ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

13/5/2022

მოქალაქეთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში

Comments

Read Now
 
Picture
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2021 წელს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში ჩატარებული „მოქალაქეთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტის“ ანგარიშზე იმსჯელეს.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ გაიცა რეკომენდაცია, რომ „საბიუჯეტო სახსრების სრულყოფილად მობილიზების მიზნით, სამსახურმა შეიმუშაოს იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის სასარგებლოდ დასრულებული სასამართლო გადაწყვეტილებების აღრიცხვიანობის წესი და დანერგოს იურიდიული დახმარების ხარჯების მოთხოვნის პრაქტიკა”.

შეხვედრის დროს გამოიკვეთა საკითხის ირგვლივ დამატებითი მუშაობის საჭიროება, მათ შორის შესაძლოა ეს იყოს კანონმდებლობის მოწესრიგების მიმართულებაც.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის და „უფლებები საქართველოს" წარმომადგენლები.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი