ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

12/5/2022

არა! ქართველების საზარბაზნე ხორცად გამოყენებას!

Comments

Read Now
 
Picture
რუსი პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკი გაშიფრულად ამბობს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ხელს უშლის ბიძინა ივანიშვილი.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს მისი საქართველოდან განდევნისთვის.

ის ამ განდევნის სქემასაც სთავაზობს უკრაინელებს: ზელენსკის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი დაუკავშირდეს მაიკლ მაკფოლს, რომელსაც ბაიდენის კარზე აბარია სანქციების დაწესების საკითხი, მოითხოვოს სანქცირებულთა სიაში ივანიშვილის შეყვანა, რის შემდეგაც ის საქართველოდან გაიქცევა. 
ამის შედეგად საქართველოს ხელისუფლება დაემხობა. 

ეს იქნება „საქართველოს განთავისუფლება“, რომლის შედეგად საქართველოში გაიხსნება მეორე ფრონტი.
საქართველო ჩაებმება რუსეთის წინააღმდეგ ომში.

ისე ნათლად არის ყველაფერი ნათქვამი, რომ გონებასუსტი ადამიანიც გაიგებს, რომ მიზანი არის საქართველოს ომში ჩაბმა.

ამის მიუხედავად, ნაცებმა (რომან გოცირიძემ) განაცხადეს, რას ამბობთ, მეორე ფრონტი ომში ჩაბმას სულაც არ გულისხმობსო.

კიდევ უფრო გონებასუსტებისთვისაც  გასაგები, რომ იყოს, პიონტკოვსკი ამავე ინტერვიუში იშველიებს არესტოვიჩისა და არახამიას მიერ გამოთქმულ პოზიციებს (პოდოლიაკი გამორჩა), რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ ქართველებს სოხუმში და ცხინვალში „გასეირნებისკენ“. 

რაც არ უნდა გაემიჯნონ ნაცები „ომის პარტიის“ სახელს და ამტკიცონ, „მეორე ფრონტი“ მეორე ფრონტს არ ნიშნავსო, სრულიად გასაგებია, რომ სწორედ მათზე ამყარებენ იმედებს ის ძალები (უკრაინაშიც, აშშ-შიც და ევროპაშიც), ვისაც რუსეთის შესუსტების მიზნით ქართველების საზარბაზნე ხორცად გამოყენება უნდათ!
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი