ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

7/9/2021

კომუნიკაციის საშუალებები და ადამიანის უფლებები

Comments

Read Now
 
Picture
კომუნიკაციის საშუალებების განვითარების პარალელურად უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვამ. დღეს ჩვენი ტელეფონი და კომპიუტერი, შეიძლება უფრო მეტ ინფორმაციას ინახავდეს, ვიდრე პირადი დღიური.

​ამიტომაც არის რომ სისხლის სამართლის კანონი საგანგებო ყურადღებას ამახვილებს ტექნიკური საშუალებით გადაცემულ ინფორმაციაზე და მის უკანონო მოპოვებას სჯის სისხლის სამართლის წესით.

ერთ-ერთმა თანაკლასელმა მეორეს წაართვა მობილური ტელეფონი და მისი პირადი სასიყვარულო შეტყობინებები კლასში ხმამაღლა წაიკითხა. მას არ ჰქონდა ამის უფლება და ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.

მსგავსი შემთხვევაა facebook-ის ,,გატეხვა", სადაც ადამიანებს უამრავი პირადი ინფორმაცია აქვთ შენახული. სოციალურ ქსელებში შექმნილი პროფილი ჩვენი ვირტუალური სახლია და წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ ჩვენი სახლში არყოფნის დროს ჩვენი ბინა გატეხოს, შევიდეს ყველა ოთახში, გამოაღოს კარადები, ჩაიხედოს უჯრებში, გამოიტანოს ჩვენი პირადი სურათები და დაურიგოს სხვებს. facebook-ის ,,გატეხვა" იგივე შემთხვევაა.

იმისათვის,რომ სოციალურ ქსელებში პირადი ანგარიში დაცული იყოს არასასურველი პირების წვდომოსაგან, უნდა გაითვალისწინოთ:
  • ავარჩიოთ ძლიერი პაროლი,რომელიც მინიმუნ 6 ციფრის, ასოს ან პუნქტუაციის ნიშნების კომბინაციისგან შედგება.
  • მივუთითოთ დაცული ელექტრონული ფოსტა.
  • უცხო კომპიუტერის გამოყენების დროს აუცილებლად გამოვიდეთ ჩვენი ანგარიშიდან 
  • კომპიუტერში ხშირად გავწმინდოთ უსაფრთხოების დამატებითი პარამეტრები.
  • გამოვიყენოთ ვებგვერდის უსაფრთხოების დამატებითი პარამეტრები.
  •  დავფიქრდეთ, ვიდრე რამეზე დავაკლიკებთ ან რამეს გადმოვწერთ ინტერნეტიდან.
                                                                                                       
ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო თუ რაიმე ტექნიკური საშუალებით ხელშეუხებელია.

ადამიანის ამ უფლების შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია.

კერძო პირებს სხვისი კერძო ცხოვრების საიდუმლოებაში ჩარევის უფლება არ აქვთ. ყველა ადამიანის პირადი ცხოვრება დაცულია კანონითა და კონსტიტუციით. კანონი კრძალავს კერძო საუბრის, პირადი მომიწერის საიდუმლოების დარღვევას: იგი კიდევ უფრო მკაცრია, როდესაც საქმე ეხება უკანონოდ მოპოვებული პირადი ინფორმაციის გავრცელებას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან სამ წლამდე.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი