ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

27/9/2021

ცნობილი უფლებადამცველები - როზა პარქსი

Comments

Read Now
 
Picture
როზა ლუიზა მაკალაი პარქსი - აფრიკელ-ამერიკელი სამოქალაქო უფლებების დამცვეელი. მას უწოდებდნენ „თანამედროვე ამერიკული სამოქალაქო უფლებების მოძრაობის დედასა“ და „თავისუფლებისთვის მოძრაობის დედას“.

1955 წლის 1 დეკემბერს პარქსი ავიდა ქალაქის ავტობუსში, სამსახურიდან შინ დასაბრუნებლად. მან გადაიხადა თავისი 10¢ და დაჯდა შავკანიანების განყოფილების პირველ რიგში. რამდენიმე გაჩერების შემდეგ უფრო მეტი თეთრკანიანი მგზავრი ავიდა ავტობუსში.

ავტობუსის მძღოლმა უბრძანა პარკსს და სხვა სამ შავკანიანს დაეთმოთ ადგილი თეთრკანიანი მგზავრებისთვის. დანარჩენი სამი გადავიდნენ ავტობუსის უკანა ნაწილში, ხოლო პარქსი ფანჯარასთან გაცურდა. მან თქვა, რომ კანონის თანახმად სწორ სექციაში იჯდა. მოგვიანებით მან თქვა, რომ როდესაც თხოვეს ავტობუსის უკანა რიგში გადასვლა „ვიფიქრე ემეტ ტილზე და უბრალოდ ვერ შევძელი გადასვლა.“ (ტილი იყო 14 წლის შავკანიანი გოგონა, რომელიც ლინჩის წესით გაასამართლეს მისისიპის შტატში სამი თვით ადრე.)

ავტობუსის მძღოლმა გააჩერა ავტობუსი და გამოუძახა პოლიციას. პოლიციის ორმა ოფიცერმა დააკავა პარქსი და წაიყვანა საპატიმროში ალაბამას ავტობუსის კანონების დარღვევის საფუძველზე.

პარქსის დედა დაუკავშირდა ედგარ ნიქსონს, რათა გაენთავისუფლებინა შვილი ციხიდან. ნიქსონი იყო ადგილობრივი NAACP-ის პრეზიდენტი. ნიქსონმა იცოდა რა საფრთხის წინაშე იდგა პარქსი და დაუყოვნებლივ გადაიხადა მისი გირაო.

ადგილობრივი NAACP ეძებდა სიტუაციურ ფაქტს, რათა პროტესტი გამოეთქვათ ავტობუსებში სეგრეგაციის კანონების მიმართ. პარქსი იყო პატივცემული ქალბატონი. ის ძალიან კარგად საუბრობდა და მისი მდგომარეობა იქნებოდა კანონებისადმი პროტესტის გამოთქმის კარგი მიზეზი. გადაწყდა, რომ 5 დეკემბერს ჩატარდებოდა მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტი.

ავტობუსის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ ხმა შავკანიან საზოგადოებაში სწრაფადვე გავრცელდა. შავკანიანმა მინისტრებმა მოუწოდეს თავიანთ ჯგუფებს მხარი დაეჭირათ ბოიკოტისთვის. 5 დეკემბერს, ორშაბათს როზა პარქსი უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოში.

ეს იყო პირველი დღე, როდესაც შავკანიანმა მძღოლებმა დატოვეს მონტგომერის ავტობუსები. მონტგომერის ქუჩები ივსებოდა შავკანიანი ხალხით. შავკანიანი ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ. იმავე დილას მონტგომერის ყველა ავტობუსს იცავდა ორი მოტოციკლიანი პოლიცია, რათა დაეცვათ მძღოლები შავკანიანთა ნებისმიერი ბანდისგან. მაგრამ იქ არანაირი შავკანიანთა ბანდა არ იყო. უბრალოდ შავკანიანთა საზოგადოება გაერთიანდა ბოიკოტისთვის. ავტობუსები მთელი დღე ცარიელი იყო. თეთრკანიანმა მძღოლებმაც შიშის გამო დატოვეს ავტობუსები.

საავტომობილო კანონების დარღვევის გარდა, პარკს ასევე უწესოდ მოქცვის გამო წაუყენეს ბრალი. მისი სასამართლო ძალიან სწრაფად ჩატარდა, ის მხოლოდ 30 წუთი გაგრძელდა. სასამართლომ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და დააჯარიმა $14. ბოიკოტი კი გრძელდებოდა.

პარკსმა გაასაჩივრა თავისი განაჩენი. მისმა ადვოკატმა ფრედ პარკსმა და NAACP -ის სხვა წევრებმა შეიტანეს სააპელაციო საჩივარი სახელად ბროუდერი, გეილის წინააღმდეგ. სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი 1956 წლის 19 ივნისს მონტგომერში მცხოვრები შავკანიანი მოსახლეობის სასარგებლოდ.

1956 წლის 13 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ქვედა სასამართლოს მოთხოვნები. ავტობუსის ბოიკოტი დასრულდა. ის გრძელდებოდა 381 დღე. მონტგომერის შავკანიანი მოქალაქეები უფლებამოსილნი იყვნენ ავტობუსში, სადაც სურდათ იქ დამსხდარიყვნენ. როზა პარქსი 1956 წლის 21 დეკემბრიდან მგზავრობდა ავტობუსით. ამჯერად ეს უკვე ინტეგრირებული ავტობუსი იყო. ირონიულად, მას ისევ ის ავტობუსის მძღოლი ჰყავდა, ვინც პარქსი გასულ წელს დააპატიმრა. ინტერვიუში პარკსმა განაცხადა: „მას არ ჰქონდა არანაირი რეაგირება (შესვენება) და არც მე“.

როზა პარქსი იყო შავკანიანთა საზოგადოების გმირი. მიუხედავად იმისა, რომ ის მარტო არ იყო, მისმა ქმედებებმა გააჩაღა ცეცხლი, რამაც დიდი ცვლილებები მოიტანა.

მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტის შემდეგ, პარკსმა ბევრი სირთულეები გამოიარა. მან დაკარგა სამუშაო მაღაზიაში. მისი ქმარი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამუშაო.

1957 წელს პარკსმა და მისმა ქმარმა დატოვეს მონტგომერი და გადასახლდნენ ჰემპტონში, ვირჯინიაში, სამუშაოს პოვნის მიზნით. ჰემპტონში პარკსმა იპოვნა სამუშაო ჰემპტონის ინსტიტეტში დიასახლისად, ისტორიულად მას შავ კოლეჯს უწოდებენ.

მოგვიანებით პარქსი და მისი ქმარი გადავიდნენ დეტროიტში, მიჩიგანში. პარკსმა აქტიურად გააგრძელა აქტივისტად მუშაობა. წლების განმავლობაში ის მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენ ჯონ კონიერსისთვის. ამის შემდეგ, ის მუშაობდა აქტივისტად აპარტეიდის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მან ასევე გახსნა ცენტრი დეტროიტში, რომლის მეშვეობით ის აძლევდა შავკანიან ახალგაზრდებს რჩევებს კარიერასა და სამუშაო ადგილების შესახებ.

1999 წელს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა დააჯილდოვა პარქსი კონგრესის ოქროს მედლით. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქისთვის ყველაზე დიდი პატივი (ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო). როდესაც მან გადასცა პარკსს ჯილდო, პრეზიდენტმა კლინტონმა თქვა:

„როდესაც ეს ცერემონიალი დასრულდება, არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს უბრალო ადამიანების შესაძლებლობისა და ძალაუფლების შესახებ, რათა ადამიანის ღირსებისთვის ცეცხლში იდგეთ.“

პარქსი გარდაიცვალა 2005 წლის 24 ოქტომბერს, თავის სახლში, დეტროიტში. 30 ოქტომბერს მისი კუბო დადგეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის შენობაში. ეს უდიდესი პატივია ამერიკის შეერთებული შტატებში მცხოვრები ადამიანისთვის.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი