ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

6/4/2022

ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევები და გეგმები

Comments

Read Now
 
Picture
მთავრობის ადმინისტრაციაში გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მიღწეული პროგრესი, გამოწვევები და გეგმები განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომისიამ განიხილა ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციების შესრულების სტატუსი, თითოეული უწყების წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უახლოეს მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებზე, კერძოდ, ბავშვთა რეფერირების მექანიზმის დახვეწაზე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის საპილოტე პროექტის განვითარებაზე და ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

„სხდომაში მონაწილეობდნენ: კომისიის თავმჯდომარე – ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები და კომისიის სხვა წევრები – მინისტრის მოადგილეები და სათათბირო ხმის უფლების მქონე პირები. ღონისძიებას ონლაინ-ფორმატში შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის N 550 დადგენილებით შეიქმნა. კომისიის ამოცანაა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების კოორდინაცია, ასევე, ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი