ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

4/5/2022

ნაც-მედია ფულისა და ქვეყნის ღალატის სამსახურში!

Comments

Read Now
 
Picture
ჟურნალისტებს მეოთხე ხელისუფლებას ეძახიან. რეალურად, ისინი უფრო მეტ გავლენას ახდენენ ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ვიდრე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება.

ამდენად, მათაც, როგორც საჯარო ფიგურებს, პოლიტიკოსებზე არანაკლები პასუხისმგებლობა და  თმენის ვალდებულება უნდა გააჩნდეთ.

სამწუხაროდ, ქართულ მედიის წარმომადგენელთა უმრავლესობამ კარგად იცის მხოლოდ საკუთარი უფლებები - სიტყვის, გამოხატვის, კითხვის დასმის (დაკითხვის ფორმით) პირად სივრცეში შეჭრის, ჭორების სიმართლედ გასაღების, ადამიანის ღირსების შელახვის და სხვა უფლებათა უტრირება, მაგრამ როდესაც პასუხისმგებლობაზე მიანიშნებ, მაშინვე ცენზურისკენ მიდრეკილს და თავისუფალი სიტყვის მტერს დაგიძახებენ.

ქართული მედიის მთავარ სენს - არაობიექტურობას ვერაფრით დამალავ სიტყვის თავისუფლების ლოზუნგებით.

ბევრი ჟურნალისტის არაკომპეტენტურობა და გაუნათლებლობა ხშირად სრულ უვიცობაში გადადის,  უკიდეგანო არაობიექტურობა და მიკერძოებულობა კი პარტიულ აქტივისტებზე უფრო ანგაჟირებულად წარმოაჩენს მათ. 

თითქმის არ არსებობს არც ერთი ნეიტრალური თემაც კი, რომელსაც ასეთი ჟურნალისტები პარტიული პოზიციებიდან არ განიხილავენ, მკვიდრდება მახინჯი სტანდარტები და სტერეოტიპები, რომლის საწინააღმდეგო პოზიციის გამომხატველი, მაშინვე ბულინგის მსხვერპლი ხდება.

მაგალითად, ყველა ქართველი კაცი სტიგმატიზებულია იმით, რომ ის ქალს ჩაგრავს და თუ ქალმა დაიჩივლა კაცისგან შევიწროვებაზე (ზეპირად თუ წერილობით), ის აპრიორი ყოველთვის მართალი, ხოლო მამაკაცი აუცილებლად ჩასაქოლია.

თურმე ქართული ლხინი გოიმობა და ჩამორჩენილობაა, ნარკოტიკების მოხმარება კარგ ტონად ითვლება, ოპოზიციონერობა - პროდასავლურობად, ხელისუფლება - პრორუსულად, საბჭოთა კავშირი ქართველებმა დავანგრიეთ 9 აპრილს. 

ყველა მხედრიონელი ყაჩაღი და მძარცველი იყო, 2003 წლის რევოლუცია დადებითი მოვლენა იყო და ა. შ. 
ჩვენი მედია ამ დამკვიდრებული სტერეოტიპების ექსპლუატაციით ცდილობს რაც შეიძლება მეტი ბონუსების მოპოვებას და არათუ სიყალბის ჯადოსნური წრის გარღვევას, არამედ უბრალოდ, მათ ანალიზსაც არასოდეს ცდილობს.

90-იანი წლების პირველ ნახევარში „მხედრიონი“ არა ფორმალურად, არამედ რეალურადაც, ოფიციალურად იყო ხელისუფლებაში. მათ ლიდერზე ჯაბა იოსელიანის უკეთურობებზე და სიმდიდრეებზე ხომ ლეგენდები დადიოდა. არადა, მისი გარდაცვალებისას მხოლოდ ძველად შეძენილი სამოთახიანი ბინა აღმოაჩნდა, ხოლო მისი და, დამსახურებული და ცნობილი რეჟისორი ლილი იოსელიანი მისი კუთვნილი ოროთახიანი ბინიდან  გამოასვენეს. ვიღაცა იტყვის, დამალული ფულები და კაპიტალი ექნებოდათო, მაგრამ დიდი ფული არასოდეს იმალება დიდხანს და მალე იჩენს თავს. 

აი, 800-მდე მებრძოლი მხედრიონელი რომ აფხაზეთის და ცხინვალის მიწაში ჩაწვა, ამას შეგნებულად არავინ ამჩნევდა არასდროს. ამის გახსენება არც მხედრიონის რომანტიზაციის ან მათი რეაბილიტაციის მცდელობაა, უბრალოდ, ფაქტებია. 

სამაგიეროდ ჩვენს მედიას „რატომღაც“ არ აინტერესებს, როგორ გამილიონერდნენ ხაზარაძეები  და სხვები, სწორედ 90-იან წლებში, ან 2000-იან წლებში ხელისუფლებაში მოსული „პატიოსანი, ახალგაზრდა რეფორმატორები“ უცბად როგორ გადაიქცნენ წარმატებულ ბიზნესმენებად და მილიონერებად. ჩინოვნიკი კეზერაშვილები, ახალაიები, ოქრუაშვილები, ნაყოფიები, მათი ბელადი სააკაშვილისა და მთელი მისი ოჯახის თამადობით როგორ გახდნენ მილიონერები, გიული ალასანია ნახევარი გეპეის მფლობელი, მამა-ნიკა სააკაშვილი მილიონების ღირებულების უძრავი თუ მოძრავი ქონების მფლობელი, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც.  

ზემოთ ხსენებული ჯადოსნური სიტყვა „რატომღაც“ კი ძალიან მარტივად იშიფრება: სწორედ იმიტომ არ აინტერესებს ჩვენს მედია-ბომონდს ასეთი თემები, რომ თვითონ ისინი არიან კრიმინალური გზით ნაშოვნი მილიონერების ხელისბიჭები და ხელისგოგოები, სწორედ მათი ხელისუფლებაში დაბრუნებაში ხედავენ საკუთარი კეთილდღეობის გზას, თუმცა, რასაკვირველია, აგრესიულ უვიცობას და უკიდეგანო მიკერძოებულობას „სიმართლისათვის და სამართლიანობისათვის“ ბრძოლის ლამაზი ლოზუნგებით ფუთავენ. ერთი კია, ასეთი შეფუთვები მხოლოდ იმათზე მუშაობს, ვინც ასეთი ჟურნალისტების მხრიდან ყოველდღიური ტვინის გამორეცხვის სეანსებს  დაექვემდებარა, დანარჩენი საქართველო კი ამ შეფუთვის მიღმა მშვენივრად ხედავს რეალობას და ყველაფერს სწორად აფასებს.

ეს არის რეალობის ასახვა და არა ზოგადად მედიის ლანძღვა, რადგან ყველა ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკოსთა  ფულის მსახურთა კატეგორიაში არ შედის და კოლეგების ღია მხილებასაც ერიდება, გულში მაინც დაეთანხმება ამ შეფასებებს.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი