ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

16/3/2022

ნაციონალები და მათი ლობისტები საქართელოში მეორე ფრონტის გახსნას პროვოცირებენ!

Comments

Read Now
 
Picture
საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორუმზე (გაერო, ევროსაბჭო და ა. შ.) დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი და რუსეთის მოქმედებების დამგმობი პოზიცია.

ქვეყანაში ღებულობს და შეღავათებს უწესებს უკრაინელ ლტოლვილებს.

უკრაინაში სისტემატურად აგზავნის ჰუმანიტარულ ტვირთს.

საქართველო თითქმის ერთადერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელთა საელჩოებსა და საკონსულოებს შორის ბოლო მომენტამდე არ დაუტოვებიათ უკრაინის ტერიტორია (მაშინ, როცა აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და სხვა ქვეყნებმა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გაიყვანეს საელჩოები კიევიდან).
აღნიშნულმა და სხვა დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა ღიად განაცხადეს, რომ ხელს არ შეუწყობენ მათი მოქალაქეების უკრაინაში მოხალისეებად წასვლას.

ბევრმა ქვეყანამ (მათ შორის ისრაელმა) უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთებაზე. 

ყველაფრის მიუხედავად, კვლავ გრძელდება საქართველოს ხელისუფლების დამუნათება, ვინაიდან ისინი არ უერთდებიან რუსეთის საწინააღმდეგო საერთაშორისო სანქციებს და ოფიციალურად არ მიესალმებიან ქართველი მოხალისეების უკრაინაში წასვლას   (თუმცა არაოფიციალურად იქ ათასობით ქართველი მოხალისე იბრძვის) ამით ისინი "დგანან" აგრესორის მხარეს და  "აკეთებენ"  რუსეთის საქმეს. 

ამას ნაცები და მათი უცხოელი ლობისტები (მათ შორის უკრაინაში) აკეთებენ ხმაშეწყობილად.

გამოკვეთილია მიზანი, როგორმე საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი.

„ომის პარტიის“ იდეოლოგებს ახალი მიზეზი მიეცათ, ვინაიდან 3 ქვეყნის ლიდერები მორალური თანადგომის მიზნით გუშინ კიევში ჩავიდნენ, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ასეთი დემონსტრაციული ნაბიჯების გადადგმისკენ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, ასეთ პირობებში საქართველოს პრემიერის არ ჩასვლა კიევში თურმე იქნება რუსეთისადმი ლოიალობის გამოხატულებაო. 

სინამდვილეში ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, წაიყაროს თავზე ნაცარი, თვალი დახუჭოს საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზეც  საქართველოს მიერ ძებნილების უკრაინის ხელისუფლებაში დასაქმებაზეც, ათას შეურაცხმყოფელ განცხადებაზეც და ეახლოს შეურაცხმყოფელ ხელისუფალს.

 მსოფლიოს 200-მდე ქვეყნიდან 190-ზე მეტი არც ჩასულა და ალბათ არ ჩავა კიევში, საქართველოა მაინცდამაინც უთავმოყვარეო და თავში წამოსარტყმელი და მაინცდამაინც მისი ხელმძღვანელი უნდა ჩავიდეს კიევში.

ნაცებისა და მათი ლობისტებისთვის ყველა გზა მისაღებია („მიზანი ამართლებს საშუალებას“), მიზანი კი,  საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და რასაც, იმედია, ისინი ვერ მიაღწევენ!

Share

Comments
Details

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი