ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

20/8/2021

საარჩევნო ბარიერის 5-დან 2%-მდე დაწევა და გენერალური პროკურორის 90 ხმით არჩევა

Comments

Read Now
 
Picture
​არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ პრესკონფერენცია გამართა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

,,საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით გათვალისწინებული ბარიერის 5-დან 2%-მდე დაწევის შემთხვევაში პარლამენტში მოხვდებიან შემთხვევითი, 3-კაციანი პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა ხელშიც აღმოჩნდება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა.

მათი გაჯიუტებისა და კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებელი გახდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ყოველ წელს ან წელიწადში რამდენჯერმეც კი.

ეს კი სწორედ პოლიტიკური კრიზისის შექმნის წყარო გახდება და გამოდის, რომ პარტიებს შორის შეთანხმებით მიღწეული ბარიერის 5-დან 2%-მდე შემცირება, რომელიც თითქოს პოლიტიკური სტაბილობისთვის არის მიღწეული, სინამდვილეში ამ სტაბილობის ძირის გამომთხრელი აღმოჩნდება.

ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის სტაბილობისთვის ხელშემწყობი იქნება ბარიერის 4 ან მინიმუმ 3%-მდე დაწევა“,-აღნიშნა ორგანიზაციის დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ.

,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ლიდერი გელა ნიკოლაიშვილის აზრით: ,,ქვეყნის სტაბილობის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია გენერალური პროკურორის არჩევის პროექტიც.

კერძოდ, შემოთავაზებულია მისი არჩევა პარლამენტის წევრთა ხმების 3/5-ით, ანუ 90 ხმით.

ერთი შეხედვით პროცესი თითქოს დემოკრატიულია, ვინაიდან გენპროკურორის ასარჩევად მოითხოვს ოპოზიციურ ხმებსაც.

რეალურად, ოპოზიციის მოსაწონი ასეთი კანდიდატის მოძებნა შეუძლებელია და ამ შემთხვევაშიც გენერალური პროკურორი მხოლოდ 1 წლის ვადით იქნება არჩეული 76  ხმით და ეს გრძელდება ყოველწლიურად.

ანუ ქვეყანას ეყოლება მუდმივი გენერალური პროკურორი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის დესტაბილიზაციას, ანუ გამოიღებს იმის საწინააღმდეგო შედეგს, რისკენაც ეს ცვლილებაა მიმართული.“

,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თვლიან, რომ ასეთი სახის საკონსტიტუციო ცვლილებები, გრძელვადიან პერსპექტივაში, დიდ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას, რადგან ის შეიძლება გახდეს პოლიტიკური კრიზისების სისტემატური ინსპირატორი.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი