ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

3/5/2022

კანონი, საზოგადოება და ინდივიდის უფლებები

Comments

Read Now
 
Picture
ადამიანის უფლებაა დაიცვას თავისი სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება. კანონი კი კოლექტიური შეთანხმების შედეგად არის შექმნილი და მისი მიზანია ადამიანთა ამ სამი ძირითადი უფლების დაცვა.

კანონი არსებობს იმისთვის, რომ აღკვეთოს უსამართლობა და შესაბამისად შექმნას სამართლიანი გარემო საზოგადოებაში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ არსებობდა ადამიანთა უფლებები და მხოლოდ ამის შემდეგ დაწესდა კანონი, უფრო სწორად, კანონის შემოღება იმიტომ გახდა საჭირო, რომ ადამიანს გააჩნია სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლება.

იმისთვის რომ კანონმა არ უარყოს თავისი პირველადი მიზანი და არ შელახოს ადამინის სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება, საჭიროა, რომ მას ჰქონდეს პასიური როლი საზოგადოების ცხოვრებაში, ანუ იმის მაგივრად რომ მოუწოდოს ადამიანს რამის კეთება, პირიქით, უნდა შეზღუდოს ის ისეთი ქმედებების ჩადენისგან, რაც ლახავს სხვა ინდივიდის უფლებებს.

ამიტომაც ჰუმანურია კანონი, რომელიც ნაკლებად ერევა ადამიანის ცხოვრებაში და მხოლოდ დაცვითი, შენარჩუნებითი ფუნქცია აკისრია. სხვა სახის კანონი, რომელიც განსაზღვრავს ინდივიდების ქცევის წესებს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა დარგში, უზღუდავს ადამიანს თავისუფალი არჩევნის გაკეთებას, შესაბამისად ხელყოფს მის თავისუფლებას და ამით ეწინააღმდეგება თავის პირველად მიზანს.

შეიძლება ითქვას, რომ კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ეფექტური, თუ ამ უკანასკნელს ნეგატიური ბუნება აქვს და არა პოზიტიური. არსებობს მოსაზრება, რომ კანონი უნდა უზრუნველყოფდეს საზოგადოებრივ კეთილდღეობას.

მაგრამ რა არის საზოგადოება, თუ არა ინდივიდთა ერთობლიობა. თუ საზოგადოებას ერთ ადამიანზე მაღლა დავაყენებთ, მაშინ გამოდის, რომ ადამიანთა მნიშვნელობა მათი რაოდენობით განისაზღვრება.

სახელმწიფო, რომელშიც ინდივიდის უფლებებს საზოგადოების კეთილდღეობა გადაწონის, ვერ იქნება დემოკრატიული. კანონის მთავარი ფუნქცია, ისაა, რომ მისცეს თითოეულ პიროვნებას საშუალება ისარგებლს სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლებით და დაიცვას იგი სხვისი ინტერვენციისგან.

ესაა საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ადამიანმა თავისუფლად შეძლოს პრობლემის დანახვა, მისი გაანალიზება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ეს ქმედება - არჩევნის გაკეთება და ამ გადაწყვეტილების შედეგად მიღებულ სარგებლზე/ზიანზე პასუხისმგებლობის აღება - აქცევს ადამიანს ადამიანად.

თუ ინდივიდის ყოველ ნაბიჯს კანონით დავარეგულირებთ, მოვიმიზეზებთ რა კოლექტიურ ბედნიერებას, მივიღებთ არა ინდივიდების ერთობლიობას, არამედ რობოტებს, რომელთა ერთადერთი ვალდებულება სხვის მიერ დაკანონებული წესების შესრულებაა.

ადამიანის საქმიანობის თითქმის ყველა სფერო კანონით კონტროლდება. არსებულ წესებს შორის, ბევრია ისეთი, რომელიც ხელვონურ ბარიერებს ქმნის და კიდევ უფრო ართულებს ინდივიდის ცხოვრებას. ადამიანის ძირითადი უფლებებიდან (სიცოცხლე, თავისუფლება, საკუთრება), ყველაზე მეტად საკუთრების უფლება იზღუდება სახელმწიფოს მიერ. 

ვალდებულების ქონა, საკუთარ თავში მაინც გულისხმობს არჩევნის არსებობას, ამ შემთხვევაში კი ინდივიდზე არაფერია დამოკიდებული. ეს ყველაფერი კი კეთდება იმისთვის, რომ „საზოგადოებამ უკეთესად იცხოვროს“, მაგრამ ეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ირღვევა თითოეული ადამიანის უფლებები.

ადვილად შესამჩნევია, რომ გადასახადები არღვევს ადამიანის საკუთრების უფლებას: სახელმწიფო ინდივიდისგან იღებს სიმდიდრეს, რომელიც მან თავისი შრომით გამოიმუშავა და რომლის განკარგვის უფლება მხოლოდ თავად აქვს.

თუმცა საქმე მარტო საკუთრებას არ ეხება, ილახება ასევე თავისუფლების უფლებაც, სახელმწიფო იღებს რა ადამიანის საკუთრების ნაწილს, ირიბად ეუბნება მას, რომ თავად უკეთესად იცის, თუ როგორ და რაში უნდა დაიხარჯოს ეს ფული.

პიროვნებას არ აქვს საშუალება, გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენოს თვისი ქონება, ვერ აკეთებს არჩევანს. სახელმწიფოს არ აინტერესებს, უნდა თუ არა რომელიმე მოქალაქეს იმისთვის მუშაობა, რომ შემდეგ მათი გამომშავებული ფული გაურკვეველ „კოლექტიურ სიკეეთეებს“ მოხმარდეს.

საგულისხმოა, რომ დიდი შანსია, რომ ადამიანი ამ სიკეთეთა ნაწილით საერთოდ ვერ ისარგებლებს. საბოლოოდ, კი მსგავსი კანონი გარკვეულწილად ზღუდავს ადამიანის სიცოცხლეს, რომელიც არ არის დამოუკიდებელი ფენომენი.

სიცოცხლე ბევრი ფაქტორით განისაზღვრება, მათ შორისაა საკუთრებაც, ვინაიდან იმისთვის რომ ადამიანმა ღირსეულად იცხოვროს, საჭიროა გააჩნდეს შესაბამისი პირობები (საცხოვრებელი, საკვები და სხვა). მისი შემოსავლის შემცირებით სახელმწიფო სხვა ყველაფერთან ერთად ადამიანის სიცოცხლის უნარსაც აუარესებს. ამრიგად, ვფიქრობ, რომ კანონმა გარკვეულწილად დაკარგა პირველადი მნიშვნელობა და დაუპირისპირდა თავისივე მიზანს, დაეცვა ადამიანის სიცოცხლე, თავისფლება და საკუთრება.
გაზიარება

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი