ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

16/11/2021

ნანა კაკაბაძე: დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს არაფერი არ ემუქრება

Comments

Read Now
 
Picture
დარწმუნებული ვარ,სააკაშვილს არაფერი არ ემუქრება, - ამის შესახებ ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ქალაქის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნა მომდინარეობს იქიდან, რომ ისინი ამაში ხედავენ დესტაბილიზაციის შანსს.
„ცოტა ხნის წინ, როდესაც მისი ადვოკატები გამოდიოდნენ პროცესზე, ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია თავის ფეხი ჩამოვიდეს მეხუთე სართულიდან და მივიდეს სასამართლოში. ასევე, მან თვითონ განაცხადა, რომ მოიკრებს ძალებს და მივა სასამართლოში. ნებისმიერ პირს, ვინც სასამართლოში უნდა მივიდეს, ძალების მოკრება სჭირდება, მაგრამ ეს შორს არის იმისგან, რომ 46 დღის შიმშილობის ფონზე ვინმეს შეიძლება ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ თავის ფეხით ჩავიდეს კიბეებზე და მივიდეს სასამართლოში. აქ რომ სიმულაციაა და ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ეს ცალსახაა. უნდა ვიფიქროთ, რა დგას ამის უკან და ეს უნდა შევაფასოთ იმის მიხედვით, ვისთან გვაქვს საქმე. თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ ყველაზე ახლო წარსულს, საარჩევნო პერიოდს დღემდე, ნათლად ჩანდა, რომ ეს ადამიანები არ ემზადებოდნენ არჩევნებისთვის. ისინი არ ბეჭდავდნენ და არ განათავსებდნენ თავიანთ პლაკატებსა და ბანერებს არსად და არა იმიტომ, რომ მათ არჩევნებში გამარჯვება არ სურდათ, არამედ იმიტომ რომ არჩევნები არ არის მათი გზა. ამ ადამიანებმა ჩვენზე, ყველაზე კარგად იციან, რომ ისინი არჩევნების გზით ხელისუფლებაში არასდროს მოსულან და მით უფრო, დღეს ვერ მოვლენ. აქედან გამომდინარე, მათი ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა, ეს არის არეულობა, დესტაბილიზაცია, გადატრიალება და ძალაუფლების უზურპაცია. ამასთან გვაქვს საქმე, როდესაც ფსიქიური ამოჩემების დონეზე ხდება სააკაშვილის ქალაქის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნა, ეს არის იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ამაში ხედავენ დესტაბილიზაციის შანსს“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.


Tweet
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი