ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

14/1/2022

სააკაშვილი, სასამართლო და სამართალი

Comments

Read Now
 
Picture
სააკაშვილი რომ სასამართლოს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების ტრიბუნად იყენებს, ეს ყველამ იცის, ისიც. პოპულისტური განცხადებებით, საკუთარი თავის და როლის ზეაღმატებულ ხარისხში აყვანით,  ყველაზე დიდი რეფორმატორის სტატუსის საკუთარ თავზე მიწებებით, საკუთარი სექტის გაფართოებას ცდილობს.  

მისი ასეთი გამოსვლები სულ უფრო კომიკურ ხასიათს იძენს და კიდევ უფრო მეტად არწმუნებს სექტის გარეთ მყოფ საზოგადოებას, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება არათუ არარეალური და არასასურველი, არამედ ქვეყნისთვის დიდი საფრთხის შემცველიც იქნებოდა, რადგან სააკაშვილი, სამართალი და სამართლიანობა ურთიერთსაწინააღმდეგო და ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი მოცემულობებია. ეს ადამიანი არც მალავს, რომ ბიუჯეტი საკუთარ ჯიბედ მიაჩნდა და ამიტომაც ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყველა შენობის აშენებას, ყველა ნივთის შეძენას  თუ ცვლილებას განხორციელებულს საბიუჯეტო სახსრებით, პირადად მისგან გაღებულ წყალობად მიიჩნევს. ასე რომ, ამ მხრივ, რაც მეტს ილაპარაკებს, მით უფრო გამოაჩენს თავის რეალურ სახეს. 

მაგრამ მეორე მხრივ, მისი „დაუცხომელი მგზნებარება“ შეურაცხყოფს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებს, რაც მძიმე კვალს ტოვებს მოქალაქეთა აღქმებზე და განწყობებზე. ამ შემთხვევაში მხედველობაში გვაქვს მოსამართლეთა სრულიად არაადეკვატური რეაქციები სააკაშვილის მხრიდან წამოსულ ლანძღვაგინებისა და შეურაცხყოფის იმ კორიანტელზე, რომელსაც მისი „მგზნებარე“ გამოსვლებისას ადგილი აქვს სასამართლოზე. ვფიქრობთ, რაც არ უნდა მიზანი ჰქონდეს ამ ყველაფერზე წაყრუებას, სრულიად გაუმართლებელია, რომ მოსამართლეები ასეთი გარეგნული სიმშვიდით და ურეაქციოდ იღებდნენ მისგან მომდინარე შეურაცხყოფებს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ სხვა ნებისმიერი ბრალდებულის მხრიდან სასამართლოს მიმართ ამის მეათედი შეურაცხყოფის და მუქარის გაჟღერების შემთხვევაში ნებისმიერი მოსამართლე სასამართლო დარბაზიდან გააძევებდა შეურაცხმყოფელს.

ორმაგი სტანდარტების ასე აშკარა დემონსტრირება აშკარად შეურაცხყოფს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და პირადად მოსამართლეებს, რომელთა ნაწილიც შესაძლოა პოლიტიკურად თანაუგრძნობენ კიდეც მას და ამიტომ საკუთარ ფუნქციებს შეგნებულად ივიწყებენ.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი