ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

10/11/2021

ღია წერილი დიპლომატებს

Comments

Read Now
 
Picture
ღია წერილი
საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს
ქ-ნ კენი დეგნანს და კარლ ჰარცელს

​საქართველოს მოქალაქეებმა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის პერიოდში დაამტკიცეს ტოტალიტარული რეჟიმის მიუღებლობა და მისწრაფება დასავლური ღირებულებების მიმართულებით, რისი გამოხატულებაც იყო დისიდენტური მოძრაობა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ამ მისწრაფებებმა ფორმალიზებული სახე მიიღო საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებების მიერ ხელმოწერილ არაერთ ხელშეკრულებაში თუ დოკუმენტში.
საქართველოს დასავლური მისწრაფებების გამო დღეს ქვეყნის ტერიტორიის 1/5 ოკუპირებულია, თუმცა, ჩვენი მოქალაქეები არ ღალატობენ დემოკრატიულ იდეალებს და ამ მისწრაფებებში დასავლეთის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს.
ამ ფონზე ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები (აშშ და ევროკავშირის ქვეყნები) საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში, ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასებისას, ეყრდნობიან მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისგან მიღებულ ინფორმაციას, ამასთან, ამ ორგანიზაციების ნაწილი პირდაპირ შეიძლება ჩაითვალოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დანამატებად.
ასეთი წყაროებისგან მიღებულ ინფორმაციებზე დამყარებული თქვენი განცხადებები არცთუ იშვიათად იძენს ცალმხრივ და მიკერძოებულ ხასიათს.
მოგიწოდებთ, რომ თქვენი განცხადებები დააფუძნოთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა უფრო ფართო წრისგან მიღებული ინფორმაციების ანალიზს, რათა გამოირიცხოს ამ განცხადებების ცალმხრივობის და მიკერძოებულბის განცდა.
გამოვთქვავთ მზაობას, აღნიშნულ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები პირადად შეგხვდნენ თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს.

არასამთავრობო ორგანიზაცია
,,ყოფილი პოლიპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის"
თავმჯდომარე
ნანა კაკაბაძე


Tweet
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი