ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

8/1/2022

ნანა კაკაბაძე: არა შეჯდა მწყერი ხესა

Comments

Read Now
 
Picture
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაზე პრეტენზიის მქონე ბევრი ჟურნალისტი თითქმის ყოველდღიურად  არღვევს ჟურნალისტური ქარტიის მოთხოვნებს, (საზოგადოებას მიაწოდონ სიმართლე და გადამოწმებული ინფორმაცია)და ცდილობს სიცრუე სიმართლედ შეასაღოს საზოგადოებას, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდი ნაწილი პირდაპირ გადაიქცა პოლიტიკური პარტიების დანამატად.

ლექსო ლაშქარავა არც პირველია და ალბათ არც უკანასკნელი, ვისი სიკვდილითაც  უსირცხვილოდ ვაჭრობენ მედიისა და NGO სექტორის „ცნობილი და აღიარებული“ (ძირითადად საკუთარ წრეებში აღიარებული) წარმომადგენლები. მანამდე იყვნენ  სარალიძე, შაქარიშვილი, ბაჩალიაშვილი, 20 ივნისის მოვლენების შედეგად მძიმედ დაშავებულები, რომელთა სიკვდილს მოუთმენლად ელოდნენ, მაგრამ არ გაუმართლათ.

დღეს ისევ მიეცათ იმედი, აი, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის თარიღად „იუნესკომ“ 5 ივლისი დაასახელა,მერე რა, რომ ის 11 ივლისს გარდაიცვალა, ე. ი. „იუნესკო“ არაპირდაპირ ლექსოს გარდაცვალებას 5 ივლისის ცემას უკავშირებსო. მერე რა, რომ თვითონ მათივე დაქირავებული ექსპერტი ეუბნება, ლექსო ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა და არა ცემით, რადგან 5 ივლისს ნაკლებად მძიმე ხასიათის დაზიანებები მიიღო და ერთი კვირის შემდეგ ამ დაზიანებებით ვერ გარდაიცვლებოდაო. მერე რა, რომ ფაქტები ჩვენი პოზიციის წინააღმდეგია, მით უარესი ფაქტებისთვისო. 

„ცნობილი და აღიარებული“ არასამთავრობო ორგანიზაციის, საიას თავმჯდომარე, რომელიც პარალელურად ლექსო ლაშქარავას ინტერესების დამცველი ადვოკატიც ყოფილა, გამოძიებას საყვედურობს, თუ 30 დეკემბერს მიიღეთ ექსპერტიზის პასუხი, 7 ინვრამდე რატომ არ გვაცნობეთო. იმასაც საყვედურობს გამოძიებას, არც ამერიკელი და არც შვეიცარელი ექსპერტები არ ჩაგვართვევინესო. გასაკვირია, რატომ არ იცის ამხელა „ცნობილი და აღიარებული“ ორგანიზაციის თავმჯდომარემ, რომ კანონის მიხედვით, გამოძიებისგან დაცვის მხარემ უნდა მოითხოვოს ახალი მასალები და თუ ის დაუყოვნებლივ არ გადასცემს მათ, ასეთი დოკუმენტი საერთოდ დაუშვებელ მტკიცებულებად ჩაითვლება. მოითხოვა ადვოკატმა და არ გადასცეს? თუ არ მოუთხოვია, მაშინ ვისთან აქვს პრეტენზიები? ან, თუ მაინცდამაინც უცხოელი ექსპერტის ჩართვა უნდოდათ, ვინმემ დაუშალა, რომ გაეგზავნათ ნებისმიერ ქვეყანაში სამედიცინო დოკუმენტაცია ნებისმიერი მათთვის მისაღები ექსპერტისთვის და თუნდაც არაოფიციალური დასკვნა მიეღო, რომ ლაშქარავა ნარკოტიკისგან კი არა, ცემისგან გარდაიცვალაო? მამუკა ხაზარაძემ ასე არაოფიციალურად არ ჩაატარა უცხოეთში ექსპერტიზა? ეს ელემენტარული საკითხები მაინც ალბათ იციან „ცნობილებმა და აღიარებულებმა“, მაგრამ რადგან გარდაცვალების მიზეზიც თვითონ ყველაზე კარგად უწყიან, რაღას არ იგონებენ სიცრუის სიმართლედ გასასაღებლად. იმაშიც კი შეიტანეს ეჭვი, ცხედარს ხომ არ შეუყვანეს ინექციით ნარკოტიკი, როდესაც ლაშქარავას ცხედარი „გაიტაცესო“ (ასე ეძახიან სამართალდამცავების მოქმედებას, როდესაც ისინი ცხედარს არ ატანდნენ ექსპერტიზისთვის, რადგან თვითონ კარგად იცოდნენ გარდაცვალების მიზეზი). როდესაც მათივე დაქირავებულმა ექსპერტმა დაუსაბუთა, რომ ასეთი რამ შეუძლებელია, მაშინვე ისევ თავისაზე დადგნენ - არ გვჯერა, არა, არაო და მით უარესი ფაქტებისთვისო.

ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ უკვირთ, დღე და ღამე ტელევიზიებით ტვინების გამორეცხვის ოპერაციებს ვატარებთ, სიცრუის პროპაგანდას ვეწევით და მაინც ვერ შევასაღეთ ხალხის დიდ ნაწილს სიცრუეები სიმართლედო. ვერაფრით გაიგეს და ვერაფრით დაიჯერეს ჩვენმა ჟჟჟუუუურნალისტებმა და „ცნობილმა და აღიარებულმა“ არასამთავრობოებმა, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა კარგად არჩევს ერთმანეთისგან ტყუილს და მართალს, გულწრფელობას და ანგარებას, ვაჟკაცობას და ლაჩრობას, რადგან ჩვენმა ხალხმა ამ ყველაფრის დიდი გამოცდილება მიიღო 90-იან წლებშიც, 2000-იანების დასაწყისშიც და „დემოკრატიის შუქურად“ წოდებულ სასტიკი რეჟიმის პერიოდშიც.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი