ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

11/5/2022

ანგარიში არაფორმალურ ეკონომიკაში ქალთა უფლებების შესახებ

Comments

Read Now
 
Picture
​თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა და მომხსენებელმა ხატია წილოსანმა დეპუტატებს გააცნო მოკვლევა თემაზე. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოვან ეკონომიკაში ქალთა მონაწილეობისა და მათ საქმიანობაზე კოვიდ-19-ის გავლენის შესახებ.

თემატური მოკვლევა განხორციელდა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით.

ხატია წილოსანის განცხადებით, თემატური მოკვლევის ფარგლებში იდენტიფიცირებული იქნა ის ძირითადი საჭიროებები, რომელიც უკავშირდება ჩრდილოვან ეკონომიკაში ჩართული ქალების გამოწვევებს და რომელთა მთელი სიცხადე გამოიკვეთა მაშინ, როდესაც პანდემიური პროცესები დაიწყო ქვეყანაში.

თემატური მოკვლევის ფარგლებში შემუშავებული იყო 16 რეკომენდაცია, მათ შორის, კონტრაქტების გაფორმების ვალდებულება დამსაქმებლებისთვის და დასაქმებული პირებისთვის მინიმალური სამუშაო პირობების შექმნა მათი დასაქმების ადგილზე და ასევე საპენსიო დაგროვებით სქემებში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობის კუთხით.

ხატია წილოსანის განცხადებით, თემატურმა ჯგუფმა შეისწავლა სხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკა და გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით, რეკომენდაციები მათი გათვალისწინებით იქნა შემუშავებული და დაეგზავნათ შესაბამის უწყებებს.

„თემატური მოკვლევის ანგარიშის გაგზავნიდან 6 თვის ვადაში, რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებთან გვექნება კომუნიკაცია, რომ ვნახოთ, რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს უწყებებმა და რა კეთდება იმისთვის, რომ მიღებული რეკომენდაციები რეალურ ცხოვრებაში იქნას გატარებული“,-განაცხადა ხატია წილოსანმა.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი