ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

14/9/2021

პრეს-კონფერენცია თემაზე ,,გახარიამ გაგვაოცა" (სრულად)

Comments

Read Now
 
Picture
სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაციისა და ჩამოშლის მცდელობის ნაცმოძ­რაობის კამპა­ნიაში თავისი მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა გიორგი გახარიას განცხა­დებამ, რომ ის არ ენდობა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ მიუროს და ამიტომ ის ნარკოტესტს ევროპის ავტორიტეტულ საექსპერტო ბიუროში ჩაიტარებს.

ასეთი გან­ცხადება განსაკუთრებით დამაზიანებელია ყოფილი პრემიერ-მინისტრის­გან, რო­მე­ლიც ალბათ კარგად აცნობიერებს, რომ ამ სიტყვებით ქართული ექსპერტი­ზის ბიუ­როსადმი უნდობლობის საფუძველს უჩენს იმ ათასობით მოქალაქეს, რომელსაც ჩაუ­ტარებია ან მომავალში აპირებს ჩაატაროს ექსპერტიზა ამ ბიუროში.

თუ მართლა რაღაც აეჭვებდა, გაცილებით უფრო ადეკვატური იქნებოდა, რომ მას ნარკოტესტი ჩაეტარე­ბინა აქაც და პარალელურად ევროპაშიც, ხოლო თუ ისინი ერთმანეთს არ დაემთხ­ვეოდა, მაშინ შეიძლებოდა აეტეხა კამპანია იმასთან დაკავში­რებით, რომ აქ ხელისუ­ფ­ლება მას ტესტს უყალბებს და ამას ყველა დაიჯერებდა, რადგან ევროპული ბიუროს ნეიტრალური ექსპერტიზის დასკვ­ნას გაცილებით მეტი ლეგიტიმაცია ექნებოდა.

წინასწარ აჟიოტაჟის ატეხვით კი გიორგი გახარიამ ერთის მხრივ, ეჭვი გააჩინა მის ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ, ნებსით თუ უნებლიედ შეუერთდა ნაცმოძრაობის და მისი სატელიტების მიერ წარმოებულ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტა­ციისა და ჩამოშლის მცდელობის კამპანიას. 

საინტერესოა, გახარია როდიდან არ ენდობა ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომე­ლიც სულ ცოტა ხნის წინ მის დაქვემდებარებაში იყო და რომლის დასკვნებითაც ათეულ ათასობით ადამიანის ბედი წყდებოდა სასამართლოებსა თუ მის ფარგლებს გარეთ. გვინდა იცოდეს ბატონმა გახარიამ, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, რაზეა გათვ­ლილი მისი უნდობლობა და დროის გაჭიმვის ტაქტიკა (ვინაიდან ნარკოტიკული თრობა დროში შეზღუდულად დადგენადია) და ასევე ემსახურება ნაც.მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის რევოლუციურ სცენარს, დააჯეროს ხალხი ტყუილში რათა მოამზადოს ნოყიერი ნიადაგი არეულობისა და დესტაბილიზაციისთვის.

ბატონო გახარიას რომ მხოლოდ ნდობის პრობლემა ჰქონდეთ სამხარაულის ექსპერტი­ზასთან, მაშინ დროულად ჩააბარებდა თმის ღერს სამხარაულის  ექსპერ­ტიზის ეროვ­ნულ ბიუროს და მისთვის სანდო ქვეყნის ექსპერტსაც და მხოლოდ მტკიცებუ­ლებით ისაუბრებდა მის რაობაზე და არა ისე, როგორც ამას აკეთებს ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი. 
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი