ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

21/4/2022

მოქალაქეობის უფლება

Comments

Read Now
 
Picture
ყოველ ადამიანს აქვს მოქალაქეობის უფლება. არავის არ შეიძლება თვითნებურად ჩამოერთვას მოქალაქეობა, ან უფლება თავისი მოქალაქეობის შეცვლისა.

თანამედროვე გაგებით, მოქალაქე არის ერთი კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეობის მქონე პირი, განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა, რასისა, სქესის ან რელიგიური კუთვნილებისა. მოქალაქეობა არ არის დაკავშირებული არც ეთნიკურ წარმომავლობასთან, არც რელიგიურ აღმსარებლობასთან, მით უმეტეს, რომ ეს უკანასკნელი ადამიანის თავისუფალი არჩევანის შედეგია და არა მემკვიდრეობით მიღებული იდეოლოგია.

მოქალაქის უფლებები, ფართო გაგებით, პრაქტიკულად იგივეა, რაც ადამიანის უფლებები.

ამგვარად, მოქალაქეს დაბადებიდან აქვს სიცოცხლის, თავისუფალი განვითარების, პირადი ცხოვრების თუ საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფლება;

იგი სარგებლობს გამოხატვის, გაერთიანების, რელიგიის თავისუფლებით; მას ხელი უნდა მიუწვდებოდეს განათლებაზე, სამართლიან სასამართლოზე, უსაფრთხო გარემოზე და სხვა. როგორც წესი, ამ უფლებების და თავისუფლებების ჩამონათვალი მოცემულია კონსტიტუციაში ან/და კანონში.


მოქალაქეს ასევე აქვს საკუთარი სახელმწიფოს, ქალაქის ან თემის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება არჩევნებში ან რეფერენდუმში მონაწილეობის ან საზოგადოებრივ გაერთიანებებში გაწევრიანების გზით, საქველმოქმედო და ნებაყოფლობითი საქმიანობით და სხვა.

თუმცა, ადამიანის უფლებებისგან განსხვავებით, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, ხშირად, მოქალაქის ასაკზეა დამოკიდებული.


მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქე პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს საკუთარი უფლებების და მოვალეობების შესრულებას - პატივი სცეს და ანგარიში გაუწიოს სხვების ინტერესებს, სიფრთხილით მოეპყრას საზოგადოებრივ სიკეთეებსა და ქონებას, იზრუნოს მათ გაუმჯობესებაზე.

ეს როლი ბუნებრივია ნებაყოფლობითია, თუმცა საზოგადოებებში, რომელთა მოქალაქეებიც პირადი პასუხისმგებლობით არიან განმსჭვალულნი, ცხოვრებაგაცილებით სასიამოვნოა.


სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მოქალაქის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების განხორციელება.

მოქალაქის გაძევება მოქალაქეობის სახელმწიფოს ტერიტორიიდან დაუშვებელია.

არავის შეიძლება აღეკვეთოს მოქალაქეობის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება.                                                                              
გაზიარება

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი