ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

5/10/2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამართლებრივი პასუხისმგებლობა - პრეს-კონფერენცია

Comments

Read Now
 
Picture
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამინდელი მსჯავრდებულის და ბრალე¬ბუ¬ლის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ცხრაწლიანი პერიოდი ისტორიაში შევა, როდესაც ხდებოდა: 

1. საქართველოს ტერიტორიების 20%-ს დაკარგვის დაკანონება;

2. კონსტიტუციისა და კანონების ჭრა-კერვა და საკუთარ ტანზე მორგება; 

3. სატელევიზიო სივრცის მონოპოლიზაცია, მთელი საინფორმაციო სივრცის აგიტაცია-პროპაგანდის იარაღად გადაქცევა, ნების¬მიერი ოპონენტისაგან მტრის ხატის შექმნა და მისთვის მტრული ქვეყნის აგენტურის იარ¬ლიყის მიკერება;

4. ურჩი ტელევიზიების (,,იბერია", ,,202", ,,იმედი") დარბევა, დახურვა და მითვისება. 

5. მოქალაქეთა ტოტალური კონტროლის, ძალადობის, დაშინებისა და მოსყიდვის გამოყენება, პოლიტიკური ნიშნით დევნა, პოლიტიკური პოზიციის გამო მოქალაქის (ან მისი ოჯახის წევრის) სამსახურიდან გათავისუფლება, კანონისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება და მოაზროვნე ინტელიგენციის ,,ჩარეცხილებად” გამოცხადება;

6. მიტინგების სასტიკი დარბევები და ხალხის დასაშლელად გამოყვანილი პოლიციის ქვედანაყოფებისგან ქვეყნის პრეზიდენტის სახელის სკანდირებები (რაც შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ კომუნისტურ და ფაშისტურ რეჟიმებში), იდეოლოგიზირებული პიონერთა თუ კომკავშირელთა მსგავსი ბანაკების თუ "ჰიტლერ-იუგენდის" ტიპის ორგანიზაციების ფუნ¬ციონირება ,,პატრიოტების", ნახევრად ლეგალური ,,ზონდერ-ბრიგადების", თუ კომკავშირის ტიპის სტუდენტური თვითმმართველობების სახით, რომელთა გავლა კომკავშირული ტრადიციის მიხედვით, პარტიული კარიერის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური იყო.

7. მოქალაქეთა განკულაკებით, ბიზნესის ფარული თუ აშკარა რეკეტით ყველაზე მომგებიანი ბიზნესების სახელისუფლო მონოპოლიზაცია. 

8. უსამართლობაზე და ძალადობაზე დამყარებული პროკურატურის, სასამართლოსა და სასჯელ¬აღსრულების დაწესებულებების მიერ ადამიანის უფლებების მასობრივი და სისტემური შელახვა;
​
9. ბოლშევიკურ სტილში, აღმატებულ ხარისხში საუბრით მოსახლეობისათვის ტვინების სისტემატური გამორეცხვა და ამით ქვეყანაში დანერგილი იმ უკანონობის, უსამართლობის, ელიტარული კორუფციის, ქუჩებში უდანაშაულო ბიჭების ჩახოცვის და სხვა მრავალი მანკიერი მხარის მოქალაქეებისთვის სიკეთეებად და წარმატებებად წარმოჩენა.

ამ და დანაშაულებრივი სისტემის სხვა მანკიერებების ორგანიზებისთვის, დამკვიდრებისთვის, დაკანონებისთვის და მფარველობისთვის მთავარი დამნაშავეა ქვეყნის პირველი პირი და მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ მოითხოვონ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ხოლო ვინც დღეს მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, ის მოითხოვს მის მიერ დამკვიდრებული სისტემის რეანიმაციას, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის მიუღებელია.  

გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი