ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

23/6/2022

არასწორია ინფორმაცია, თითქოს სააკაშვილს შეხვედრის უფლება შეეზღუდა

Comments

Read Now
 
Picture
​სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულ სააკაშვილს შეეზღუდა შეხვედრის უფლება, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს კლინიკა „ვივა-მედში“ მივიდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი და მოითხოვა მსჯავრდებულთან შესვლა.

„სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მას განუმარტეს, რომ მსჯავრდებულის მოსანახულებლად აუცილებელია წერილობით მიმართვა. კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიმართვის შემდეგ, ნიკოლოზ სააკაშვილი შეძლებს მსჯავრდებულ სააკაშვილის მონახულებას.

საზოგადოების სათანადო ინფორმირების მიზნით, განვმარტავთ, რომ მსჯავრდებული შეუზღუდავად სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით, რისი ნათელი მაგალითია ისიც, რომ დღეის მდგომარეობით, მსჯავრდებულ სააკაშვილთან იმყოფებოდა 935 ვიზიტორი.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“,- აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი