ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

28/3/2022

ნაცების სტრატეგია - უკრაინის ომის გამოყენება ძალაუფლების დასაბრუნებლად!

Comments

Read Now
 
Picture
​ნაცების ერთადერთ მიზანი ხელისუფლებაში დაბრუნება და  რევანშისტული ზრახვების  განხორციელებაა.
დღემდე მათ ყველა ხელსაყრელი მომენტის  ("ბასიანის" მოვლენები, გავრილოვის ვიზიტი, პარლამენტის შტურმი, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება და სხვა) გამოყენება სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

 ამჯერად თავიანთი „დიადი მიზნის“ მიღწევის საშუალებად რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩაბმა, აქაური ხელისუფლების მაქსიმალური დისკრედიტაცია და  მისი ჩამოშლა დაისახეს მიზნად. 

სწორედ ამ მიზანს ემსახურება მუდმივი მოწოდებები, რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების, საქართველოს მთავრობის ნებართვით უკრაინაში მოხალისე მებრძოლების თვითმფრინავით გაგზავნის შესახებ, დისკრიმინაციული პროპაგანდა საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ, რის შედეგადაც ქართველებს არატოლერანტულ და ქსენოფობიურ ერად წარმოაჩენდნენ,  ასევე ოპოზიციონერი  ექს-პრეზიდენტი მარგველაშვილის განცხადებები და მოწოდებები ხელისუფლების მიერ იარაღის შეძენისკენ.

საქართველოში სამხედრო კონფლიქტის გადმოტანის მიზანს ემსახურებოდა აგრეთვე პირდაპირი თუ ირიბი საუბრები ე. წ. შესაძლებლობის ფანჯარაზე და მოწოდებები ომის გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ.

უკრაინის ხელისუფლებაში ჩაბუდებულმა ნაცებმა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევასაც კი მიაღწიეს, მაგრამ ამ ყველაფერმა მაინც ვერ გამოიწვია ქვეყანაში ვითარების  ესკალაცია. 

მთავარი ის არის, რომ წარუმატებელი მცდელობების მიუხედავად, ნაცები კვლავაც დაჟინებით აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ მცდელობებს და სურთ საქართველოს ხელისუფლება წარმოაჩინონ პრორუსული ორიენტაციის მშიშარა გუნდად, რომლის პოზიციები დაშორებულია როგორც დემოკრატიული მსოფლიოს, ასევე ქართველი ხალხის პოზიციებისა და  განწყობებისგან.

ნაცების მიზანია    ხელისუფლებას დანაშაულად ჩაუთვალონ საკუთარი ერისა და ქვეყნის ინტერესების პრიორიტეტი, იმისდა მიუხედავად, რომ არც ერთი (ხაზს ვუსვამთ: არც ერთი) ქვეყანა უკრაინის ინტერესებს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ აყენებს. 

ყველა ცდილობს, რომ თავი აარიდოს  პირდაპირ დაპირისპირებას რუსეთთან  რათა დაიცვან საკუთარი ქვეყნები მისგან  მომდინარე საფრთხეებისგან.

ასე იქცევიან  ნატოს ქვეყნებიც. ზოგიერთი მათგანი  სანქციებთან მიერთებასთან თუ მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით უფრო ხისტ განცხადებებსაც არ ერიდება. მაგალითად, ევროკავშირისა და ნატოს წევრის ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პირდაპირ განაცხადა, რომ ზელენსკის მოთხოვნები “უნგრეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება” და რომ სანქციები რუსული ენერგეტიკის წინააღმდეგ „ნიშნავს უნგრეთის ეკონომიკის შენელებას და შემდეგ რამდენიმე წუთში შეჩერებას... ჩვენ არ ვუშვებთ უნგრეთის ომში ჩართვას, ამიტომ არ ვაგზავნით ჯარისკაცებს ან იარაღს უკრაინაში.

უნგრეთი ჩვენთვის პირველ ადგილზეა!”

ამ პოზიციის გამო უნგრეთიდან რატომღაც ელჩი არავის გამოუწვევია, რადგან უკრაინის ხელისუფლებაში უნგრელი ნაცები არ არიან ჩაბუდებულები.

აქედან გამომდინარე, მარტივად  გასაგებია, რომ უკრაინის ხელისუფალთა მოწოდებები  საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ, ნაცების ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგია.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი