო ამ ყველაფრის სამაგიეროდ ჩვენ დაგვეხმარება დასავლეთი.

აი, ასე იტყუებენ თავს და სხვების მოტყუებასაც ცდილობენ ქართველი „უუუჭკვიანესები“. იმის გახსენებაც არ უნდათ, რა მოუტანა საქართველოს ორმა სახელმწიფო გადატრიალებამ - ერთ შემთხვევაში შევარდნაძის ათწლიანი ქაოსი, სამოქლაქო ომი და უბედურება, ხოლო მეორე შემთხვევაში - არაადამიანური, ანტიდემოკრატიული და რეპრესიული სააკაშვილის რეჟიმი.

„ძააალიან ჭკვიანებმა“ შესანიშნავად იციან, რომ დემოკრატიის საზომ ყველა ატრიბუტში საქართველოს დამოუკიდებლობის 30-წლიან პერიოდში დღევანდელი ხელისუფლება ყველა წინანდელზე წინ დგას (ადამიანის უფლებები, პატიმართა მდგომარეობა, სასამართლო, პოლიცია, პროკურატურა, არჩევნები, მედია, სოციალუ-რი დაცვა და ა. შ.).

თითოეულ ამ სფეროში დღესაც საკმაოდაა პრობლემები და ჩვენც არაერთი პრეტენზია გაგვაჩნია, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ არა ზოგადად „კარგია-ცუდიას“ კრიტერიუმებზე, არამედ წინა ხელისუფლებების დროს არსებულ მდგომარეობასთან შედარებაზე.  

ცნობილი გამოთქმაა, რომ რევოლუციას გეგმავენ გენიოსები, ახორციელებენ ავანტურისტები, ხოლო მისი შედეგებით სარგებლობენ ნაძირალები.

ასევე ყველა გულანთებულმა და პატრიოტმა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, რომ რევოლუციებს ძირითადად ნგრევა და უბედურება მოაქვს, თანაც ქართული რევოლუციის დამგეგმავებს მაინცდამაინც დიდი გენიოსობა არც ეტყობათ და რაც მთავარია, იმაზე იფიქრონ, რომ თავი არ გამოაყენებინონ ავანტურისტებს, რომელთა რიცხვი არც ისე ცოტაა. 
​
ამ ყველაფრის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში კი, როდესაც რევოლუციის შედეგებით ნაძირალები ისარგებლებენ, გვიანღა იქნება თითზე კბენანი.
გაზიარება

Share

Comments

22/6/2022

დეოლიგარქიზაცია

Comments

Read Now
 
Picture
„მოაცილეთ ოლიგარქი ივანიშვილი ქვეყნიდან და ხელისუფლებიდან, თორემ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“! 

ასეთი მოწოდებები  სულ უფრო ხშირად გაისმის საქართველოს შიგნითაც და გარეთაც. 

ჩვენი ქვეყნის „დაუძინებელი მეგობრები“ ამით პირდაპირ მოუწოდებენ ხელისუფლების ცვლილებისკენ.
ეს კი შეიძლება ძალადობრივი გზითაც მოხდეს და მშვიდობიანადაც.

დღევანდელი "პოლიტიკოსების" ლექსიკონიდან, გასაგები ხდება, რომ ისინი, შეეცდებიან მასობრივი გამოსვლებით, სახელმწიფო სტრუქტურების პარალიზებას, ხელოვნური საპარლამენტო კრიზისის შექმნას (როდესაც პრემიერი გადადგება, ხოლო ახალ პრემიერს რამდენიმე მცდელობის მიუხედავად პარლამენტი ვერ (უფრო სწორად, არ) აირჩევს და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.

ფორმალურად ამას დაერქმევა კონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება.

რეალურად ეს იქნება ძალადობრივი გზით  გამოწვეული, ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი,  კონსტიტუციური გზით ვადამდელი არჩევნების დანიშვნის იმიჯის შესაქმნელად.

როგორც იტყვიან, „ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს“. 

საინტერესოა, რატომ დაირაზმა  დასავლეთი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და რატომ აუნთო მწვანე შუქი ქართველ ანტიდემოკრატებს, ანტი ევროპელებს და დიქტატორული რეჟიმის ადეპტებს.

სააკაშვილის რეჟიმის შემქმნელებისა და მის განმტკიცებაში მონაწილეების გარდა,  ქართული ოპოზიციის რეიტინგი  1-3%-ს არ აღემატება, რის გამოც მათ  ხელისუფლებასთან მისვლის შანსები პრაქტიკულად არ გააჩნიათ და ამას  არც მტაცებელი სააკაშვილის გუნდი  დაუშვებს.

გამოდის, რომ დასავლეთს არ აინტერესებს საქართველოში რა რეჟიმი იქნება, მთავარია აქ იყოს მათი ნებისმიერი სურვილის შემსრულებელი,თუნდაც ფორმალურად  ანტირუსული ხელისუფლება, რომელიც ამ გამწვავებულ საერთაშორისო ვითარებაში თავისი ქვეყნის საზიანოდ ანტირუსულ სანქციებსაც დათანხმდება, მეორე ფრონტსაც გახსნის და საზარბაზნე ხორცადაც   გააგზავნის ომში ქართველებს.

დასავლეთი ხედავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება, საქართველოს დამაზიანებელ  მოთხოვნებს არ  თანხმდება.

ამიტომ  ის ხელს შეუწყობს, ხელისუფლებაში ისეთი ძალის მოსვლას, რომელიც არათუ დათანხმდება ამაზე, არამედ თავისი პოლიტიკის საფუძვლად აიღებს საკუთარი ქვეყნის  იგნორირებით, უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებას.

სხვა ახსნას ვერ მოუძებნი, კერძო საკუთრების, თავისუფალი მედიისა და  სასამართლოს წინააღმდეგ მებრძოლ, არჩევნების ტოტალურად გამყალბებელ, ქუჩებში მოქალაქეთა ჩამცხრილველ,  საპატიმროებში ადამიანთა მწამებელ ხელისუფლებას, „დემოკრატიის შუქურას“ ეძახდე, ხოლო ამ ყველაფრის აღმომფხვრელ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას - ანტიდასავლურს, პრორუსულს და ოლიგარქიულს.

მართალია, ბიძინა ივანიშვილი დღეს ჩამოცილებულია ხელისუფლებას, მაგრამ ყველამ იცის, რომ „ქართულ ოცნებას“ მრავალი მხარდამჭერი სწორედ მისი ავტორიტეტის გამო ჰყავს.

ძალაუფლებაზე დაგეშილ პოლიტიკოსთა გათვლა მზაკვრულია - ბიძინას ნეიტრალიზაციით ხელისუფლება ჩამოიშლება.

ამიტომ ცდილობენ დასავლელი "პარტნიორები" და საქართველოს ავის მოსურნენი  დაჟინებით ივანიშვილის  სანქცირების მიღწევას და არჩევნებამდე (თუნდაც ვადამდელ არჩევნებამდე) ისეთი გარემოს შექმნას, რომ დღევანდელი ხელისუფლება ხალხის თვალში წარმავალ, ხოლო საკუთარი თავი - მომავალ ძალად წარმოაჩინონ. 

ამ ფონის შესაქმნელად გარკვეული დრო სჭირდებათ. 

მათ კარგად იციან - ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, პატიოსან და ობიექტურ ჭიდილში ისევ „ოცნება“ გაიმარჯვებს და ნაცები ისევ ოპოზიციურ ძალად დარჩებიან. 

ამიტომ ჭირდებათ, ბიძინას არჩევნებამდე განეიტრალება და ხელისუფლებაში მოსასვლელად მოედნის მოსუფთავება.

რაც შეეხება დეოლიგარქიზიაციას, ეს სწორედ ამ მიზნით შექმნილი ხელოვნური ტერმინია, თორემ ყველამ კარგად იცის ივანიშვილის ფულის წარმოშობის წყაროც და ქველმოქმედების ის უზარმაზარი მსაშტაბებიც, რომელსაც ის საქართველოში ახორციელებს.

ტყუილებში, რომელიც ბიძინას „პრორუსულობას“ ეხება, სხვებს არწმუნებენ, თორემ თვითონ (შინაურებმაც და გარეულებმაც) კარგად იციან, რომ რეალურად სწორედ ოპოზიცია აკეთებს რუსულ საქმეს (ზოგი შეგნებულად, უფრო მეტი კი შეუგნებლად), რადგან ყველა გონიერმა ადამიანმა იცის, რომ ნატოს წევრი პოლონეთის ან ლიეტუვას მსგავსი საგარეო პოლიტიკის გატარების ფუფუნება საქართველოს არ გააჩნია, რადგან საქმე საქმეზე თუ მიდგა, დაახლოებით ისეთივე დახმარებას აღმოგვიჩენს დასავლეთი, როგორც ეს გააკეთა 2008 წელს. 
​
განსჯა და დასკვნების გაკეთება მკითხველისათვის მიგვინდია.
გაზიარება

Share

Comments

21/6/2022

რა არის ევროპეიზაცია?

Comments

Read Now
 
Picture
ქართველები  თაობების მანძილზე ილტვოდნენ ევროპისაკენ, რადგან ნებისმიერი წესიერი ადამიანისთვის, ევროპული ღირებულებები, არათუ მისაღები, არამედ მუდამ საოცნებოც იყო. 

სამწუხაროდ, დღეს ევროპული ღირებულებების დამკვიდრების სიკეთეებზე და აუცილებლობაზე ყველაზე მეტს გაჰყვირის და გვმოძღვრავს ადამიანთა 2 ჯგუფი: 

1 ჯგუფი. პოლიტიკას მიტმასნილი, კრიმინალური აზროვნების ინდივიდები, რომლებმაც მოახერხეს 9 წელი ხელისუფლებაში ყოფნა. 

მათ, საკუთარ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა, სწორედ ამ ღირებულებების დასათრგუნავად და ფეხქვეშ გასათელად მიმართეს.

აკეთეს ისეთი საქმეები, რის გამოც სწორედ ადამიანის უფლებების და ევროპული იდეალების წინააღმდეგ მებრძოლის იმიჯი დაიმკვიდრეს ქართულ საზოგადოებაში.

2 ჯგუფი. უცხოური გრანტებით მსუყედ დაფინანსებული ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები, რომლებიც ხალხს ტვინს ულაყებენ, ტყუილში არწმუნებენ, რომ თითქოს არ  არსებობს ევროპეიზაცია ერთნაირსქესიანთა ქორწინების, გეი აღლუმების, ნარკოტიკების ლეგალიზაციის და მძვინვარე ათეიზმის გარეშე.

ამკვიდრებენ ტენდენციას, რომ რაც უფრო  მეტად დასცინებ, დააბულინგებ და ჩაქოლავ იმათ, ვისთვისაც ეს ყველაფერი მიუღებელია, მით უფრო მეტ ევროპელად და „პრადვინუტად“ გამოჩნდები.  

ამ ორივე ჯგუფის წარმომადგენელთა საბოლოო მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების მოპოვებაა.

-პირველი ჯგუფი, ანუ „სისხლიანი 9 წლის“ რეჟიმის შემქმნელი და მსახური პოლიტიკოსები, ძალაუფლების მოპოვებაში, გულისხმობენ ხელისუფლების შეცვლას ნებისმიერი გზით, ხოლო მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს ქართული საზოგადოების გონებაზე, გრძნობებზე, ემოციებზე გაბატონება და მათ მართვაზე აქვთ პრეტენზია.

საქართველოს ახალგაზრდობას, უყალიბებენ დამახინჯებულ ყალბ სტერეოტიპებს.

 პოლიტიკოსებიც და ე. წ. სამოქალაქო საზოგადოებაც, ახალგაზრდების გულწრფელ მისწრაფებებს, იყენებენ ლიბერალურ- ტოტალიტალური სახელმწიფოს  ასაშენებლ  აგურებად. 

პროპაგანდის იარაღებად ქცეული  ტელევიზიების საშუალებით, გაუთვითცნობიერებელ მოქალაქეებს, ყოველდღიურად ჩასჩიჩინებენ, რომ ევროპული ღირებულებები სწორედ ისაა, რასაც ისინი ყოველდღიურად ქადაგებენ. 

ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრი კი ”მტრული ძალების” მოქმედებად ან ამ ძალების წისქვილზე წყლის დასხმად ითვლება.

არავის უნდა იმის გახსენება, რომ ვინც დღეს ახალგაზრდებს ტვინებს ურეცხავს ევროპეიზაციის სიკეთეებზე საუბრით, სწორედ მათ დაამყარეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ანტიდემიკრატიული რეჟიმი.
​
მათი მმართველობის პერიოდში,ფეხქვეშ იყო  გათელილი  ისეთი ფუნდამენტური ევროპული ღირებულებები, როგორებიცაა კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, სამართლინი სასამართლო, თავისუფალი მედია, პატიმრებისათვის ადამიანური პირობები, სამართლიანი არჩევნები, მმართველობის ფორმებიდან ძალადობის, მოსყიდვისა და დაშინების გამორიცხვა და ა. შ.

ე. წ. ლიბერალური ტოტალიტალიზმის მშენებელთა რიგებში მყოფი „პრადვინუტები“, ყველაფერს აკეთებენ „ახალი ქართველების“ ჯიშის გამოსაყვანად, რომლებისთვისაც რწმენა, სამშობლო, სიკეთე, სიყვარული, ოჯახი, სქესთა შორის განსხვავების ტრადიციული აღიარება, სხვადასხვა შეხედულების ადამიანისათვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების მიცემა, ატავისტურ გადმონაშთებად აღიქმებოდეს.

ამიტომ არის საშიში ასეთი კატეგორიის ხალხის მხრიდან მონოპოლიის მოპოვება ევროპულობაზე და მათი წარმოჩენა ევროპეიზაციის მამებად, თორემ თავისთავად ტრადიციული ევროპული ღირებულებების დამკვიდრებისა და განმტკიცებისკენ სწრაფვა ყოველი წესიერი მოქალაქის ინტერესი უნდა იყოს. 

გაჩნდა იმის საშიშროება, რომ საზოგადოების უმრავლესობა,  გაუკუღმართებული და ფარისევლური სახით „ევროპულობის“ მიწოდების მსხვერპლი  აღმოჩნდეს. 

ასევე ახალგაზრდებს შორის მოხდეს ჭეშმარიტი ტრადიციული ევროპული იდეების დევალვაცია.
გაზიარება

Share

Comments

16/6/2022

ახალი დისტანციური პროექტი ,,უფლებათა აკადემია - შეამოწმე შენი ცოდნა"

Comments

Read Now
 
Picture
ა/ო ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის აგრძელებს დისტანციური პროექტების დანერგვას საკუთარ ვებ-გვერდზე;

დისტანციური პროექტების მთავარი უპირატესობა მათი ხელმისაწვდომობაა - ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს პროექტებში სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობით, რომელიც ინტერნეტს უკავშირდება.

ჩვენი ორგანიზაციის დისტანციური პროექტები ძირითადად ადამიანის უფლებების თემატიკას შეეხება;

საიტზე უკვე ფუნქცონირებს პროექტი ადამიანის უფლებების დაბა - რომლის საშუალებით უმარტივესად მოიძიებთ თქვნთვის საინტერესო ინფორმაციას, ამ პროექტს მალე ახალი მიმართულებები დაემატება და გაცილებით მრავალფეროვანი გახდება.

უფლებათა აკადემია ადამიანის უფლებათა სფეროში საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტს წარმოადგენს.

ეს დისტანციური პროექტი შეიქმნა იმის გამო, რომ ადამიანის უფლებათა სფეროში სრულყოფილი ინფორმაციის მიღება და განათლება იყო და რჩება უმნიშვნელოვანესი მიმართულება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის საყოველთაო უფლებების კულტურის პოპულარიზაციისთვის.
​
უფლებათა აკადემიას ახალი მიმართულება დაემატა - შეამოწმე შენი ცოდნა ადამიანის უფლებების სფეროში;

ამ პროექტის არსი შემდეგში მდგომარეობს:

ყოველდღიურად (კვირის შვიდივე დღის განმავლობაში) საიტზე განთავსდება 5 ახალი თემა ადამიანის უფლებების შესახებ; სულ, კვირის განმავლობაში 35 თემა ქვეყნდება;

მსურველს საშუალება აქვს შეამოწმოს თავისი ცოდნა თითოეული თემის მიხედვით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენს, რომ კონკრეტულ უფლებადაცვით საკითხებზე მისი ცოდნა და ინფორმირება არასათანადოა, იქვე შეუძლია მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნული საკითხის გარშემო.

ა/ო ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის მიიჩნევს, რომ პროექტი უფლებათა აკადემია - შეამოწმე შენი ცოდნა გახდება კიდევ ერთი საშუალება, რომელიც მოსახლეობაში ადამიანის უფლებების საკითხის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და  ამ მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებას უზრუნველყოფს.

უფლებათა აკადემიის ფაარგლებში გრძელდება ახალი და ნოვაციური მიმართულებების შემუშავება და დანერვა, რასაც მომხმარებლები უახლოეს მომავალში იხილავენ. 

შეამოწმე შენი ცოდნა -
გადასვლა
გაზიარება

Share

Comments

13/6/2022

დასავლეთის ზეწოლა საქართველოზე - ნანა კაკაბაძე გადაცემაში ,,დღის კომენტარი"

Comments

Read Now
 
Picture
გაზიარება

Share

Comments

11/6/2022

10 შეკითხვა სალომე ზურაბიშვილს

Comments

Read Now
 
Picture
ქ-ნო სალომე,

1. როგორ გესმით საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლით განსაზღვრული სტატუსი, რომლის მიხედვითაც „საქართველოს პრეზიდენტი არის... ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი“?

აქედან გამომდინარე, ის შეურაცხყოფები და დამამცირებელი დამოკიდებულება, რაც ევროპული სტრუქტურებიდან მოედინება საქართველოს მიმართ, არის თუ არა ეროვნული დამოუკიდებლობის შელახვის მცდელობები? 

2. ფიქრობთ, თუ არა, რომ ნებისმიერი ქვეყნიდან თუ ევროპული გაერთიანებიდან მომდინარე ცკ-ს დირექტივების მსგავსი ყველა მოთხოვნა, უპირობოდ უნდა შეასრულოს საქართველომ?

თუ მხოლოდ პირადი ვიზიტების შეფერხებები მიგაჩნიათ  უფლებების შელახვად?  ასეთი შეფერხების დამადასტურებელ რაიმე დოკუმენტს რატომ არ წარმოადგენთ?

3. მართლა ფიქრობთ, რომ ქვეყნის წინაშე დამსახურებების თუ დამაზიანებელი მოქმედებების შეფასებისას, ერთ სიბრტყეზე შეიძლება დააყენოთ ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ფიგურები?

4. თქვენც მიგაჩნიათ, რომ სააკაშვილის დროს უკეთესი მდგომარეობა იყო საქართვველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის, მართლმსაჯულების სისტემის, კერძო საკუთრების დაცვის კუთხით და ზოგადად, მაშინ იყო „კარგი მმართველობა“ და 2013 წლის შემდეგ ყველაფერი გაუარესდა?

5. თქვენც მიგაჩნიათ, რომ საქართველოში მედიის მდგომარეობა გაუარესებულია? ან რომ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დამნაშავეებად ცნობილი 30-ზე მეტი ადამიანის, სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნობა და დასჯა საკმარისი არ არის? იქნებ  მათი სასჯელები გეცოტავებად, მართლა ფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ნაცემი ოპერატორი, ერთი კვირის შემდეგ, სწორედ 5 ივლისს მიღებული ტრავმებით და არა სხვა მიზეზითაა გარდაიცვლილი? იცნობთ ამ პირის გარდაცვალების მიზეზზე ექსპერტიზის დასკვნას? 

6. ეთანხმებით ევროპული კვლევის ცენტრის დასკვნას, რომ „საქართველოს პოლიტიკური რეჟიმი წლებია, ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, პრობლემის სათავეში ქმედითი ძალაუფლების კონცენტრაციაა, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელში, რომელიც არც არჩეულია და არც ანგარიშვალდებული, რაც სახელმწიფოს მიტაცების განსხეულებაა“?

7. თუ ასე არ მიგაჩნიათ, რატომ ერთხელ მაინც არ გამოთქვამთ პროტესტს, ევროპელი პოლიტიკოსების  უსაფუძვლო და ცილისმწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით? თუ რასაც ევროპელები დაგვაბრალებენ და მოგვთხოვენ, ყველაფერი ჭეშმარიტებად უნდა მივიღოთ და შევასრულოთ?

8. თქვენს საარჩევნო პლაკატებზე, ბიძინა ივანიშვილის პორტრეტი რომ იყო გამოსახული, როდისმე ხომ არ გიქმნიდათ ეს უხერხულობას? ან დღეს ხომ არ გიქმნით?

9. ხვდებით თუ არა, რომ ნაცები მანამდე მოგეფერებიან, სანამ დაჭირდებით მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად და რომ მათთვის მისაღებ პოლიტიკოსად ვერასოდეს იქცევით?

10. არსებობს თუ არა ევროპაში პოლიტიკური კორუფცია და ფიქრობთ თუ არა, რომ აქედან გამომდინარე, ევროპარლამენტში, ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო ლობისტური საქმიანობა, შეიძლება დაფინანსებული იყოს შვეიცარიული საბანკო გიგანტის Credit Suisse-ს მიერ, რაც საქართველოს მეხუთე კოლონის ინტერესებსაც ემთხვევა?
​
უღირდა თუ არა აღნიშნულ ბანკს ასეთი ლობიზმისთვის,  თუნდაც 100 მილიონი ევროს დახარჯვა, თუ ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში ბანკი 600 მილიონზე მეტი ვალის გადახდისგან შეიძლება გათავისუფლდეს? 
გაზიარება

Share

Comments

10/6/2022

ნანა კაკაბაძე რადიო ,,იმედზე" ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ

Comments

Read Now
 
Picture
გაზიარება

Share

Comments

10/6/2022

ნანა კაკაბაძის პრეს-კონფერენცია „კვირას“პრეს-კლუბში

Comments

Read Now
 
Picture
გაზიარება

Share

Comments

8/6/2022

ქართული იდენტობა - საჯილდაო ქვა

Comments

Read Now
 
Picture
რა არის ქართული იდენტობა -

საინტერესო დისკუსია გაიმართა გუშინ პარლამენტშიც, მედიაშიც და სოციალურ  ქსელებშიც.

აღმოჩნდა, რომ ვიღაცისთვის ქართული იდენტობა ილია ჭავჭავაძე, დავით აღმაშენებელი,  მეფე ერეკლეა, ვიღაცისთვის - ევროპა.

შეიძლება  ქართული იდენტობა ვიღაცისათვის ქრისტიანული სარწმუნოება იყოს, ან „ვეფხისტყაოსანი“, ან სულაც, ქართული ღვინო და ა.შ. 

განსაკუთრებით  გამოვყოფთ იმათ, ვისაც ქართულ იდენტობად ევროპა მიაჩნიათ. 

ამ პოზიციით განსაკუთრებით ის ხალხი ყელყელაობს, ვინც ე. წ. „სისხლიანი 9 წლის“ შემოქმედები, მონაწილენი ან „გამპრავებლები“არიან. იმ 9 წელშიც კარგად  გვმოძღვრავდნენ ევროპული ღირებულებებით. 

გვახსოვს, დასავლეთში „დემოკრატიის შუქურასაც“ რომ ეძახდნენ სისხლიან, ტოტალიტარულ მმართველობას.

ქართველი ხალხი, რომლებმაც,  საკუთარ ზურგზე იწვნია ის "პროდასავლურობა", 9 წლიანი რეჟიმის სისასტიკე და უსამართლობა, გახდნენ ანტიდასავლეთელები.

დასავლეთი  დღეს ისევ უკან გვტენის  სადისტებს და გვეუბნება, მათ დროს საქართველოში „კარგი მმართველობა“ იყოო.

ამ ვითომ მედასავლეთეების გასაგონად ვიტყვით, რომ საკუთარ წარსულზე უარის თქმა და მოდური იდეების გადაჭარბებული მსახურება (თუნდაც მხოლოდ სიტყვით) იმ ახალგზარდა ბოლშევიკებს და კომკავშირელებს გამსგავსებთ, რომლებიც ზუსტად 100 წლის წინ სრული სერიოზულობით მოითხოვდნენ, ბნელი წარსულის ყველა ნაშთი, სახელებიც კი უნდა მოვსპოთ და მაგალითად, თვეებს არა იანვარი, თებერვალი და ა. შ. უნდა ერქვას, არამედ ტრაქტორი, კომბაინი, ნამგალი, ურო და ასე შემდეგო.

მეფის მიერ დაგებულ რკინიგზაზე კომუნიზმის მატარებელმა როგორ უნდა იაროს, ავყაროთ და ჩვენ ჩვენი ლიანდაგები დავაგოთო.

თქვე "კეთილშობილებო", ის მაინც თუ იცით, რომ სწორედ ქრისტიანული სულიერება და კულტურა დაედო საფუძვლად ევროპული ლიბერალური ღირებულებების ჩამოყალიბებას?

როდესაც საქართველოს დიდი მეფეები და სხვა პატრიოტები სიცოცხლეს წირავდნენ ქრისტიანობისთვის, სწორედ იმ ღირებულებებისთვის წირავდნენ თავს, რამაც ევროპულ ცივილიზაციას დაუდო საფუძველი.
მერე რა, რომ დღეს იმ ევროპაშიც ბევრმა დაამახინჯა ლიბერალიზმის არსი, ეგრე ხომ ქრისტიანობის არსიც წლების მანძილზე არაერთმა სექტამ დაამახინჯა. 

იქნებ ცოტა თავი გაანძრიოთ და დაფიქრდეთ, რატომ უდრიდა მთელი ისტორიის მანძილზე ქრისტიანობის დაცვა სწორედ ქართველობის დაცვას. 

თუ თავის განძრევითაც ვერ მიხვდებით, ჩვენ გეტყვით: დღეს არც თურქეთში, არც ირანში და არც მუსულმანური აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში (ეგვიპტე, სირია, ერაყი...) მცხოვრები ეთნიკურად ქართველი სამწუხაროდ, აღარ არის მენტალურად ქართველი.

რომ არა აჭარის, საქართველოს წიაღში 150 წლის წინ დაბრუნება, აჭარელი ქართველებიც ზუსტად ისეთივე მდგომარეობაში იქნებოდნენ, როგორშიც დღეს ლაზები და ფერეიდნელები არიან.

მათი ნაწილი დღეს ცდილობს წინაპრების ფესვებთან დაბრუნებას და საქართველოსთან იდენტიფიცირებას, კონტაქტიც აქვთ წინაპრების სამშობლოსთან, ზოგი მოქალაქეობის მიღებასაც კი ახერხებს, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ცოტანი არიან, ვინც ახერხებს რეინტეგრაციას.

მართალია, ჩვენც არასაკმარისად ვეხმარებით მათ ამაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, უცხოეთში მცხოვრები მილიონობით გამუსულმანებული ეთნიკური ქართველიდან, ამას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ.

შორს რომ არ წავიდეთ, ამის ცოცხალი მაგალითი ე. წ. თურქი მესხები არიან, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა თავს თურქებად თვლიან.

ასე რომ, თქვენს მიერ გალანძღული ჩვენი დიდი მეფეებიც, და მათ შორის ერეკლე მეორეც, როდესაც თავდასხმით თუ თავდაცვით ომებს აწარმოებდნენ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად სწორედ იმ იდეებს და ღირებულებებს იცავდნენ, რომელსაც დღეს თქვენ ევროპულს ეძახით. 

თავი დაანებეთ მატრაკვეცობას და საკუთარი წარსულის იგნორირებით თავის გამოჩენას. 

თუ მეფეების კრიტიკით და ლანძღვით გინდათ მაინცდამაინც თავის წარმოჩენა, საქართველოს ისტორიაში ასეთებიც იყვნენ  არაერთნი. საგნობრივად აკრიტიკეთ და ლანძღვა-გინებას შეეშვით.
​
რაც შეეხება მართლაც დიდებულ და საამაყო ერისკაცებს, მათდამი მოწიწებასა და პატივისცემას თუ ვერ ახერხებთ,  თავი დაანებეთ!   
გაზიარება

Share

Comments

5/6/2022

აჩრდილი დადის უვროპაში, აჩრდილი ლიბერალური ტოტალიტარიზმისა

Comments

Read Now
 
Picture
დღეს ადამიანის უფლებების გაგება, ფორმით და შინასრსით, აცდენილია  გუშინდელს.

ადამიანის უფლებათა დაცვის მახინჯ ფორმებს, (ორმაგი სტანდარტები, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უფლებების  შეზღუდვას და ა.შ)  "პრადვინუტობა" დაარქვეს.

ვინც საბჭოთა კავშირში დავიბადეთ,  გვახსოვს რა იყო  ტოტალიტარული აზროვნების შედეგად დადგენილი  წესები.

მის წინააღმდეგ ბრძოლას, საკუთარი თავისუფლებისა თუ სიცოცხლის ხარჯზე, მიზანშეწონილად მიიჩნევდნენ,  პროგრესულად მოაზრივნე საზოგადოების ნაწილი.

რაც შეეხება  ადამიანურ ურთიერთობებს, მეგობრობას, სიყვარულს, თანადგომასა და სხვას, ჯანსაღი  საზოგაფოებისთვის დამახასიათებელ თვისებებს, იმ ეპოქაში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობას ნამდვილად არ აკლდათ.

დეფიციტს, რომელსაც  საბჭოთა მოქალაქე განიცდიდა, ეს იყო თავისუფლება, თავისუფალი სიტყვის გამოხატვა, გადაადგილების, კერძო საკუთრების უფლება... 

ამ ღირებულებების წყურვილს ზოგი  „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ ჩუმ-ჩუმად მოსმენით იკლავდა, ზოგი უცხოეთში ახერხებდა გაქცევას და იქ დარჩენას, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კი მხოლოდ ოცნებებში და სიზმრებში ხედავდა საკუთარ თავს ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველა ეს ღირებულება დაცული იქნებოდა.

ასეულ მილიონობით საბჭოთა ადამიანებს შორის იყო გაბედულ მოქალაქეთა ნაწილი, რომლებიც  ღირებულებებისათვის, ხმამაღალი სიტყვით ბრძოლას ბედავდნენ და  საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ.

ასეთ ადამიანებს  „დისიდენტებს“ (სხვაგვარად მოაზროვნეებს) ეძახდნენ.

მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში ასეთები, მხოლოდ ათეულობით იყვნენ შედარებით  პატარა რესპუბლიკებში, როგორებიც საქართველო, სომხეთი ან ბალტიის ქვეყნებია. (ლიტვა-ლატვია-ესტონეთი)
დიდ რესპუბლიკებში (რუსეთში და უკრაინაში) მათი რიცხვი უფრო მეტი იყო.

თავისუფლებისთვის და ზემოხსენებული იდეალებისთვის ბრძოლაში დისიდენტები საფრთხეში იგდებდნენ საკუთარ თავისუფლებას და ზოგ შემთხვევაში, სიცოცხლესაც კი. 

ბევრმა მათგანმა სხვადასხვა  სასჯელები მოიხადა ამის,  ზოგი ვეღარც დაბრუნდა ციხეებიდან.

ამას იმიტომ ვიხსენებთ, რომ დღეს ბევრი რამე გადააფასა რუსეთ-უკრაინის ომმა.

იდეალებს, რომელსაც საბჭოთა დისიდენტებმა ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნეს, დღევანდელ  უფლებადამცველებად წოდებული აქტივისტების ხელში, მომხმარებლური ფორმა მიეცათ. 

ისინი მას დამახინჯებულად, მხოლოდ მათი  თანამოაზრეების მიმართ სავაჭროდ  გამოსაყენებლად მიიჩნევენ და ღირებულებების  დაცვით მანიპულირებენ.

თუ 100 წლის წინ „სოციალური თანასწორობისა“ და „მსოფლიო იმპერიალიზმისგან ჩაგრული მასების განთავისუფლებისათვის“ მებძოლები იყვნენ „პრადვინუტები“, ხოლო დანარჩენები - „ბნელები“, „ჩამორჩენილები“ და „ისტორიის სანაგვეზე გადასაგდებები“, დღეს კარგ ტონად და „პრადვინუტობად“ ლიბერალური შეხედულებების დამახინჯებული ფორმა ითვლება და თუ შენ არ იზიარებ, არ ახმოვანებ მათ ნარატივებს, უპირობოდა და თვალდახუჭულად არ ხდები მათი იდეების პროპაგანდისტი, ისეთივე მიუღებელი, ბნელი, ჩამორჩენილი და ჩასარეცხი ხარ, როგორც 100 წლის წინ იყვნენ კომუნიზმის მოწინააღმდეგეები.

ამიტომ შენთვის არ შეიძლება დასაშვები იყოს სიტყვის, გამოხატვის, გადაადგილების, კერძო საკუთრების და სხვა თავისუფლების უფლებები.

სავსებით მისაღები გახდა, თუ მათ მიერ მტრად და მოწინააღმდეგედ მიჩნეულ ნებისმიერ ადამიანს ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე პოლიტიკური ნიშნით ქონებას ჩამოართმევ, გამოხატვის ან გადაადგილების თავისუფლებას შეუზღუდავ, ან უბრალოდ, გაანადგურებ.

გადაავლეთ თვალი სოციალურ ქსელს და ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ასეთი „პრადვინუტი ლიბერალების“ სიძულვილის ენით განმსჭვალულ ნააზრევებს.

სამწუხაროდ, ეს მარტო ქართული მოვლენა არ არის, ისევე როგორც არც კომუნიზმი და ფაშიზმი არ იყო წმინდა რუსული ან გერმანული მოვლენა. 

დღეს ეს ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება. 
​
მარქსის ცნობილი გამოთქმის პერიფრაზი რომ გამოვიყენოთ, შეიძლება ითქვას,  „აჩრდილი დადის ევროპაში, აჩრდილი ლიბერალური ტოტალიტარიზმისა“...
გაზიარება

Share

Comments

1/6/2022

ნანა კაკაბაძე გადაცემაში ,,დღის კომენტარი"

Comments

Read Now
 
Picture
გაზიარება

Share

Comments

31/5/2022

ევროპის სახალხო პარტია: „2012 წლამდე საქართველოში იყო კარგი მმართველობა!“

Comments

Read Now
 
Picture
ევროპის სახალხო პარტიის (EPP) სახელით გამოქვეყნდა ტექსტი, რომელიც აშკარად ნაცმოძრაობის მიერაა დაწერილი, თანაც ისეთი შინაარსისაა, რომლის საქართველოში გავრცელებას ნაცები საკუთარი სახელით ვერც გაბედავენ, რადგან მასში არის ფრაზები, რომლის გამოც ქართველების უმრავლესობა მათ, უბრალოდ, დასცინებს და კიდევ უფრო შეიძულებს. მოვიტანთ EPP-ის სახელით გავრცელებულ ამ ფრაზებს და წარმოვიდგინოთ, როგორ აღიქვამენ ამას  საქართველოში: 

„ქვეყნის არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და შედეგად გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა“ - ანუ, ნაცების დროს იყო „კარგი მმართველობა“ და „დემოკრატიული ინსტიტუტები“.

ეს რღვევა მოიცავს „დამოუკიდებელ სასამართლოს, მედიის თავისუფლებას, პოლიტიკურად თანაბარ პირობებსა და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს". ანუ, ნაცების დროს საქართველოში ყოფილა „დამოუკიდებელი სასამართლო, მედიის თავისუფლება, პოლიტიკურად თანაბარი პირობები და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები".

"დაპატიმრება და შემდგომი არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა, მათ შორის, აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა და ცილისმწამებლური პროპაგანდა, რომელიც მიმართულია საქართველოს ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს ისტორიაში დემოკრატიულად არჩეული მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ, ამგვარი ტენდენციების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

​ცნობილი მედია მენეჯერის, ნიკა გვარამიას პატიმრობა კი - საქართველოში მედიის თავისუფლების საფრთხეს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სიტყვის შემცირებას კიდევ უფრო ხაზს უსვამს", - ნათქვამია EPP-ის სახელით გავრცელებულ განცხადებაში. ანუ, საზღვრის უკანონოდ გადმომკვეთი ძებნილი სააკაშვილის დაკავებაც უკანონოა, სასჯელაღსრულების ერთი დაწესებულებიდან მეორეში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანა და შენობაში ხელში ატატებული შეყვანა (რადგან თვითონ არ შედიოდა) არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობაა, უცხოეთში გადაყვანაზე უარი აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმაა, ხოლო ნაცების გებელსი ნიკა გვარამია უბრალო მედია მენეჯერია და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაშიც კი მისი დაპატიმრება საქართველოში მედიის თავისუფლების საფრთხეს უქმნის და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სიტყვის შემცირებას იწვევს.

"სახალხო პარტია" ასევე შეშფოთებულია იმით, რომ „ხელისუფლების მიერ, სასამართლო სისტემის მისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ იარაღად გამოყენება, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს სერიოზულად ძირს უთხრის“, და თურმე ამ ყველაფრის გამო „საქართველომ, ოდესღაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერმა, ძნელად მოპოვებული დემოკრატიის სიგელი დაკარგა და ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით კვლავ ეჭვებს აჩენს“.

​ანუ, ნაცების დროს სასამართლო სისტემა არ გამოიყენებოდა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ იარაღად, მაღალ დონეზე იყო დაცული მედიის თავისუფლებაც, კერძო საკუთრებაც, პატიმართა უფლებებიც, არჩევნებიც თავისუფალი და დემოკრატიული იყო, მოვიდა ახალი ხელისუფლება და ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა, რამაც გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა.

ამ ყველაფერს "ევროპის სახალხო პარტია" თურმე იმიტომ აცხადებს, რომ ნაცების ლობისტები კი არ არიან, უბრალოდ, მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ხოლო მათი გაგებით, ის, რასაც ქართველმა ხალხმა „სისხლიანი ცხრა წელი“ უწოდა, სწორედ დემოკრატიის ზეიმი და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ბრწყინვალე 9 წელი იყო. 

აი, ეს არის საქართველოში ყველაზე მძლავრი ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდის ნიმუში, როდესაც ქართველ ხალხს უმტკიცებენ, რომ დასავლეთი და „კარგი მმართველობა“ არის სწორედ ის, რასაც თქვენ „სისხლიან 9 წელს“ ეძახითო.
გაზიარება

Share

Comments

31/5/2022

ვინ იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას

Comments

Read Now
 
Picture
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების  პერიპეტიები ფინიშის ზღვარზე გადის და ბუნებრივია, დაძაბულობა და ვნებათაღელვაც იზრდება. 

იმის ნაცვლად, რომ მიზნის მისახწევად ერთსულოვნად, მიზანმიმართულად მივმართოთ ჩვენი შესაძლებლობები და ევროპას დაუმტკიცოთ, რომ საქართველოს მოსახლეობის  უმრავლესობის სურვილია ამ სტატუსის მიღება, დრო  სამწუხაროდ,  შიდა მტრების ძიებაში იხარჯება.

ოპოზიცია ერთის მხრივ  აცხადებს, სურვილს  საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ხოლო მეორეს მხრივ არ აღიარებს, რომ დღევანდელი მოცემულობით ქვეყანა ამას იმსახურებს.

მათი პოზიცია ასეთია: „ჩვენ კი გვინდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, მაგრამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამას არ იმსახურებს“.  

შემთხვევითი არ იყო,  საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომ  მხოლოდ 2024 წლისთვის აპირებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანას, რადგან ჩვეულებრივ პირობებში ამას თავისი მოსამზადებელი ეტაპების გავლა სჭირდება (ძირითადად საკანონმდებლო სფეროში).

უკრაინაში განხორციელებულმა რუსეთის აგრესიამ ყველაფერი არაჩვეულებრივ მდგომარეობაში გადაიყვანა და მათ შორის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პირობებიც. 

ბუნებრივია,2022 წლისთვის  ვერ მოესწრებოდა,  2024 წლამდე დაგეგმილი და გასატარებელი ცვლილებები, როდესაც საქართველო უფრო მომზადებულად წარდგებოდა.

ამიტომაც აცხადებს ხელისუფლება, რომ მას დღეისათვის დაგეგმილი რეფორმების მხოლოდ 40-45% აქვს გატარებული, თუმცა, იქვე ამატებს, რომ ამ მაჩვენებლითაც კი დღეის მდგომარეობით საქართველო სხვა ორ კანდიდატზე (უკრაინაზე და მოლდოვაზე) მაინც წინ არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივია ხელისუფლების პოზიცია, რომ არ იქნება პოლიტიკურად გამართლებული, თუ შექმნილი არაორდინარულ ვითარებაში სამივე ქვეყანა უარს მიიღებს კანდიდატის სტატუსზე, მით უმეტეს, ძალიან დიდი უსამართლობა იქნება, თუ მხოლოდ საქართველოს ეტყვიან უარს. ეს იქნება საქართველოს დასჯა  იმის გამო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა მეორე ფრონტის გახსნაზე. რაც არ უნდა შეფუთონ ეს უარი, არავინ დაიჯერებს, რომ საქართველოში ნაკლები დემოკრატია, ნაკლები თავისუფლება, ან მეტი კორუფცია და მეტი უსამართლობაა, ვიდრე უკრაინაში ან მოლდოვაში.

თუ ამას დავუმატებთ ქართული ოპოზიციური სპექტრის ძირითადი ნაწილის შიშებს, რომ ამ სტატუსის მიღებით ხელისუფლება მოიგებს, ხოლო ოპოზიცია წააგებს, ააშკარავებს მათ გაცხადებულ გეგმებს, რომ სტატუსის უარის მიღების შემთხვევაში ქართველმა ხალხმა პასუხი უნდა აგებინოს ხელისუფლებას. ეს პასუხისგება, ხელისუფლების დამხობად, ანუ სახელმწიფო გადატრიალებად ითარგმნება.

იმედია, ევროკავშირში ძირითადად გონიერი ადამიანები წყვეტენ მნიშვნელოვან საკითხებს, ისინი არ მიიღებენ ალოგიკურ და გაუმართლებელ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ალბათ მათაც კარგად ესმით, რომ რაიმე ნიშნით ამ სამეულისთვის (და მით უმეტეს, მხოლოდ საქართველოსთვის) კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა აუცილებლად იქნება სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის და  რუსეთისთვისაც, რომ ევროპა აღარ ეხმარება ამ ქვეყნებს (თუ ქვეყანას) რუსეთის გავლენის სფეროდან გამოსვლაში. 
​
ეს ასე იქნება აღქმული, გამომდინარე სწორედ დღევანდელი არაორდინარული ვითარებიდან, თორემ ყველას ესმის, რომ ჩვეულებრივი მდგომარეობის არსებობისა და საკითხის სტანდარტულად განხილვის შემთხვევაში, ამ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის მიღების კრიტერიუმებს ამ ტრიოს არც ერთი ქვეყანა არ  აკმაყოფილებს.
გაზიარება

Share

Comments

28/5/2022

არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი

Comments

Read Now
 
Picture
27 მაისს, საქართველოს პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის და რამდენიმე სხვა მინისტრის მოსმენის შემდეგ ოპოზიციამ მორიგი წარმოდგენა დადგა თემაზე - „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენ გვინდა და თქვენ არა!“

პასუხებიც შესაბამისი მიიღეს, მაგრამ ამ დებატების ანალიზი ახლა შორს წაგვიყვანდა.

მოკლედ, კოაბიტაციის პროცესიდან დაწყებული სულ ცდილობდა ხელისუფლება, რომ ნაცები ქვეყნის მტრობის პოლიტიკიდან „სააქაოსკენ“ მოებრუნებინა, ცივილიზებულ ოპოზიციად ჩამოეყალიბებინა და ამით გარკვეულად მათი პოლიტიკური და მორალური რეაბილიტაციაც მოეხდინა.

მაგრამ, არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი.

გავიდა 10 წელი, ძლივს დარწმუნდა ხელისუფლება, რომ ნაცების შეცვლა შეუძლებელია და ისინი მუდამ სახელმწიფო გადატრიალებისკენ და ქვეყნის ღალატისკენ იქნებიან მიდრეკილები.

27 მაისის, პარლამენტის სხდომაზე,  კურიოზსაც ჰქონდა ადგილი - იუსტიციის მინისტრი ნაცებმა პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე სასაუბროდ მიიწვიეს.

მართალია, მათ მხოლოდ ციხეში მყოფი თავიანთი ბელადის მდგომარეობა აინტერესებდათ, მაგრამ პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე პრეტენზიები პატიმრების წამების დამნერგავი პოლიტიკური ძალისგან უბრალოდ, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. 

ამ ფონზე იმავე 27 მაისს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი დამთხვევა: სამოქალაქო სექტორის, მედიის, საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეების მიერ დაფუძნდა საზოგადოებრივი მოძრაობა “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ”.

მოძრაობის დაფუძნების ღონისძიებაზე წაიკითხეს მანიფესტი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს გადასადგმელ ნაბიჯებს ითვალისწინებს.

მანიფესტი 9 პუნქტისაგან შედგება:

1. საქართველო თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ქვეყანაა;
2. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი;
3. ხელისუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით იცვლებოდეს;
4. კანონი უზენაესი და ადამიანის უფლებები აღიარებული და დაცული იყოს;
5. მოქალაქე სამართალს დამოუკიდებელ და კვალიფიციურ სასამართლოში პოულობდეს;
6. სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელი და დაცული იყოს;
7. სიღატაკე აღარ არსებობდეს;
8. სახელმწიფო ებრძოდეს და ამარცხებდეს კორუფციას;
9. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და ბუნება იყოს დაცული.

ყველა ეს ლამაზი სიტყვა და ლოზუნგი ყველასთვის მისაღები და მისასალმებელია, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამ ე. წ. მანიფესტის სადღეგრძელოსავით ჩამორაკრაკებული პუნქტები მისი ავტორებისათვის მხოლოდ პოლიტიკური ქულების მოპოვების და ხალხის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა, ვინაიდან მანიფესტის რამდენიმე ათეული ავტორის გავრცელებულ ფოტოზე კარგად ჩანს იმ ადამიანების სახეები, რომლებიც ან არ ხედავდნენ სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დანაშაულებზე, ან პირადად უქმნიდნენ იდეოლოგიურ საფუძველს ასეთ რეჟიმებს.
​
ამის თამამად თქმა შეგვიძლია, რადგან ამ ფოტოზე წარმოდგენილი რამდენიმე ათეული აქტივისტიდან ყველა ნაცნობი სახეა და ყველაზე წინა პლანზე ამაყად პოზირებს სოროსის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დღევანდელი ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროსაც ამ თანამდებობაზე მუშაობდა და იმ რეჟიმს ლობირებდა.
გაზიარება

Share

Comments

26/5/2022

ქვეყნის ღალატი კონკრეტულ შედეგს განაპირობებს!

Comments

Read Now
 
Picture
​საქართველოში,  ოპოზიციად მიჩნეული  კრიმინალური ძალა  ყველაფერს აკეთებს, იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს და ეს დღევანდელ ხელისუფლებას აქტივში არ ჩაეწეროს.

როგორც აღმოჩნდა,  პარტნიორებთან   შეხვედრის ყოველ ჯერზე, ისინი ცდილობენ დაარწმუნონ  ევროპელები,-არ მიანიჭონ საქართველოს  კანდიდატის სტატუსი. 
​
ეს პოზიციები პირდაპირ თუ არაპირდაპირ ნათლად გამოჩნდა გუშინდელი საპარლამენტო დებატების დროს. 
გამოჩნდა ისიც, რომ  პატრიოტული და დემოკრატიული მოტივებით შენიღბულ  "ოპოზიციას"  ამოძრავებს ერთადერთი რამ - ყველგან და ყველაფერში გამოიყენონ ნებისმიერი მისაღები და მიუღებელი საშუალება, ტყუილი და ცილისწამება იმისათვის, რომ როგორმე ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება, ვინაიდან დემოკრატიული არჩევნების გზით (9 ჯერ) ვერ მოახერხეს ხელისუფლებაში დაბრუნება.

გუშინდელ საპარლამენტო დებატში,   ოპოზიციის კრიმინალურმა  ნაწილმა, ვერ შეძლო ჯეროვანი წინააღმდეგობა გაეწია მმართველი პარტიის არგუმენტებისთვის, ბევრი მათგანი  დარბაზიდან გავიდა, ხოლო დარბაზში  დარჩენილებმა უარი თქვეს ხელის აწევით, დაეფიქსირებინათ სურვილი, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

რას უნდა ელოდეს ქვეყანა ისეთი "პოლიტიკოსებისგან", რომლებიც ქვეყნის ინტერესებს პირადი, პარტიული და სხვა ინტერესების შემდეგ მეხუთეხარისხოვნად მიიჩნევენ?

ქვეყნისთვის საზიანო ამ მოვლენას თავისი  დადებითი მხარეც აქვს, ვინაიდან ყოველ კრიტიკულ სიტუაციაში,  საკუთარი პოზიციების დაფიქსირებისას ხდება ლუსტრაცია და მოქალაქეები სულ უფრო ნათლად ხედავენ ყველა პოლიტიკოსის და პოლიტიკური ძალის რეალურ სახეს. 

გუშინ  პარლამენტში ვიხილეთ ოპოზიციად წოდებული კრიმინალების ანტისახელმწიფოებრივი პოზიციები.
ისინი ქვეყნის ჩამოშლაზეც თანახმანი არიან, ვინაიდან მართვის სადავეების ხელში ჩაგდების სხვა გზას ვეღარ ხედავენ. 
​
„სამშობლოს ღალატი“ ლიტონი სიტყვები არ არის, ეს  კონკრეტული ქმედებაა, რომელიც ქვეყნისთვის საზიანო შედეგს განაპირობებს.
გაზიარება

Share

Comments

23/5/2022

ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება გადაგვარჩენს!

Comments

Read Now
 
Picture
საქართველო, ევროკავშირის  წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინშია. 

რომ არა უკრაინაში მიმდინარე ომი, ამ სტატუსის მინიჭების განხილვაზე,  ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა ვერც კი ვიფიქრებდით.

შეიქმნა ახალი რეალობა და ყველა შესაბამისდ ამოქმედდა.

ფინეთი, შვედეთი, თურქეთი, უნგრეთი და სხვა ქვეყნები, ღიად გამოდიან საკუთარი  ინტერესების პრიორიტეტებიდან. 

მავანნი, მხოლოდ  საქართველოს  უკრძალავენ,  საკუთარი ინტერესების წინა პლანზე დაყენებას, უბიძგებენ, მსოფლიოს  გლობალური ინტერესებისათვი, ისეთი მოქმედებისკენ, რომელიც  შესაძლოა ჩვენთვის კატასტროფის მომტანი იყოს.

რუსეთისათვის დაწესებული სანქციები,  მილიარდობით დოლარის იარაღისა და ფინანსების მობილიზება,  თითქმის ყველა ქვეყანაში იწვევს  ეკონომიკურ კრიზისს. 

ადამიანის უფლებათა დაცვის მიდგომები, უარყოფითისკენ იცვლება.

10-15 წლის წინ, კერძო საკუთრება, გადაადგილების თავისუფლება, პირადი ხელშეუხებლობა, დემოკრატიული ხელისუფლებებისთვის და  უფლებადამცველებისათვის,  ხელშეუხებელ ღირებულებებს წარმოადგენდა.

დღეს ვხედავთ, რომ დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნების ხელისუფლებები, ეროვნული ან სახელმწიფოებრივი ნიშნის მიხედვით,  ოფიციალურად ახდენენ კერძო საკუთრების ჩამორთმევას, გადაადგილების თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის შეზღუდვას და ამას ნორმად მიიჩნევენ.

ღირებულებათა აღრევის და აღქმების წინა პლანზე გამოსვლის ეპოქაში, ომს არქმევენ მშვიდობას, ბოროტებას - სიკეთეს, ძალადობას - ქველმოქმედებას, შეიარაღებას - მშვიდობისთვის ბრძოლას, ღალატს - კეთილგონიერებას, პატრიოტიზმს - წარსულის გადმონაშთს, ლანძღვა-გინებას - ვაჟკაცობას, ტყვედ ჩაბარებას - ევაკუაციას, კონსერვატიზმს -  ჩამორჩენილობას, არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას - ნორმას, პარტიული ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე წინ დაყენებას - პოლიტიკოსობას. 

 ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, დიდი მონდომებით ცდილობენ,  საქართველომ არ  მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რათა  ხელისუფლებამ ,  პოლიტიკური ქულები ვერ დაიწეროს.

ამ საქმეში მათი დამხმარე ევროდეპუტატები, საქართველოს  პატრიოტებად ითვლებიან.

მავნე  დიპლომატიური სტანდარტები იქამდე მივიდა, რომ  საქართველოში აშშ-ის ელჩი გურიაში ჩადის, რათა პირადად   გადაუხადოს მადლობა, გურულ ქალბატონს, რომელიც აქტიურად  ესხმის თავს, ახლადშექმნილი კონსერვატიული პარტიის ოფისებს.

ასეთ დესტრუქციულ  ქალბატონს, აჯილდოებს აშშ-ში მიწვევით.

ასე თუ გაგრძელდა,  ელჩები სხვადასხვა ქვეყნებში,  მათთვის მიუღებელი პირების თუ მოძრაობების პირად ლანძღვა-გინებაზეც გადავლენ. 

გადაბრუნებული ღირებულებების და ლიბერალური ტოტალიტარიზმის დამკვიდრების ეპოქაში, შეუძლებელი გახდა  პიროვნებისა და  ქვეყნის თავისუფლების შენარჩუნება.
​
თანამედროვე რეალობების გათვალისწინებით, ქვეყნისა და პიროვნების გადარჩენის ერთადერთ გზა, ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება და მათზე ზრუნვაა!
გაზიარება

Share

Comments

20/5/2022

ნანა კაკაბაძე გადაცემაში ,,ალტერნატიული ხედვა"

Comments

Read Now
 
Picture
გაზიარება

Share

Comments

17/5/2022

ხელუსუფლებიდან ოპიზიციაში გადაბარგებული ყინჩები

Comments

Read Now
 
Picture
ოპოზიციაში გადასვლისას თვალახელილი არარაობები

აბა, ვის გახსოვთ?  სიტყვები: „სანამ ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, მანამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, დემოკრატიაც იყო, ქვეყანაც ყვაოდა, სასამართლოც სამართლიანი იყო, ევროპული კურსიც - შეუქცევადი, ხალხიც კმაყოფილი და ა. შ. 

ჰოდა, იმიტომ წამოვედით  ოპოზიციაში, რომ უმაღლესმა ხელისუფალმა ევროპული დემოკრატიის გზიდან გადაუხვია და დაადგა ადამიანის უფლებების დარღვევის, უსამართლო სასამართლოს, დიქტატურისა და ტირანიის გზას“ - ეს ტექსტი იმდენად ძველი და გაცვეთილია, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე ხელისუფლებაში ყოფნისას განდიდებული და შემდეგ იქიდან რადიკალურ ოპოზიციაში გადასული პოლიტიკოსად წოდებული ყველა სუბიექტი ამ სიტყვებით ამართლებდა ოპოზიციაში გადასვლას და ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებას. 

ამას ამბობდნენ თავის დროზე შევარდნაძის პოლიტიკური დასაყრდენები ჟვანია და სააკაშვილი 2001 წელს, შემდეგ ჯერ სააკაშვილის და შემდეგ ივანიშვილის პოლიტიკური საყრდენები, რესპუბლიკური პარტიის ვარსკვლავური  ოჯახები (ძმები ბერძენიშვილები და უსუფაშვილ-ხიდაშელები), ცოტა მოგვიანებით - სააკაშვილის სახელისუფლო საყრდენები ბოკერია-უგულავა-ოქრუაშვილ-ბაქრაძეები, მერე - ერთ დროს ივანიშვილის საყრდენები  ბესელია-ჩუგოშვილები, ჯაში -ფოფხაძეები და ბოლოს - გახარია-მეზვრიშვილ-თოლორაიები. 

ამ ყველაფრის მნახველებს სულ არ გაგვიკვირდება, რომ დღევანდელი ხელისუფლების რომელიმე გავლენიანი  ხვალ ყველაზე რადიკალ ოპოზიციონერად მოგვევლინოს.
ზემოთ ჩამოთვლილ პოლიტიკურ სუბიქტთა კოჰორტაში ყველაზე გამორჩეული ბოლოს ჩამოთვლილი სამეულია.

არსაიდან მოსული და ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკოსად ქცეული გახარია  თუ მუხრუჭებს კიდევ ინარჩუნებს, ნაპროკურალი მეზვრიშვილი და თოლორაია ისე ყინჩად გვესაუბრებიან, თითქოს ადეიშვილის სისხლიანი და ბანდიტური პროკურატურის აქტიური შემოქმედები არ ყოფილუყვნენ. შემდეგ ვითომც არაფერიო, ისე გააგრძელეს პროკურორობა ივანიშვილის ახალ პროკურატურაში, სადაც პერიოდულად ძველი კოლეგების დანაშაულებრივ ქმედებებს „აღმოაჩენდნენ“ ხოლმე (ვითომ თვითონაც არ ყოფილიყვნენ იმ დანაშაულების თანამონაწილენი).

გავიდა ხანი. გახარიას წყალობით მეზვრიშვილი მთავრობაში გადავიდა, მეზვრიშვილის წყალობით თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორი გახდა, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, უეცრად,  კრიტიკულ მომენტში გახარიას შიშის გამო ფეხი დაუცურდა (ან  შეგნებულად გადახტა ნაცების ბანაკში), ორი დაქალიც  გაიყოლა,  დაიწყეს ყოფილი კოლეგების ძირის გამოთხრა - მეზვრიშვილმა ოპოზიციიდან, თოლორაიამ - ხელისუფლების შიგნიდან.

ეხლა ყველაზე სასაცილო ის არის, რომ მეზვრიშვილი ცდილობს მკვეთრად გამიჯნოს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და მისთვის მსჯავრის დადება, ვინაიდან დევნის დაწყების დროს ხელისუფლებაში იყო, ხოლო მსჯავრის დადების დროს - ოპოზიციაში.
​
აი ასე, გაორებულ მდგომარეობაში მყოფი ყოფილი ხელისუფლები ყოველ ჯერზე ისე იბლანდებიან  უღირსი  პოზიციების გამართლების მცდელობებში, რომ ხალხში მათ მიმართ მხოლოდ ირონიას და შეცოდებას იწვევენ.
გაზიარება

Share

Comments

17/5/2022

რატომ იკარგება დასავლური ღირებულებებისადმი რწმენა?

Comments

Read Now
 
Picture
როგორც მოსალოდნელი იყო, ნიკა გვარამიას დაპატიმრების პირველივე წუთებიდან დაიწყო მისთვის „პოლიტპატიმრის“ „ქართული ჟურნალისტიკის მეტრის“, „თავისუფალი სიტყვისთვის დევნილის“ და სხვა სტატუსების მინიჭება. 

ნაც-ბატალიონისა და ნაც-ომბუდსმენის  პათოსს, მყისვე შეუერთდნენ საქართველოში წარმოდგენილი აშშს-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩები. 

ისინი, საკუთარი მანდატების გვერდის ავლით, ყველაფერს აკეთებენ, რომ 7 მილიონამდე თანხის მიმთვისებელი, პირსისხლიანი რეჟიმის ნაც-პროკურორი   ნიკა გვარამია,  თავისუფალი სიტყვის დამცველ ჟურნალისტად  და  პოლიტიკური დევნის მსხვერპლად წარმოაჩინონ. 

ზემოხსენებული ელჩები, არასწორი პოზიციებითა და შეფასებებით,  ხელს უწყობენ  ცრუ წარმოდგენების ჩამოყალიბებას, თითქოსდა საქართველოში იზღუდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
არაობიექტური  შეფასებები, ჩრდილს აყენებს როგორც  მათ მისიას საქართველოში, ასევე იმ ქვეყნებს, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ.

არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება დარჩეს დაუსჯელი ის ყოველდღიური ლანძღვა-გინების, ცილისწამების და შეურაცხყოფის კორიანტელი, რომელსაც ადგილი აქვს ნიკა გვარამიასა და მისი ამბსონების   მხრიდან პირდაპირ  ეთერებში.

მარტო იმის შეხსენება რად ღირს, როცა  მთავარ პროკურატურასთან, ასობით ადამიანის თვალწინ, ქალის ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტზე, გვარამია არავის დაუსჯია.

არც ერთ მაღალი დემოკრატიის  მქონე ქვეყანაში, არ იქნებოდა ნორმად მიღებული გვარამიასა და მისნაერი ჟურნალისტების  მიერ დამკვიდრებული სიძულვილის ენა და  ბილწსიტყვაობის სტანდარტი.

ესეთი მიდგომები არსად არ ემსახურება თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. 
პატივცემული ელჩების მცდელობები, დაგვარწმუნონ  საპირისპიროში, რომ ადამიანის უფლებების უხეში დამრღვევი  გვარამია, დღეს "პოლიტპატიმარი" და "მსხვერპლია", იწვევს აღშფოთებას და არა  დასავლეთზე ორიენტირებას და მისდამი პატივისცემას.

ეს არ  შეიძლება ჯდებოდეს არც ჩვენი და არც მათი ქვეყნების  ინტერესებში. 

ჩვენი მათდამი რჩევაა, ნუ აყვებიან ნაც-პროპაგანდას!

ნუ დაიბრმავებენ  თვალებს!

ნუ გამოაყენებინებენ თავს, ანტიდემოკრატიულ ძალებს!
​
ობიექტურად შეაფასონ მოვლენები საქართველოში, რათა არ აღმოჩნდეს ისე,  რომ მათი ქვეყნების გადასახადების გადამხდელთა  თანხები,  მოხმარდა არა დასავლური ღირებულებებისა და განწყობების გაძლიერებას, არამედ პირიქით.
გაზიარება

Share

Comments

16/5/2022

ნიკა გვარამიას შეიწყალებენ?

Comments

Read Now
 
Picture
სასამართლომ ნიკა გვარამიას ბრალდების 182-ე მუხლი („მითვისება ან გაფლანგვა“) გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. 

მოსამართლემ გვარამიას შეუფარდა 3,5 წლით პატიმრობა. 

მაშინვე გამოენთნენ პოლიტიკოსები, რომლებიც განაჩენის გამოცხადებისთანავე ამუნათებენ პრეზიდენტ  ზურაბიშვილს, რომ  შეიწყალოს მსჯავრდებული გვარამია. 

„რა დროს დამნაშავის დასჯაა, სასწრაფოდ შეიწყალოს სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია, თორემ ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელის დაპატიმრებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოს აღარავინ მისცემს“ და ა. შ.

როგორც ხშირად ხდება, რადიკალურ შეფასებებში და პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების ზღვარგადასულ მცდელობაში ყველას გადაასწრო გაპოლიტიკოს¬გაკლოუნებულმა  საბჭოთა პროკურორმა შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც განაცხადა:

„რუსულმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ საქართველოში მიიღო დასრულებული ფორმა... ივანიშვილის პირად პოლიტიკურ პატიმრებს შემატა კიდევ ერთი - ნიკა გვარამია.

იმედია ჩვენი დასავლელი მოკავშირეები ახლა მაინც დარწმუნდებიან, რომ ტირან ივანიშვილზე დაუყოვნებელი სანქციებია საჭირო და გადაწყვეტენ ვისთან სურთ მოკავშირეობა, ქართველ ხალხთან თუ პუტინ-ლუკაშენკოს მოკავშირე რეპრესიულ რეჟიმთან, რომელიც პუტინისავე მილიარდებით მსუყედ აფინანსებს თავის ვაი ატლანტიკურ ლობისტებს...“

მოკლედ, თურმე ევროპული ღირებულებების დარღვევა და ევროპის განაწყენება ყოფილა დამნაშავისთვის სასჯელის დაკისრება, ხოლო პრეზიდენტისათვის ანტიდასავლურობად ჩაითვლება, თუ ის არ შეიწყალებს ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელს, თუნდაც მას დადასტურებული დანაშაულისთვის ჰქონდეს შეფარდებული სასჯელი.

ნაცებისა და განაცებული პოლიტიკოსების მტკიცებით, ყველას შეუძლია დააფუძნოს ოპოზიციური მედია-საშუალება, მოირგოს შეუვალ ჯავშნად და შემდეგ პასუხი არ აგოს მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე.  

თუ სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებარება ამგვარ პრიმიტიულ შეტევებს და ნებისმიერი თითიდან გამოწოვილი საფუძვლით მართლაც შეიწყალებს ნიკა გვარამიას, ამით მხოლოდ იმას დაამტკიცებს, რომ შეწყალება პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის გადაქცეული  რომ პრეზიდენტის და ქვეყნის მხედართმთავრის ინსტიტუტი  ფეხქვეშაა გათელილი.
​
იმედი გვაქვს,  ქ-ნი სალომე გამოიჩენს მართლაც ევროპულობას და პრინციპულობას, არ დაიზიანებს საკუთარ რეპუტაციას და სამართლებრივის ნაცვლად არ მიიღებს ბულინგზე  დაქვემდებარებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.
გაზიარება

Share

Comments

15/5/2022

რას მოითხოვს ამერიკა ბიძინა ივანიშვილისგან?

Comments

Read Now
 
Picture
„ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწყებულია, შემიძლია მოგილოცოთ მთელ ქვეყანას“ - განაცხადა გუშინ „ტვ პირველზე“ შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის მხრიდან ასეთი განცხადება ალბათ მისთვის სასურველის რეალობად წარმოჩენის მორიგი მცდელობაა, მაგრამ მოდით, ვცადოთ ჩავიხედოთ საქართველოს იმ მოქალაქეების ტვინის ხვეულებში და წარმოვიდგინოთ მათი განწყობის საფუძვლები, ვინც ასეთ ინფორმაციას დიდი აღტყინებითა და ნიშნის მოგებით ხვდება.

ნათელაშვილებისთვის, ერთადერთი წმინდა მიზანი, ხელისუფლების დაუფლებაა.

ოპოზიციის  არასწორი წარმოდგენა, რომ მხოლოდ ივანიშვილია დაბრკოლება ამ მიზნის მისაღწევად, წარმოადგენს ბიძინა  ივანიშვილისადმი მათი სიძულვილის ერთადერთ მიზეზს.

მათ სულაც არ აინტერესებთ, თუ რა შეიძლება იყოს აშშ-ს მხრიდან ივანიშვილის სანქცირების მიზეზი. 

გავყვეთ  მოვლენებს, ვერავინ იტყვის, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში პატიმრების მდგომარეობის, მედიის თავისუფლების, ბიზნესის შეზღუდვის, ნატოსთან ურთიერთოების, ევროპასთან ასოცირების ან სხვა მიმართულებით,  მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და ამერიკას აქ სწორედ დემოკრატიის  ინტერესები ადარდებს.

მაშ რაშია საქმე, რატომ უნდა მიმდინარეობდეს დღეს საუბარი აშშს-ს მხრიდან ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე?   
 
ამაზე პასუხი ერთადერთია - თუ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქცირების შესახებ, ნათელაშვილის მიერ გაჟღერებულ "მოლოცვაში" სიმართლის მარცვალი მართლაც არსებობს, ამის ერთადერთი მიზეზი  საქართველოს ხელისუფლებაა, (ვინაიდან ივანიშვილთან იგივდება) რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოში არ გაიხსნას მეორე ფრონტი.

სწორედ ეს გვითხრეს აშშ-ს პოზიციების გამხმოვანებელმა უკრაინელმა თუ სხვა საერთაშორისო სპიკერებმა.
ამ შემთხვევაში შეიძლება მართლაც მოხდეს ნაცებისა და განაცებული ნათელაშვილების ინტერესების თანხვედრა. 

დღევანდელი "ოპოზიცია" ხელისუფლებაში დაბრუნების ყველა გზას მისაღებად მიიჩნევს, თუნდაც რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებულ ომში, მთელი საქართველო საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ. 

მათი მიზანი ხომ ერთია და დიადი, დაიბრუნონ განუსაზღვრელი ძალაუფლება, აღადგინონ წამება ციხეებში, მედიის სრული კონტროლი, ბიზნესების გადაფორმებები,ბიუჯეტის ძარცვა,   ხელისუფლებაში ყოფნით მიღებული ტკბობა.   

სხვა ყველაფერი მათთვის  მეორეხარისხოვანია.

თუ  აშშ-ს მიზანია, საქართველოს ომში ჩაბმის ხელისშემშლელი ივანიშვილის სანქცირება-  საქართველოდან მოცილება, ეს სრულ თანხვედრაშია ოპოზიციის  მიზნებთან.

მოღალატე ოპოზიცია, საქართველოს ავის მოსურნეთ, არა მარტო მეორე ფრონტის გახსნაში,  არამედ  ქართველების გენოციდშიც დაეხმარება, თუ ამას მათი „დიადი მიზანები  მოითხოვს“.
გაზიარება

Share

Comments

13/5/2022

ეჭვს ბადებს, რომ მათ სურთ არა მხოლოდ ფრონტის გახსნა, არამედ ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია

Comments

Read Now
 
Picture
​ნანა კაკაბაძე: ის ფაქტი, რომ ვერტმფრენი გადმოცემული იქნა დაგვიანებით, გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რომ მათ სურთ, არა მხოლოდ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, არამედ ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია

,,ნაციონალური მოძრაობის“, უკრაინის ხელისუფლებისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ, ამერიკულმა მხარემ ბრძოლაში ჩართო ვინმე პიანტკოვსკი, რომელიც წარმოშობით რუსია და ამჟამად ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. რუსეთში მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 2005 წელს მიხეილ სააკაშვილმა პიანტკოვსკის მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. სწორედ, ეს ადამიანია, რომელიც მოითხოვს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ისე, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორებული იყოს საქართველოს,’’ - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრების ადამიანის უფლებებისთვის’’ თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

როგორც ნანა კაკაბაძემ აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეუქმნა შვეიცარიულმა ბანკმა გარკვეულ ეჭვებს ბადებს. მისი ვარაუდით, ეს პროცესი შესაძლოა უკავშირდებოდეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას.

,,პიანტკოვსკიმ პირდაპირ მიუთითა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, უნდა დაწესდეს სანქციები და ამისათვის უნდა იქნეს გამოყენებული ვინმე ანდრეი ერმაკოვი და ასევე, მაქფოლი - რომელიც ბაიდენთან დაახლოებული პირია, რომელსაც, მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილის სანქციებთან დაკავშირებით ლობირება შეუძლია. თუმცა, პრაქტიკამ აჩვენა რომ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ეფექტურად სანქციები არ მუშაობს. მოდით განვიხილოთ პროცესი რაც მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ის, რომ მას ფაქტობრივად აუკრძალეს შვეიცარიული ბანკის საშუალებით გადარიცხვების გაკეთება, მას არ მისცეს საშუალება, რომ იმ ვადებში რა ვადებსაც ითვალისწინებდა პროცესი, გადმოცემული ყოფილიყო მისი კუთვნილი ვერტმფრენი და ნახატები. ეს იყო ერთგვარი ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე, რომ მას ალბათ, განეცხადებინა თანხმობა ომთან დაკავშირებით. რაც შეეხება, თვითონ იმ ფაქტს, რომ ეს ვერტმფრენი გადმოცემული იქნა დაგვიანებით, გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რომ მათ სურთ, არა მხოლოდ სანქციების გამოცხადება და ამით ივანიშვილის შეზღუდვა, არამედ შესაძლებელია, ისინი ფიქრობენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ, ერთადერთი გზა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისთვის - რჩება ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ ის ვერტმფრენის არ გადმოცემის პროცესიც, გადარიცხვების შეზღუდვის პროცესიც, ემსახურება არა მხოლოდ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი გახადონ იძულებული, მართლაც დატოვოს ქვეყანა და მისცეს საშუალება მეორე ფრონტის გახსნას,’’ - განაცხადა ნანა კაკაბაძემ. ასევე, მან ისაუბრა საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის უფლებებს ქართული საზოგადოება დაიცავს. ,,დღეს, ეს რისკები არსებობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება იქნება ერთიანი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთის მხრივ, დაიცვას ბიძინა ივანიშვილის უფლებები და მისი სიცოცხლე და, მეორე მხრივ, გაერთიანდეს იმ პრობლემის წინააღმდეგ, რასაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია,’’ - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
გაზიარება

Share

Comments
<<Previous
Details

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი