ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

20/6/2022

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტის შესრულების ანგარიში

Comments

Read Now
 
Picture
საქართველოს პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ შესრულების თაობაზე საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის“ პროექტი განიხილეს.
ანგარიშის მიზანია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდოს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით, ანგარიში მომზადდა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა კომპეტენტური უწყების, ასევე, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების მონაწილეობით და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.

დოკუმენტში ასახულია ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით, ხელისუფლების მიერ განხორციელებული ყველა ძირითადი ღონისძიება.

მომხსენებლის ინფორმაციით, დოკუმენტში ასახულია განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, მიმოხილულია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმები, ასევე, მათი ეფექტიანი შესრულების მიზნით შექმნილი ადამიანის უფლების უწყებათაშორისი საბჭო.

ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ გაზრდილია პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია, მათ შორის, ადამიანის უფლებებთან და გაეროს ადამიანის უფლების სახელშეკრულებო ორგანოების რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.

ანგარიშის პროექტში ცალკე თავი ეთმობა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, რომელიც დღითიდღე უარესდება.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს არ აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის და წვდომის შესაძლებლობას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა განუხრელად ახორციელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და იყენებს ყველა შესაძლო დიპლომატიურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ თუ სხვა ბერკეტს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვა.

წარმოდგენილ ანგარიშში აღწერილია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები.

ანგარიშში ასახულია დევნილთა ეკონომიკური, სოციალური და ჯანმრთელობის უფლების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები. ასევე, დეტალურადაა აღწერილი შრომის უფლების რეალიზების მიზნით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ინსტიტუციური რეფორმები.

ხათუნა თოთლაძის განმარტებით, ანგარიშში დეტალურად არის განხილული სოციალური დაცვის სისტემა.

სათანადო ყურადღება ეთმობა ქალთა უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ განხორციელებულ ღონისძიებებს.

განხილულია, ასევე, ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის ბრძოლის წინააღმდეგ არსებული პოლიტიკა და ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებული რეფორმა.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა დოკუმენტში ასახულ როგორც ჯანმრთელობის დაცვის ასევე, განათლებისა და კულტურის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე.

ანგარიშში ყურადღება ეთმობა სიღარიბის დაძლევასთან, სათანადო კვებასთან და საცხოვრისის უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მთავრობის წარმომადგენლის განმარტებით, საპარლამენტო განხილვების შემდეგ, ანგარიშის პროექტს საბოლოო სახე მიეცემა, ითარგმნება ინგლისურ ენაზე და ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტს მიეწოდება.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც ეფუძნება ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა და რომელზედაც დგას თანამედროვე დემოკრატიული ღირებულებები. წარმოდგენილ პერიოდულ ანგარიშში ხაზგასმულია ჩვენი ქვეყნის წინსვლა ბოლო წლების განმავლობაში. ასევე, იკითხება მნიშვნელოვანი განვითარების შემდგომი ეტაპები, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რათა მუდმივად პროგრესირებდეს სწორედ უძირითადესი - ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების მიმართულებით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

​ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, კულტურის, საგარეო ურთიერთობათა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა წარმოდგენილი ანგარიშის პროექტს მხარი დაუჭირეს.
​

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი