ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

11/3/2022

დევნილ ვეტერანთა 110 ოჯახს თბილისში განსახლებაზე თანხმობა ეთქვა

Comments

Read Now
 
Picture
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, დევნილ ვეტერანთა 110 ოჯახს თბილისში განსახლებაზე თანხმობა ეთქვა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახების სია დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.

დევნილ ვეტერანთა ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ თავად მოიძიონ ბინა თბილისში, რომელსაც სააგენტო შეუსყიდის. საცხოვრებლის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება, კვადრატული მეტრის ღირებულება შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში.

ამასთან, სააგენტო აქტიურად მუშაობს სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან თბილისში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებლების მშენებლობის საკითხზე.

სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე და კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან დევნილ ვეტერანთა ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, გარკვეული შეკითხვები გააჩნიათ. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება სააგენტოში (თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა) 14-15 მარტს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება.

სააგენტო დევნილი ვეტერანებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით სპეციალურ პროექტს ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის წინაშე მათი განსაკუთრებული დამსახურება სათანადოდ იქნას დაფასებული.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი