ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

23/7/2022

ტესტი: თქვენი უფლებები ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას

Comments

Read Now
 
Picture
1. სესხის ხელშეკრულების გაფორმებამდე ბანკთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან ან სესხის გამცემ სუბიექტთან:
​უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენთან გასაფორმებელი ხელშეკრულება წინასწარ, გაეცნოთ სახლშიც და შემდეგ მოაწეროთ ხელი

უფლება გაქვთ წაიკითხოთ ხელშეკრულება მხოლოდ მისი გაფორმების მომენტში

​უფლება გაქვთ მოითხოვოთ მხოლოდ ხელშეკრულების ზოგადი შაბლონი წინასწარ და არა თქვენი კონკრეტული ხელშეკრულება
2. რამდენი ხნით ადრე უნდა შეგატყობინოთ ფინანსურმა ორგანიზაციამ, თუ აპირებს თქვენთან დადებული სასესხო ან სადეპოზიტო ხელშეკრულების რომელიმე მნიშვნელოვანი პირობის ცალმხრივად ცვლილებას?
​მინიმუმ ორი თვით ადრე, ამასთან აღნიშნული უფლების შესახებ მითითებული უნდა იყოს ხელშეკრულებაშიც

​1 კვირით ადრე, ამასთან აღნიშნული უფლების შესახებ მითითებული უნდა იყოს ხელშეკრულებაშიც

არ არის ვალდებული შეგატყობინოთ, თქვენ თვითონვე უნდა ადევნოთ თვალი ორგანიზაციის სიახლეებს

​ფინანსურ ორგანიზაციას საერთოდ არ აქვს უფლება შეცვალოს უკვე დადებული ხელშეკრულების პირობა ცალმხრივად
3. როგორ უნდა შეგატყობინოთ ფინანსურმა ორგანიზაციამ, თუ ის სასესხო ან სადეპოზიტო ხელშეკრულების რომელიმე მნიშვნელოვანი პირობის ცალმხრივად ცვლილებას აპირებს?
უნდა გამოაკრას შესაცვლელი პირობების შესახებ ინფორმაცია ფილიალში

​უნდა დაგირეკოთ პირად მობილურის ნომერზე

უნდა მოგწეროთ SMS-ით ან ინტერნეტბანკში

​უნდა შეგატყობინოთ პირადად, თქვენთანვე წინასწარ შეთანხმებული ინდივიდუალური საკომუნიკაციო არხის საშუალებით
4. ​რა ფორმით შეგიძლიათ შეატყობინოთ თქვენი პრეტენზია ფინანსურ ორგანიზაციას?
​წერილობით

​ელექტრონულად

სატელეფონო არხით

​ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ფორმით
5. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელ ფინანსურ ორგანიზაციაში შეგიძლიათ დააფიქსიროთ პრეტენზია?
მხოლოდ ბანკში

მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სესხის გამცემ სუბიექტში

მხოლოდ ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში

​ყველა ზემოჩამოთვლილ ფინანსურ ორგანიზაციაში: ბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სესხის გამცემ სუბიექტში
6. ​თუ თქვენს საკრედიტო ან სადეპოზიტო პროდუქტებთან დაკავშირებულ ანგარიშებზე განხორციელებული ოპერაციები გაინტერესებთ, შეგიძლიათ თუ არა ამ ანგარიშების ამონაწერის უფასოდ მიღება?
უფასო ამონაწერის ამობეჭდვა მხოლოდ ინტერნეტ ბანკინგიდან შეგიძლიათ, ხოლო ფინანსური ორგანიზაციების ფილიალებში ეს მომსახურება ფასიანია

ფინანსურ ორგანიზაციას ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოსთხოვოთ თქვენი ანგარიშის ამონაწერი და ისიც ვალდებულია უფასოდ მოგაწოდოთ

​უფასოდ შეგიძლიათ მიიღოთ სასესხო ან სადეპოზიტო ანგარიშების ამონაწერები ხელშეკრულების პერიოდის განმავლობაში ან თუ ხელშეკრულების დასრულებიდან არ გასულა 2 წელი, მინიმუმ წელიწადში ერთხელ
7. თუ სესხის ან დეპოზიტის ხელშეკრულება დაკარგეთ ან რამე სხვა მიზეზით გესაჭიროებათ, გაქვთ თუ არა მისი ასლის მიღების უფლება ფინანსური ორგანიზაციიდან?
​თქვენ უფლება გაქვთ წელიწადში ერთხელ უფასოდ მიიღოთ ხელშეკრულების ასლი

ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია უფასოდ მოგაწოდოთ ხელშეკრულების ასლი, რამდენჯერაც დაგჭირდებათ

​ფინანსური ორგანიზაცია არ არის ვალდებული მოგაწოდოთ ხელშეკრულების ასლი, ამიტომ მას უნდა გაუფრთხილდეთ და არ დაკარგოთ
8. ​თუ ფინანსურ ორგანიზაციას სესხის წინასწარ დაფარვის მოთხოვნით მიმართეთ, როდის უნდა შეასრულოს მან ეს მოთხოვნა?
​ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში

​დაუყოვნებლივ

იმავე სამუშაო დღეს ან იმავე სამუშაო დღის მდგომარეობით, თუ ხელშეკრულების თანხა არ აღემატება 2 მილიონ ლარს

დაუყოვნებლივ, სესხის მოცულობის მიუხედავად
9. ​თუ სესხზე თავდები ან სესხის უზრუნველყოფის მესაკუთრე ხართ, ამ სესხთან დაკავშირებული რა ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ფინანსური ორგანიზაციისგან მის გაცემამდე?
​შეგიძლიათ მოითხოვოთ სესხის და თავდებობის/უზრუნველყოფის ხელშეკრულებები სრულად, მათ შორის, სასესხო ხელშეკრულების თავსართი და დაფარვის გრაფიკიც

შეგიძლიათ მოითხოვოთ მხოლოდ ხელშეკრულების თავსართი, სადაც ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობებია თავმოყრილი

​შეგიძლიათ მოითხოვოთ სესხის დაფარვის გრაფიკი
10. ​რა შემთხვევაში აქვს ფინანსურ ორგანიზაციას უფლება გამოითხოვოს თქვენი ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროდან?
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას თქვენგან მოპოვებული აქვს ერთჯერადი თანხმობა ინფორმაციის გადამოწმებაზე სპეციალურ განაცხადებზე ხელმოწერით და ამ განაცხადების ხელმოწერიდან არაა გასული 30 დღეზე მეტი

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებლობთ სესხით ან გაქვთ სხვა ვალდებულება და შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში მოპოვებული აქვს თქვენი თანხმობა ინფორმაციის გადამოწმებაზე

​ორივე ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში
გაზიარება

Share

Comments




Details
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი