ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

5/4/2022

მიმართვა საქართველოში უკრაინის საელჩოს

Comments

Read Now
 
Picture
საქართველოში უკრაინის საელჩოს 
​
მიმართვა


უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით საქართველოს სპეციალურ სამსახურებს აქვთ ფარული კავშირები რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდული ტვირთების გადატანის ორგანიზების მიზნით.

აღნიშნული წარმოადგენს ძალიან მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ ბრალდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რის გამოც ის საჭიროებს კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენას, ხოლო მათი დასაბუთების შემთხვევაში ამის შედეგი შეიძლება იყოს ძალიან მძიმე საქართველოს ხელისუფლებისთვის.

ამავე დროს, თუ არ იქნება წარმოდგენილი და საზოგადოებისთვის ცნობილი ამ ბრალდების კონკრეტული მტკიცებულებები, ჩაითვლება, რომ ასეთი ბრალდება წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და დეზინფორმაციას და მიზნად ისახავს ერთის მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯის შელახვას, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით არეულობისათვის და დესტაბილიზაციის ხელის შეწყობას. ზოგადად ნებისმიერი ბრალდების, და მით უმეტეს, ასეთი მძიმე ბრალდების წაყენების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამიტომ ლოგიკური და ნორმალური მდგომარეობა არის ის, რომ როდესაც ხდება ასეთი მძიმე ბრალდების საჯაროდ გაცხადება, ამის პარალელურად ცხადდება ის კონკრეტული მტკიცებულებებიც, რომლებიც ადასტურებენ ამ ბრალდებას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ უკრაინის საელჩოს უფლებამოსილი პირი წინამდებარე მომართვაზე პასუხს გაგვცემს წერილობით ან, იმის გათვალისწინებით, რომ  ქართული საზოგადოებისთვის საკითხი არის ძალიან აქტუალური, გააკეთებს საჯარო განცხადებას.

პატივისცემით,

ნანა კაკაბაძე

თავმჯდომარე
05.04.22.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი