ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

10/3/2022

რუსეთ-უკრაინის ომის სხვა ასპექტები

Comments

Read Now
 
Picture
რუსეთ-უკრაინის ომმა მრავალი ფაქტი და მოვლენა სრულიად ახალი კუთხით წარმოაჩინა.

 ომამდე თითქმის არავინ მოელოდა  ასეთი მასშტაბის თავდასხმას, საომარ მოქმედებებს და წინააღმდეგობას, არც მთელი მსოფლიოს ასეთ ერთსულოვნებას და სოლიდარობას, და არც ასეთ სისასტიკეს.

 ყველას დაავიწყდა, რომ მიმდინარე ომი დიდ საფრთხეს შეიცავს იმ ღირებულებების დაცვისათვის, რომლებზეც დგას ევროპული დემოკრატია.

მხედველობაში გვაქვს ხალხის მასობრივი გაბოროტება და ფაშისტური იდეოლოგიის წახალისება, რასაც იწვევს ლოიალური დამოკიდებულება არაადამიანური მოპყრობისადმი თუნდაც სამხედრო ტყვეების თუ ცალკეული ერების წარმომადგენელთა მიმართ.   

ამ ყოველივეს იწვევს  გაუცნობიერებლობა იმისა, რომ ყველა რუსი არ არის პუტინისტი, ისევე როგორც ყველა გერმანელი არ იყო ფაშისტი.

რეჟიმის დანაშაულების გადატანა მთელ ერზე და მათ მიმართ დამნაშავეობის პრეზუმფციით დამოკიდებულება არის არა მხოლოდ ანტიდემოკრატიული, არამედ პირდაპირ ფაშისტური განწყობების ხელშეწყობა.

ელექტრონული მედიით გავრცელებული ინფორმაციებით აშკარად ჩანს, რომ სწორედ ასეთი განწყობები ღვივდება საქართველოშიც და ნაწილობრივ, მსოფლიოშიც.

ამ განწყობებისათვის ხელის შეწყობის დასტურია ისიც, რომ არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლებას და არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას დღემდე არ გამოუთქვამს პროტესტი სამხედრო ტყვეების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საწინააღმდეგოდ, არავის გახსენებია 1949 წლის ჟენევის კონვენცია და არ მოუწოდებია მხარეთათვის, რომ  კონვენციის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევებს თანასწორი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. 
 
რაც შეეხება ომის კიდევ ერთ ასპექტს, რასაც ჰქვია პროპაგანდის გზით პოლიტიკური ქულების დაწერა. ფაქტია, რომ მიმდინარე სასტიკი ომის მსვლელობისას ძალიან ბევრი ამ ხოცვა-ჟლეტის ანალიზსა და პერსპექტივებზე საუბარს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და მათთვის მეორე პლანზე გადადის სახელმწიფოს ინტერესები, ამ გაგანია ომის დროს, სრულფასოვანი ანალიზის  ადგილი არ არის, თუმცა იმედია, ომი მალე დასრულდება და ასეთი ანალიზიც დაიდება.

Share

Comments
Details

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი