ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

11/3/2022

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში

Comments

Read Now
 
Picture
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტით, განსაზღვრულია მომხმარებლის უფლებების დაცვის ზოგადი პრინციპები.

„წესრიგდება სამომხმარებლო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გარანტიები. ასევე, დგინდება პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, საგარანტიო ვადები და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის შედეგები.

კანონპროექტში მოცემულია ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო, უსამართლო კომერციული საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები. ასევე, დგინდება მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები. პროექტის თანახმად, კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებად საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო განისაზღვრება.

„პირველი მოსმენის შემდეგ, სტილისტური თვალსაზრისით დაიხვეწა კანონპროექტი, ასევე, შევიდა ტექნიკური ცვლილებები, დაიხვეწა ტერმინოლოგია, დაზუსტდა კანონპროექტის რეგულირების სფერო და განიმარტა, თუ რომელ მარეგულირებელ ორგანოს არ შეეხება რეგულირების თავი. ასევე, კანონების ჩამონათვალს, რომელზეც არ გავრცელდება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი